ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2013
ძალის დაკარგვა 30.10.2014
გამომცემი ორგანო ცაგერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010320040.35.116.016105
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,699 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2013 მიღება
30.10.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ლეთოდიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №10 2013 წლის 25 იანვარი ქ. ცაგერი ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 1-ლი და მე-3 პუნქტების შესაბამისად ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს, მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ცაგერის მუნიციპალიტეტის  გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შემდეგი რედაქციით: 1. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების სავალდებულობა: 1.ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობების დასაკავებლად. 2.გამგეობის რეორგანიზაციისას საჯარო მოხელეთა შეფასება ხორციელდება ამ დადგენილებით განსაზღვრული დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად. 2. მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები ა) დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან; ბ) მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ყველა საჯარო მოხელისათვის; გ) სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება გამგეობის საჯარო მოხელეთა  თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად, გამგეობის სამსახურებისა და განყოფილებების (ტერიტორიული ორგანოების) მიხედვით და მოიცავს  გამგეობის საჯარო  მოხელეთა ყოველ თანამდებობას. 3. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები გამგეობის საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ა) პროფესიული ცოდნის მოთხოვნები; ბ) ზოგადი უნარების მოთხოვნები; გ) პროფესიული უნარების მოთხოვნები. 4. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში  გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად      სავალდებულოა: ა) შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი; ბ) ტერიტორიული ორგანოს უმცროსი საჯარო თანამდებობის დასაკავებლად შესაბამის სპეციალობაში ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, შესაძლებელია საშუალო-სპეციალური განათლება. გ) ამ დადგენილების #1 დანართში მითითებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების ცოდნა. 5. მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.  6. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში 1.გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა: ა) გამგებელის,გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად – მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან  წამყვან( უფროს) საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება მაინც; ბ) გამგეობის სამსახურის უფროსის, სამსახურის განყოფილების გამგის, გამგებლის თანაშემწის    თანამდებობის  დასაკავებლად – მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან უმცროს საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 2-წლიანი გამოცდილება მაინც; გ) გამგეობის სამსახურის   მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად – მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტის და სპეციალისტის საჯარო თანამდებობაზე საქმიანობის 1-წლიანი გამოცდილება მაინც. 2. პროფესიული ცოდნის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოხელის სამუშაოთა აღწერილობის შესაბამისად მოიცავს პროფესიულ კვალიფიკაციას და საქმიანობის სფეროს მიხედვით საკანონმდებლო და სხვა ნორმატიული აქტების ცოდნას.  7. სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში 1. გამგეობის მთავარი, წამყვანი და უფროსი  საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა: ა) ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით საქმისწარმოების პროფესიული უნარები; ბ) პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები. 2. გამგეობის  უმცროსი  საჯარო თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა გამგეობის საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები. . მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარემამუკა ლეთოდიანი დანართი №1 მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისათვის სავალდებულო პროგრამა საკანონმდებლო და  ნორმატიული აქტების ცოდნის სფეროში საქართველოს კონსტიტუცია: 1. საქართველოს პოლიტიკური წყობილების ფორმა; 2. ტერიტორიული სახელმწიფო მოწყობა; 3. ადგილობრივი თვითმმართველობა; 4. საქართველოს მოქალაქეობა, ადამიანის ძირითადი უფლებები და მოვალეობანი; 5. საქართველოს პარლამენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები; 6. საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი, არჩევის წესი და უფლებამოსილებები; 7. საქართველოს მთავრობის სტატუსი, ფორმირების წესი და უფლებამოსილებები; 8. სასამართლო ხელისუფლება; 9. სახელმწიფო ბიუჯეტის მიღების წესი, ფულად-საკრედიტო სისტემა, ეროვნული ბანკის სტატუსი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების წესი, კონტროლის პალატის სტატუსი; 10. სახელმწიფოს თავდაცვის ძირითადი პრინციპები, ეროვნული უშიშროების საბჭოს სტატუსი; 11. კონსტიტუციის გადასინჯვის წესი. ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ: 1. ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური და სამართლებრივი საფუძველი; 2. ადგილობრივი თვითმმართველობის კონცეფცია; 3. ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციის სფერო; 4. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრები; 5. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული საზღვრები; 6. ადგილობრივ უფლებამოსილებათა განხორციელების პირობები; 7. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის ადმინისტრაციული ზედამხედველობა; 8. ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური სახსრები; 9.ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლება გაერთიანებაზე; 10.ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი დაცვა. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი: 1. კანონის რეგულირების სფერო; 2. ადგილობრივი თვითმმართველობის ცნება; 3. თვითმმართველი ერთეულის ცნება; 4. სახელმწიფო ხელისუფლების ვალდებულება თვითმმართველობის სფეროში; 5. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების ძირითადი პრინციპები; 6. თვითმმართველი ერთეულის სტატუსი; 7. თვითმმართველი ერთეულის შექმნა და გაუქმება; 8. თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციული საზღვრების შეცვლა; 9. თვითმმართველი ერთეულის რეგისტრაცია; 10. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების შეზღუდვა თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებში; 11. თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებათა სახეები; 12. თვითმმართველი ერთეულის საკუთარი უფლებამოსილებები; 13. უფლებამოსილებების დელეგირების წესი და პირობები; 14. საკრებულოს არჩევის წესი; 15. საკრებულოს განსაკუთრებული უფლებამოსილება; 16. საკრებულოს სხდომის მუშაობის ორგანიზება; 17. საკრებულოს კომისიები; 18. საკრებულოს ბიურო; 19. საკრებულოს ფრაქცია; 20. საკრებულოს წევრის სტატუსი; 21. საკრებულოს წევრის ურთიერთობა ამომრჩევლებთან; 22. საკრებულოს წევრის ზოგადი უფლებამოსილებები; 23. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევის წესი; 24. საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები; 25. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე; 26. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე; 27. საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე; 28. საკრებულოს აპარატი; 29. გამგეობა (მერია); 30. გამგებელის (მერის) სტატუსი, მისი თანამდებობაზე დანიშვნის წესი; 31. გამგეობის (მერიის) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; 32. გამგეობის (მერიის) ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი; 33. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების  სამართლებრივი აქტები; 34. თვითმმართველი ერთეულის ქონება; 35. თვითმმართველი ერთეულის მიწა და ბუნებრივი რესურსები; 36. ადგილობრივი შესყიდვა; 37. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების ძირითადი პრინციპები; 38. ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების უზრუნველყოფის სისტემა; 39. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის კონტროლის ფორმები; 40. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობა; 41. საფინანსო კონტროლის ფორმები; 42. თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფა; 43. საკრებულოს დადგენილების პროექტის ინიციირება პეტიციის წესით; 44. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობა; 45. საკრებულოს დათხოვნა ან მისი საქმიანობის შეჩერება; 46. საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი: 1. საჯარო სამსახურის ცნება და სახეები; 2. საბიუჯეტო დაწესებულების ცნება; 3. საჯარო მოსამსახურის ცნება და სახეები; 4. მუნიციპალურ მოსამსახურეთა თანამდებობების დასახელებებისა და თანამდებობრივი სარგოების დადგენა; 5. გამგეობის (მერიის) და საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა შტატების დამტკიცება; 6. საჯარო სამსახურის ძირითადი პრინციპები; 7. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელისათვის სამსახურში მისაღებად დადგენილი ძირითადი მოთხოვნები; 8. პირები, რომლებიც არ მიიღებიან საჯარო სამსახურში; 9. სპეციალური მოთხოვნები საჯარო სამსახურში მისაღებად; 10. დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები; 11. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის სამსახურის ვადა; 12. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის წესით; 13. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელის თანამდებობაზე დანიშვნა უკონკურსოდ; 14. ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურის ხელფასი; 15. სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი; 16. საჯარო მოსამსახურის სამუშაო დრო და დასვენების დრო; 17. საჯარო მოსამსახურის შვებულება; 18. მოხელის სხვა თანამდებობაზე გადაყვანა ან თანამდებობრივად გაუთვალისწინებელი დავალების მიცემა; 19. საჯარო სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკი და მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა; 20. საჯარო მოსამსახურის უფლებები და გარანტიები; 21. მოსამსახურის სამსახურებრივი მოვალეობები; 22. მოსამსახურის მიერ სამართლებრივი აქტების დაცვის ვალდებულება; 23. განკარგულებები, რომელთა გაცემაც არ შეიძლება; 24. სამსახურში არმყოფი მოხელის მოვალეობათა შესრულება; 25. საქმისწარმოებისა და ქონების გადაცემის ვალდებულება; 26. საიდუმლოების დაცვის ვალდებულება; 27. სამეწარმეო და პარტიული საქმიანობის შეზღუდვები; 28. სამსახურებრივი შეუთავსებლობა; 29. გარიგებათა დადების შეზღუდვა; 30. საჯარო სამსახურში თანამდებობათა რანგირება; 31. მოხელის საკლასო ჩინი; 32. დაწესებულების შინაგანაწესის შინაარსი; 33. საჯარო მოსამსახურის ქცევის ზოგადი წესები, ქცევის ზოგადი წესები საჯარო ინფორმაციის გაცემისა და გამოყენებისას, ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში, კორუფციული სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად; 34. საჯარო მოსამსახურის წახალისების ფორმები; 35. მოხელის სამსახურებრივი დაწინაურების წესი; 36. დისციპლინური გადაცდომის ცნება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები, დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნა; 37. მოხელის ატესტაციის ცნება, ატესტაციას დაქვემდებარებული პირები, ატესტაციის ჩატარების წესი; 38. მოხელის სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები; 39. მოხელის სამსახურიდან ჩამოშორება; 40. მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძვლები; 41. მოხელის გაფრთხილება გათავისუფლების შესახებ და სამსახურიდან გათავისუფლების კომპენსაცია; 42. სამსახურებრივი სტაჟის გამოანგარიშების წესი; 43. სამსახურებრივი დავების გადაწყვეტის წესი; 44. საჯარო სამსახურის საბჭო და საჯარო სამსახურის ბიურო. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონი: 1. სამართლებრივი აქტის ცნება და სახეები; 2. ნორმატიული აქტის ცნება; 3. ნორმატიული აქტის მოქმედების სფერო; 4. საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები; 5. ადგილობრივი თვითმმართველობის ნორმატიული აქტები; 6. ნორმატიული აქტების იერარქია; 7. საქართველოს პარლამენტის ნორმატიული აქტები; 8. საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტები; 9. საქართველოს მთავრობის და საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტები; 10. საქართველოს სხვა ნორმატიული აქტები; 11. ნორმატიული აქტის სტრუქტურა, განმარტებითი ბარათი და რეკვიზიტები; 12. ნორმატიული აქტის სამართლებრივი ექსპერტიზა; 13. ნორმატიული აქტის მიღება და მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი; 14. ნორმატიული აქტის მოქმედება დროში. ნორმატიული აქტის ძალაში შესვლის დრო; 15. ნორმატიული აქტის უკუძალა; 16. ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება; 17. ნორმატიული აქტის ოფიციალური გამოქვეყნება და გამოქვეყნების წესი. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, ადმინისტრაციული ხელშეკრულების, განცხადების, ადმინისტრაციული საჩივრის ცნებები; 2. ადმინისტრაციული წარმოების, ადმინისტრაციული ორგანოს, დაინტერესებული მხარის ცნებები; 3. საჯარო ინფორმაციისა და საიდუმლო ინფორმაციის ცნებები, ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია; 4. საჯარო რეესტრი, საჯარო ინფორმაციის გაცემა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აღმასრულებელი პრივილეგია; 5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების წესი; 6. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმა და რეკვიზიტები; 7. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთება; 8. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა; 9. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადების, ოფიციალური გაცნობის და გამოქვეყნების წესები; 10. შეცდომების გასწორება ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტში; 11. არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; 12. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა; 13. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება; 14. სპეციალური მოთხოვნები, რომლებსაც უნდა პასუხობდეს ადმინისტრაციული ხელშეკრულება; 15. ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეცვლა და ბათილად ცნობა; 16. ადმინისტრაციული წარმოების სახეები, ადმინისტრაციული წარმოების მხარეები; 17. ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები; 18. განცხადების შეტანა, განცხადების შინაარსი, განცხადების რეგისტრაცია, ერთსა და იმავე საკითხზე ხელახალი განცხადების წარდგენის წესი; 19. განცხადების გადაგზავნა უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოსათვის; 20. განცხადების განუხილველად დატოვება; 21. სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ წარმოებაში; 22. ადმინისტრაციული ორგანოს თანამდებობის პირის ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის დაუშვებლობის საფუძვლები, აცილების განცხადება; 23. ადმინისტრაციული წარმოების ვადები. გაშვებული ვადის აღდგენის საფუძვლები; 24. დაინტერესებული მხარის მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში, დაინტერესებული მხარის უფლებები; 25. საქმის გარემოებათა და მტკიცებულებათა გამოკვლევა ადმინისტრაციულ წარმოებაში; 26. ადმინისტრაციულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღების ვადები; 27. ადმინისტრაციული წარმოების წესი კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში (საკრებულო, საკრებულოს კომისია); 28. კოლეგიური ორგანოს ნორმატიული აქტის პროექტის გამოქვეყნების წესი; 29. საკუთარი მოსაზრებების წარდგენა კოლეგიურ ადმინისტრაციულ ორგანოში; 30. ფორმალური ადმინისტრაციული წარმოება, ზეპირი მოსმენა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ფორმალური ადმინისტრაციული წარმოებისას; 31. საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძვლები, ცნობის გამოქვეყნება საჯარო გაცნობისათვის დოკუმენტების წარდგენის შესახებ, დოკუმენტების წარდგენა, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება, ზეპირი მოსმენა, აქტის მიღება და გამოქვეყნება; 32. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღმასრულებელი ორგანო, აქტის აღსრულების წესი; 33. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების უფლება, საჩივრის განმხილველი ორგანო, აქტის გასაჩივრების ვადა, ადმინისტრაციული საჩივრის ფორმა და შინაარსი, ადმინისტრაციულ საჩივარზე უარის თქმის საფუძვლები, საჩივრის განხილვის ვადა, საჩივრის წარდგენისას აქტის მოქმედების შეჩერება, ზეპირი მოსმენის ჩატარების წესი, საჩივრის განხილვა და გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება საჩივართან დაკავშირებით; 34. ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობა. „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონი: 1. სახელმწიფო ზედამხედველობის ცნება და სახეები; 2. სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები; 3. სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნები; 4.ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებების დაცვა ზედამხედველობის განხორციელებისას; 5. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამართლებრივი კონსულტაცია; 6. სამართლებრივი ზედამხედველობის განხორციელების წესი; 7. დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების ზედამხედველობა; 8.დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველყოფა ზედამხედველობის ორგანოს მიერ; 9. ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის საჯაროობა. ,,საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულება 1. დოკუმენტირების საერთო წესი; 2. დოკუმენტის პროექტის მომზადება და გაფორმება; 3. შემოსული კორესპონდენციის მიღება, წინასწარი გარჩევა, რეგისტრაცია და ინდექსაცია; 4. შემოსული კორესპონდენციის გადაცემის წესი; 5. დავალებათა გაფორმება; 6. დოკუმენტებზე მუშაობის ზოგადი წესი; 7. გასაგზავნი დოკუმენტების დამუშავების წესი; 8. დოკუმენტების შესრულების კონტროლი; 9. დოკუმენტების შესრულების ვადები; 10. დოკუმენტების შესრულების კონტროლის ორგანიზაცია; 11. საქმეთა ნომენკლატურა, სათაურები და მათი შედგენა საქმეთა ნომენკლატურაში; 12. საქმეთა ფორმირების წესი; 13. დოკუმენტების მომზადება არქივში ჩასაბარებლად, დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა, ელექტრონული დოკუმენტების ექსპერტიზა და არქივში შესანახად შერჩევა; 14. საქმეთა გაფორმება, საქმეთა ანაწერების შედგენა, არქივში დოკუმენტების ჩაბარების წესი.