საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2013
გამომცემი ორგანო საჩხერის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.130.016063
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 865 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 აგრარული ბაზარი
2 შერეული საქონლის ბაზრობები, საბითუმო ვაჭრობის საწყობები
3 სასურსათო საქონლის მაღაზიები
4 სამრეწველო საქონლის მაღაზიები
5 საავადმყოფო
6 პოლიკლინიკა, სტომატოლოგიური კაბინეტი, დიაგნოსტიკური და სამკურნალო ცენტრები
7 აფთიაქები
8 ავტოსადგურები
9 ავტოსადგომები
10 ბენზინგასამართი სადგურები, ავტოსარემონტო და ტექ. მომსახურების ადგილები
11 რკინიგზის სადგური
12 სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდებარე წარმოებების და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის ობიექტები
13 სერიული პროდუქციის მწარმოებელი საწარმოების შენობები (საწარმოო ნარჩენების გარდა)
14 რესტორნები, სასადილოები, კაფეები, ბარები
15 სარიტუალო დარბაზები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2013 წლის 25 იანვარი ქ. საჩხერე საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ   „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-12​' მუხლის შესაბამისად საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს „დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების“ მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 50 თეთრის ოდენობით თვეში. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი № 1-ის შესაბამისად. მუხლი 4🔗 იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 5🔗 საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების, აგრეთვე ქუჩების დაგვა-დასუფთავების ხარჯები დაიფაროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 6🔗 ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 27 თებერვლის №15 დადგენილება და ,,საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის და ცალკეული ორგანიზაციების, დაწესებულებების და იურიდიული და მეწარმე ფიზიკური პირებისათვის მოსაკრებლის ოდენობის საანგარიშო სიდიდეების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 3 დეკემბრის №53 დადგენილება. მუხლი 7🔗 დადგენილება ძალაში შედის  გამოქვეყნებისთანავე.საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა ზაბახიძე დანართი №1 დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონების საფუძველზე და განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს. მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი 1. ეს წესი აწესრიგებს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს  მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა, ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. 5. მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მოსაკრებლი ამოიღება ამ წესის შესაბამისად. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი მოსაკრებლის გადამხდელია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი 1. მოსაკრებლის განაკვეთს, განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულო „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12​' მუხლის შესაბამისად. 2.  მოსაკრებელი იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის გაიანგარიშება – დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების წარმომქნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც. 3. მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდეგში – ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე (შემდეგში – მესაკუთრე), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 4. მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. ამხანაგობის შემთხვევაში, ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწეროს ამხანაგობის სახელზე. ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 6. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, იურიდიული პირების და ინდ. მეწარმეების სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წამოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 7. მესაკუთრე ფიზიკური პირი (გარდა მეწარმე ფიზიკური პირისა), რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება ნარჩენი ვალდებულია წარმომქნელთა რაოდენობის ცვლილებების შესახებ 30 დღის განმავლობაში აცნობოს მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს. მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან  გათავისუფლება  მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლდეს საჩხერის მუნიციპალიტეტში  არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახები. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და  ვადები 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ქვითრის საშუალებით. 2. ქვითრის ტიპური ფორმის სავალდებულო რეკვიზიტებია: ა) მესაკუთრის მონაცემები; ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები; გ) გადასახდელი თანხა; დ) გადახდის ვადა; ე) გადახდის ადგილი. 3. მოსაკრებელი გადაიხდება თვეში ერთხელ, მოსაკრებლის გადახდის ბოლო ვადაა ყოველი მოდევნო თვის 10 რიცხი. 4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ. მუხლი 7🔗. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს. დანართი №2 იურიდიული პირების, საწარმოების, დაწესებულებების და ინდ. მეწარმეებისათვის დასუფთავების მოსაკრებელის განაკვეთები № საქმიანობა ზომის ერთეული განაკვეთი თვეში შენიშვნა 1  აგრარული ბაზარი საერთო ფართის 1 მ​2 0.11 2 შერეული საქონლის ბაზრობები, საბითუმო ვაჭრობის საწყობები საერთო ფართის 1 მ​2 0.11 3 სასურსათო საქონლის მაღაზიები სამუშაო ფართის 1 მ​2 0.3 4 სამრეწველო საქონლის მაღაზიები სამუშაო ფართის 1 მ​2 0.2 5 საავადმყოფო ერთი საწოლი 1.44 6 პოლიკლინიკა, სტომატოლოგიური კაბინეტი, დიაგნოსტიკური და სამკურნალო ცენტრები საერთო ფართის 1 მ​2 0.11 7 აფთიაქები სამუშაო ფართის 1 მ​2 0.22 8 ავტოსადგურები ღია საერთო ფართის 1 მ​2 0.10 9 ავტოსადგომები ღია საერთო ფართის 1 მ​2 0.01 10 ბენზინგასამართი სადგურები, ავტოსარემონტო და ტექ. მომსახურების ადგილები ღია საერთო ფართის 1 მ​2 0.07 11 რკინიგზის სადგური ღია საერთო ფართის 1 მ​2 0.01 12 სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდებარე წარმოებების და საყოფაცხოვრებო მომსახურეობის ობიექტები საერთო ფართის 1 მ​2 0.16 13 სერიული პროდუქციის მწარმოებელი საწარმოების შენობები (საწარმოო ნარჩენების გარდა) საერთო ფართის 1 მ​2 0.05 14 რესტორნები, სასადილოები, კაფეები, ბარები ერთ დასაჯდომ ადგილზე 0.5 15 სარიტუალო დარბაზები ერთ დასაჯდომ ადგილზე     0.15 16 საცხობები საერთო ფართის 1 მ​2 0.2 17 აბანოები და საუნები საერთო ფართის 1 მ​2 0.12 18 სადალაქოები, სილამაზის სალონები საერთო ფართის 1 მ​2 0.30 19 სამხედრო ნაწილები ერთი ადგილი 0.62 20 დისკოთეკები, კაზინოები, ტოტალიზატორები, ატრაქციონები საერთო ფართის 1 მ​2 0.37 21 სტადიონები და სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსები ღია საერთო ფართის 1 მ​2 0.01 22 სასტუმროები ერთი საწოლი 1.24 23 სკოლები, საბავშვო ბაღები და სხვა სასწავლო დაწესებულებები ერთი მოსწავლე 0.07 24 კინოთეატრები და თეატრები ერთი სავარძელი 0.1 25 მუზეუმები და ბიბლიოთეკები საერთო ფართის 1 მ​2 0.01 26 სხვა ოფისები და სააგენტოები, თვითმმართველობის და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები საერთო ფართის 1 მ​2 0.09