⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.03.2013)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 25.01.2013
ძალის დაკარგვა 06.03.2013
გამომცემი ორგანო ყაზბეგის მუნიციპალიტეტი
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 210070000.35.151.016118
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 522 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.01.2013 მიღება
06.03.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (3)
IMG – მაკრომდებარეობის ინდექსი
1. 0,2
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვაჟა ჩქარეული ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №4 2013 წლის 25 იანვარი დ. სტეფანწმინდა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო –სამურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ „ადილობრივი თვითმმართველობის შესახებ „ საქართველოს ორგანული კანონის 22–ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის,  „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშების მარეგულირებელი კოეფიციენტი - 230 ოდენობით, მიწის ნორმატიული ფასის გამოანგარიშება მოხდეს  ფორმულით  CN=IMG   ​X ITL​ X C x K სადაც:     CN  –არის ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი 1 მ​2–ზე.      IMG – არის ყაზბეგისათვის  დადგენილი მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც განისაზღვრება 0,2 ოდენობით, ის მუდმივი მაჩვენებელია;      ITL–არის ლოკალურ–ტერიტორიული ინდექსი, რომელიც დაბა სტეფანწმინდისათვის განისაზღვრება 1,0 ოდენობით  (დაბა სტეფანწმინდაში ზონირება არ ხორციელდება);      C– არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204–ე მუხლით დადგენილი საბაზისო განაკვეთი არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწაზე 1 მ​2–ზე და მისი ოდენობა განისაზღვრება 0,24 ლარით;      K –არის მიწის საწყისი ნორმატიული ფასის გასაანგარიშებელი მარეგულირებელი კოეფიციენტი. მუხლი 2🔗 ამ დადგენილების პირველი მუხლით დადგენილი ფორმულით . დაბა სტეფანწმინდის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრების და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი 1 მ​2–ზე განისაზღვროს შემდეგი სახით: № IMG – მაკრომდებარეობის ინდექსი ITL – ლოკალურ–ტერიტორიული ინდექსი C – საბაზისო განაკვეთი K –მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი CN=IMG   ​X ITL ​X C x K 1. 0,2 1,0 0,24 230 11,04 მუხლი 3🔗 ყაზბეგის მუნიციპლიტეტის დასახლებებში და მის  არეალებში გამავალ ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 27 მაისის №287 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს: ა) საერთაშორისო მნიშვნელობის (სამხედრო გზა) სტეფანწმინდა – თბილისის საავტომობილო გზის (გარდა დ.სტეფანწმინდის, სარეკრეაციო–საკურორტო  და სამთო სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 70%–ის ოდენობით , რაც შეადგენს 7,75 ლარს 1 მ​2–ზე. ბ) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (გარდა სტეფანწმინდის, სარეკრეაციო-საკურორტო და სამთო-სათხილამურო დასახლებების და არეალების) 50 მეტრის რადიუსში (ორივე მხარეს) დასახლებების და არეალების არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი განისაზღვროს დაბა სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 60 %–ით, რაც შეადგენს  6,65  ლარს  1მ​2–ზე. მუხლი 4🔗 ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ,,საქართველოს კურორტების, საკურორტო ადგილების, სამთო–სათხილამურო  ცენტრებისა და შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიებისათვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 ნოემბრის №968 ბრძანებულებით განსაზღვრული გუდაურის ტერიტორიისათვის არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის  ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის ოთხმაგი ოდენობით და დადგინდეს  44,16 ლარი 1 მ​2–ზე. მუხლი 5🔗 ყველა დანარჩენ დასახლებებში და არეალებში მოქცეული ტერიტორიებისათვის მიწის  ნორმატიული ფასი განისაზღვროს დ.სტეფანწმინდისათვის დადგენილი ფასის 35%–ით , რაც შეადგენს 3,86   ლარს 1 მ​2–ზე. მუხლი 6🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს  მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №5 დადგენილება  „ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის შესახებ“. მუხლი 7🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივაჟა ჩქარეული