⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.08.2013)
გაუქმებულია:

დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ

მიღების თარიღი 01.02.2013
ძალის დაკარგვა 06.08.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-3/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470140000.22.035.016189
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 247 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.02.2013 მიღება
06.08.2013 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-3/ნ 2013 წლის 1 თებერვალი ქ. თბილისი დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების სავალდებულო შეტყობინების შესახებ ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 და მე-18 მუხლების, 53-ე მუხლის მე-3 პუნქტის, 133-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლისა და ,,საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“  ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევების მონიტორინგისა და ინფორმირებულობის ამაღლების უზრუნველსაყოფად, დაევალოს სამედიცინო საქმიანობის ყველა სამართალსუბიექტს (სტაციონარული სამედიცინო დაწესებულება, ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი  სამედიცინო დაწესებულება ან პირველადი სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის უფლების მქონე პირი,  სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელი დაწესებულება) „სასწრაფო შეტყობინების“ ფარგლებში  უზრუნველყონ სიკვდილობის შესახებ ინფორმაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მიწოდება, რომელიც უკავშირდება: ა) დედის (ორსული, მშობიარე და მელოგინე მშობიარობიდან  პირველი 42 დღის ჩათვლით) გარდაცვალების ყველა შემთხვევას; ბ) მკვდრადშობადობის  თითოეულ შემთხვევას; გ) 0-5 წლამდე ასაკის ბავშვის გარდაცვალების  ყველა შემთხვევას. 2. ამ ბრძანების მიზნებისათვის „სასწრაფო შეტყობინება“ გულისხმობს: შემთხვევის დაფიქსირებიდან არა უგვიანეს ერთი საათის განმავლობაში ინფორმაციის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მიწოდებას შემდეგ სატელეფონო ნომრებზე: 2-510039(1401), 2-510039(1402), 2-510039(1405),  ხოლო მომდევნო 24 საათის  განმავლობაში ინფორმაციის წერილობითი სახით დადასტურებას. ინფორმაცია უნდა შეიცავდეს გარდაცვლილის სახელს, გვარს, პირად ნომერს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ასაკს,  გარდაცვალების  მიზეზს (წინასწარი დიაგნოზი), გარდაცვალების  დროსა და ადგილს (მ.შ ბინაზე, სამედიცინო დაწესებულებაში, დაწესებულების დასახელების მითითებით) , სადაც დაფიქსირდა სიკვდილი. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო