დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 25.01.2013
ძალის დაკარგვა 01.01.2015
გამომცემი ორგანო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.169.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ნატროშვილი | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №3
2013 წლის 25 იანვარი
ქ. დედოფლისწყარო
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 43-ე მუხლების შესაბამისად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის
წესი თანდართული დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარელევან ნატროშვილი
დანართი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესი
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1.
წინამდებარე წესი განსაზღვრავს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის წესსა და პირობებს.
2.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის მიზანია აღნიშნული წესის საფუძველზე უზრუნველყოს მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისათვის, მათი პროფესიული ცოდნის გაღრმავებისათვის, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებისა და სრულყოფისათვის საჭირო პირობების შექმნა.
მუხლი 2🔗
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.
სტაჟირება – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში ამ წესით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც არ ანაზღაურდება.
2.
სტაჟიორი – პირი, რომელიც ამ წესის შესაბამისად გადის სტაჟირებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
3.
კანდიდატი – პირი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე წარადგენს განცხადებას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის სურვილის შესახებ.
4.
უშუალო ხელმძღვანელი – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი, რომელიც სტაჟირების მთელ პერიოდში ხელმძღვანელობს სტაჟიორის საქმიანობას.
თავი II
სტაჟიორის სტატუსი
მუხლი 3🔗
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟირების გავლის მსურველი კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
1.
უნდა ჰქონდეს საშუალო განათლება მაინც.
2.
იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე.
3.
სრულყოფილად ფლობდეს საქართველოს სახელმწიფო ენას.
4.
ფლობდეს კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს.
5.
იცოდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონი .
მუხლი 4🔗
1.
სტაჟირების მსურველმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა)
განცხადება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ)
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ)
დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ)
ავტობიოგრაფია (CV, რეზიუმე);
ე)
ორი ფოტოსურათი (3X4).
2.
განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს ორი კვირისა კანდიდატი გასაუბრებას გადის დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელთან.
3.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში სტაჟიორთა რაოდენობა არუნდა აღემატებოდეს 25 ერთეულს.
4.
კანდიდატის სტაჟიორად მიღების ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი, დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იგი ასევე განსაზღვრავს სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის ვინაობას.
5.
სტაჟირების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს.
6.
სტაჟიორის სამუშაო პერიოდი განისაზღვრება 11 სთ-დან 15 სთ-მდე.
მუხლი 5🔗
სტაჟიორს უფლება აქვს:
1.
გაეცნოს სტაჟირებისთვის საჭირო დოკუმენტაციას და სხვა მასალებს, ისარგებლოს სათანადო სამეცნიერო და ანალიტიკური ინფორმაციით.
2.
მონაწილეობა მიიღოს გამგეობის შესაბამისი სამსახურის მუშაობაში.
მუხლი 6🔗
სტაჟიორი ვალდებულია:
1.
გაეცნოს და იხელმძღვანელოს იმ ნორმატიული აქტებით, რომლებიც აწესრიგებენ და განსაზღვრავენ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის უფლებამოსილებებს, დაიცვას შრომის კანონმდებლობით და შინაგანაწესით დადგენილი ნორმები.
2.
დადგენილ ვადაში შეასრულოს უშუალო ხელმძღვანელის ყველა მითითება და მოთხოვნა.
3.
გაეცნოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მუშაობის სპეციფიკას, საქმიანობის სფეროს, საზედამხედველო და ორგანიზაციულ საქმიანობას, სხვადასხვა საკითხების მომზადებისა და დოკუმენტების შედგენის პრაქტიკას; თანამშრომელთა ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებისათვის.
4.
უშუალო ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული დავალებები.
თავი III
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ვალდებულება სტაჟიორის მიმართ
მუხლი 7🔗
1.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობა სტაჟიორს უქმნის სათანადო პირობებს პროფესიული უნარ-ჩვევებისა და პრაქტიკული გამოცდილების შესაძენად.
2.
სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელი ვალდებულია:
ა)
პირადად აკონტროლოს სტაჟიორის საქმიანობა;
ბ)
პერიოდულად მიაწოდოს სასწავლო თემატიკა, მისცეს დავალებები და უზრუნველყოს შესაბამისი ინფორმაციით;
გ)
ხელი შეუწყოს სტაჟიორს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.
თავი IV
სტაჟირების სხვა პირობები
მუხლი 8🔗
1.
სტაჟირების შეწყვეტის საფუძველია:
ა)
სტაჟირების პერიოდში არასაპატიო მიზეზით 5 დღის განმავლობაში ან სტაჟირების ვადის 1/4-ის განმავლობაში სტაჟირების ადგილას გამოუცხადებლობა;
ბ)
დავალებების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება;
გ)
პირადი განცხადება;
დ)
სტაჟირების ვადის გასვლა (სტაჟირების დასრულება).
2.
სტაჟირების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
3.
სტაჟირების პროცედურის საერთო კოორდინაციას ახორციელებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, რომელიც იბარებს კანდიდატთა საბუთებს და უზრუნველყოფს ყველა საჭირო დოკუმენტის მომზადებას.
თავი V
სტაჟირების დასრულება და შესაბამისი ცნობის გაცემა
მუხლი 9🔗
1.
სტაჟირების დასრულების შემდგომ სტაჟიორის მიერ შეძენილ ცოდნასა და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს აფასებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სტაჟიორის უშუალო ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
2.
სტაჟირების შედეგები შეიძლება შეფასდეს დადებითად ან უარყოფითად.
3.
სტაჟირების შედეგების დადებითად შეფასების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი ცნობა.