⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (27.01.2014)
გაუქმებულია:

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2013
ძალის დაკარგვა 27.01.2014
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 370160000.35.164.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 769 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2013 მიღება
27.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (11)
1 ქ. ყვარლის ცენტრალური ზონა
2 ქ. ყვარლის შუალედური ზონა
3 ქ. ყვარლის პერიფერიული ზონა
4 ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი
5 თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი
6 დანარჩენ სოფლებში
7 ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებებს შორის არეალში
საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარე
ImG ITL
0,32 0,8
ზ ო ნ ა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის დადგენის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2013 წლის 29 იანვარი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის დადგენის შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის  22-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ქ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესისა“ და   ,,ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად :  მუხლი 2🔗 დადგინდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.  (დანართი №2)    მუხლი 3🔗 დადგინდეს ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საიჯარო ქირა.       (დანართი  №3) მუხლი 4🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად ჩაითვალოს ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 იანვრის  №4 დადგენილება  (სსმб 10.02.2012 წ.)  ,,ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ზონირების, ნორმატიული ფასისა და საიჯარო ქირის  დადგენის შესახებ“; მუხლი 5🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ საგადასახადო ურთიერთობებზე. მუხლი 6🔗 დადგენილების  გასაჩივრება  შესაძლებელია  გურჯაანის  რაიონულ  სასამართლოში (მისამართი: ქ. გურჯაანი, გურჯაანის სანაპიროს ქ. №24), ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ლომიძე                 დანართი №1 დანართი №2 ყვარლის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი მუხლი 1🔗 ქ. ყვარელში სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქ. ყვარლის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და გამოიანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით: Cn=ImG  X ITL x CxK , სადაც: 1. Cn - არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი; 2. ImG - არის ქ. ყვარლის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც უდრის 0,32-ს; 3. ITL - არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის: ა) ცენტრალური ზონისათვის - 1,3-ს; ბ) შუალედური ზონისათვის - 1-ს; გ) პერიფერიული ზონისათვის - 0,8-ს; 4. C - არის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა უდრის 0,24 ლარს. 5. K - არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 40-ს. მუხლი 2🔗 პირველი პუნქტის მიხედვით ქ. ყვარელში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით: ImG ITL C K Cn (ლარი) ცენტრალური ზონა 0,32 1,3 0,24 40 3,994 შუალედური ზონა 0,32 1 0,24 40 3, 072 პერიფერიული ზონა 0,32 0,8 0,24 40 2, 458 მუხლი 3🔗 ყვარლის მუნიციპალიტეტის: 1. სოფლებში - ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი - მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია    ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 60%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,843 ლარს; 2. სოფლებში - თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი - მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს; 3. სოფლებში, რომლებიც არაა მითითებული პირველ და მეორე პუნქტებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის  40%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,228 ლარს; მუხლი 4🔗 ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 25%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 0,768 ლარს; მუხლი 5🔗 ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 სექტემბრის  #554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე, კერძოდ: ყვარელი - თბილისი, თიანეთი - ახმეტა - ყვარელი - ნინიგორის და ზინობიანი - ჭიკაანი - გავაზის საავტომობილო გზების  50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს)  არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,536 ლარს. დანართი №3 მუხლი 1🔗 .  ყვარლის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის სარგებლობის უფლებით გადაცემისას საწყის საიჯარო ქირად განისაზღვროს შესაბამისი ზონის მიხედვით საკრებულოს მიერ დამტკიცებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1 მ​2 ფართობისათვის, ნორმატიული ფასის 10%-ის ოდენობით:  № ზ ო ნ ა ნორმატიული ფასი (ლარი) საიჯარო ქირა (ლარი) შენიშვნა 1 ქ. ყვარლის ცენტრალური ზონა 3,994 0,3994 2 ქ. ყვარლის შუალედური ზონა 3,072 0,3072 3    ქ. ყვარლის პერიფერიული ზონა 2,458 0,2458 4 ახალსოფელი, შილდა, ჩანტლისყურე, ჭიკაანი, გავაზი, ენისელი, საბუე, ზინობიანი, სანავარდო, წიწკანაანთსერი, გრემი 1,843 0,1843 5 თხილისწყარო, თივი, სარუსო, კუჭატანი, შაქრიანი  1,536 0,1536 6 დანარჩენ სოფლებში 1,228 0,1228 7 ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებებს შორის არეალში 0,768 0,0768 მუხლი 2🔗 ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი ,,საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 25 სექტემბრის  №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის, კერძოდ:  ყვარელი - თბილისი, თიანეთი - ახმეტა - ყვარელი - ნინიგორის  და ზინობიანი _ ჭიკაანი - გავაზის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის წლიური საიჯარო ქირა დადგენილია ქ. ყვარლის შუალედური ზონისათვის დადგენილი წლიური საიჯარო ქირის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს – 0,1536 ლარს;