1.
კოლექტიური შრომითი ხელშეკრულება იდება ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებას და ერთ ან მეტ პროფესიულ კავშირს შორის.
2. კოლექტიური ხელშეკრულება:
ა) განსაზღვრავს სამუშაო პირობებს;
ბ)აწესრიგებს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობას;
გ) აწესრიგებს
ერთ ან მეტ დამსაქმებელს ან ერთ ან მეტ დამსაქმებელთა გაერთიანებას და ერთ ან მეტ პროფესიულ კავშირს შორის ურთიერთობას.
3. მხარეები თავად განსაზღვრავენ კოლექტიური ხელშეკრულების პირობებს.
4.
ერთ
-
ერთი
მხარ
ის
მიერ
კოლექტიური
ხელშეკრულების
დადების
თაობაზე
ი
ნიციატივი
ს
შემთხვევაში
მხარეები
ვალდებულ
ნ
ი
არიან
კეთილსინდისიერად
აწარმოო
ნ
მოლაპარაკე
ბა.
5
. მოლაპარაკების
პროცესში
მხარეებ
ი
ერთმანეთს
აწვდიან
მოლაპარაკების
საკითხ
(ებ)
თან
დაკავშირებულ
ინფორმაცი
ას. მხარეს უფლებას აქვს არ მიაწოდოს მეორე მხარეს კონფიდენციალური ინფორმაცია, ან კონფიდენციალური ანდა სხვა სახის ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში,მოითხოვო
ს შესაბამისი
ინფორმაციის
კონფიდენციალობ
ის დაცვა.
6. კოლექტიური ხელშეკრულების დადების ან პირობების შეცვლის დროს დაუშვებელია სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ჩარევა. ამგვარი ჩარევით დადებული კოლექტიური ხელშეკრულება ბათილია