⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (07.05.2018)
გაუქმებულია:

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2013
ძალის დაკარგვა 07.05.2018
გამომცემი ორგანო ყვარლის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.164.016080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,932 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2013 მიღება
07.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ლომიძე საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2013 წლის 29 იანვარი ქ. ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2013 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის და 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ’’  საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ყვარლის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2013 წლის პროგრამა და პროგრამის ბიუჯეტი №1  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მუხლი 3🔗  დადგენილების  გასაჩივრება  შესაძლებელია  გურჯაანის  რაიონულ  სასამართლოში (მისამართი: ქ. გურჯაანი, გურჯაანის სანაპიროს ქ. №24), ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.     საკრებულოს თავმჯდომარეზაზა ლომიძე დანართი ყვარლის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 2013 წლის პროგრამა თავი I ყვარლის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის ზოგადი მიმოხილვა მუხლი 1🔗. ყვარლის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა ყვარლის  მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამა  განსაზღვრავს ყვარლის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან „სოციალური და ჯანდაცვის“ მუხლში გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებს, დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით სოციალურად დაუცველ მოქალაქეებზე დახმარების გაცემის პირობებს. მუხლი 2🔗. პროგრამის აქტუალობა 1. საქართველოში მცხოვრებ მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება სახელმწიფო სოციალური პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად ითვლება. 2. სიღარიბის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის მოქმედების მიუხედავად, არსებობს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა, რომელიც საჭიროებს დახმარებას. 3. სახელმწიფოს მიერ სამედიცინო პროგრამების დაფინანსების მიუხედავად, იმ მოქალაქეთა ცალკეული კატეგორიები, რომელნიც არ ფლობენ სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს), ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევას ან/და სტაციონარულ მომსახურებას (სამედიცინო ჩარევა, მკურნალობა). მუხლი 3🔗. პროგრამის მიზანი და ამოცანები 1. აქტიური სოციალური პოლიტიკა; 2. სოციალურად დაუცველთა დახმარების სისტემის სრულყოფა; 3. სოციალური დახმარების პრიორიტეტების გამოკვლევა; 4. მოსახლეობის ინფორმაციული უზრუნველყოფა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამის შესახებ; 5. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა; 6. მარტოხელა დედების, ობოლ და მზრუნველობა მოკლებული ბავშვების, მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დაცვა; 7. ახალშობილთა ოჯახების დახმარება; 8. სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება; 9. სტიქიის შედეგად დაზარალებული და უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების დახმარება; 10. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახების დახმარება; 11. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს კოორდინირება; 12. სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა; 13. 100 წლის და მეტი ასაკის მოხუცებულთა სოციალური დაცვა. მუხლი 4🔗. პროგრამის რეალიზაციის ძირითადი მიმართულებები 1. სამართალებრივი საფუძვლების შექმნა; 2. მიზნობრივი პროგრამული მართვის პრინციპებზე გადასვლა; 3. სოციალური დახმარებების პროგრამის სრულყოფა და განახლება; 4. სოციალური სტატისტიკის მოწესრიგება, მონაცემთა ბაზის შექმნა; 5. ანალიზი, მონიტორინგი და შეტყობინების ეფექტური ფორმის დანერგვა; 6. პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა. თავი II სოციალური დახმარების პრიორიტეტები და სოციალური ღონისძიებები მუხლი 5🔗. სოციალური დახმარების პრიორიტეტები 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახი; 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახი; 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახი; 4. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახი; 5. უკიდურესად გაჭირვებული და სოცაილურად დაუცველი ოჯახი (რომელსაც ერთხელ მაინც მიუმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის რაიონული განყოფილებისათვის და მისი სარეიტინგო ქულა „სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიანი სოციალური დაცვის პროგრამის "მიხედვით 57000 - ზე მეტი და 150000-ზე ნაკლებია); 6. მრავალშვილიანი ოჯახი, რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი და ცხოვრობს საშიშ-გაუსაძლის პირობებში; 7. მარტოხელა მშობელი, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი; 8. სამშობლოს დაცვისას დაღუპული და ომის შემდეგ გარდაცვლილი მეომრის ოჯახი; 9. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახი; 10. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირი (გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის); 11. ოჯახი, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - კვლევას, მკურნალობას (გარდა ფიზიოლოგიური მშობიარობისა და გეგმიური განმეორებითი საკეისრო კვეთისა), მაგრამ არ ფლობს სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს) ან გაცემული პოლისი არ ითვალისწინებს ფორმა №100-ში მითითებული სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის დაფინანსებას; 12. ოჯახი, რომელსაც სტიქიის შედეგად დაზიანებული ავარიული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს; 13. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცები. მუხლი 6🔗. სოციალური ღონისძიებები: 1. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახების ინტერესების დაცვა: ა) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში; ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების შემთხვევაში (მეორე მსოფლი ომის მონაწილეთათვის). 2. ჯანდაცვის ღონისძიებების - სამედიცინო ჩარევის, კვლევის, მკურნალობის თანადაფინანსება; 3. უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გაწევა. 4. მარტოხელა მშობლების, ობოლი და მარჩენალდაკარგული ბავშვების, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება. 5. იძულებით გადაადგილებულ პირთა (დევნილთა) ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა. 6. სტიქიის შედეგად გაუსაძლის პირობებში მცხოვრები ოჯახებისათვის უსაფრთხო საცხოვრებელი გარემოს შექმნის ხელშეწყობა. 7. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის მონიტორინგი. 8. ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობა - სოციალური ინფრასტრუქტურის განვითარების, სოციალური პროექტებისა და ჰუმანიტარული პროგრამების განხორციელების მიზნით. თავი III სოციალური დახმარების დაფინანსება, ბიუჯეტი, რეალიზაციის ვადა, საჭირო დოკუმენტაცია და დახმარების ოდენობა მუხლი 7🔗. სოციალური დახმარების დაფინანსება  პროგრამის დაფინანსების წყაროა ყვარლის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი, სადაც ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისათვის გათვალისწინებულია     368,2 ათ.  ლარი. მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე (პირველი ჯგუფის ინვალიდი) პირთა ოჯახისათვის: ა) განცხადება; (განმცხადებლის ანკეტა); ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა. 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება; (განმცხადებლის ანკეტა); ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის, სრულწლოვანი და-ძმის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მდგომარეობის ცნობა; ე) ადგილობრივი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მომართვა. 3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახისათვის: ა) განცხადება; (განმცხადებლის ანკეტა); ბ) განმცხადებლის (მშობლის, მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; დ) მშობლის გარდაცვალების მოწმობის ასლი. 4. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახებისათვის: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 5. უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახისათვის, რომელსაც ერთხელ მაინც მიუმართავს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის ფილიალისთვის და მისი სარეიტინგო ქულა ,,სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ერთიანი სოციალური დაცვის პროგრამის“ მიხედვით 57000 -ზე მეტი და 150000-ზე ნაკლებია: ა) განცხადება; (განმცხადებლის ანკეტა ); ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის  რაიონული განყოფილებიდან; დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა /მომართვა პირის სოციალური მდგომარეობის შესახებ. 6. მრავალშვილიანი ოჯახებისათვის, რომელთაც ჰყავთ 4 და მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის (შვილი ან) და ცხოვრობს საშიშ-გაუსაძლის პირობებში: ა) განცხადება; ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ყველა ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი. 7. მარტოხელა დედისათვის, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის)შვილი: ა) განცხადება;(განმცხადებლის ანკეტა); ბ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლები; გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი. 8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახისათვის: ა) მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების შემთხვევაში დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის: ა.ა) განცხადება; ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) გარდაცვლილი ვეტერანის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ა.დ) ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. ბ) სადღესასწაულო ღონისძიებების ორგანიზების შემთხვევაში (მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთათვის): ბ.ა) ინფორმაცია საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიანი მონაცემთა ბაზიდან. 9. იძულებით გადაადგილებული (დევნილი) ოჯახისათვის: ა) განცხადება; ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ) სტატუსის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 10. მემკვიდრის გარეშე დარჩენილი  სოციალურად დაუცველი პირის სარიტუალო  დახმარება; ა) განცხადება; (სარიტუალო თანხის მიმღები პირი); ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის ცნობა (მომართვა პირის სოციალური მდგომარეობის შესახებ). 11. ოჯახისათვის, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას: ა)  განცხადება; ბ) პაციენტის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ფორმა №IV/100 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; დ) ანგარიშფაქტურა - კალკულაცია; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან იმის თაობაზე, რომ ოჯახი არ არის რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და არ ფლობს სამედიცინო დაზღვევის ბარათს (პოლისს). ვ) ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან ოჯახის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ. 12. ოჯახისათვის, რომელსაც სტიქიის შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლი საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს: ა) განცხადება;(განმცხადებლის ანკეტა); ბ) ოჯახის სრულწლოვანი წევრის პირადობის მოწმობის ასლი; გ) აქტი შესაბამისი სამსახურიდან სიცოცხლისათვის საშიში ავარიული სახლის შესახებ; დ) ცნობა ყვარლის მუნიციპალიტეტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისგან იმის თაობაზე, რომ ოჯახი ნამდვილად განიცდის მძიმე ეკონომიურ გაჭირვებას და არ გააჩნია თავშესაფარი; ე) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს ყვარლის ფილიალიდან; 13. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებულთა დასახმარებლად: ა) განცხადება; ბ) მოხუცებულის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულისაგან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ. მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების ოდენობა 1. მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა ოჯახზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი. 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მ,ქონე ბავშვთა (18 წლამდე ასაკის) ოჯახზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი;  3. ობოლ და მარჩენალდაკარგულ ბავშვთა ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი. 4. ახალშობილთა ოჯახების დახმარება; ა) პირველი შვილი - 100 ლარი; ბ) მეორე შვილი - 150 ლარი; გ) მესამე შვილი - 200 ლარი; დ) მეოთხე შვილი - 300 ლარი; ე) მეხუთე და მეტი - 400 ლარიდან 700 ლარამდე. 5. უკიდურესად გაჭირვებულ და სოციალურად დაუცველთა ოჯახზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი. 6. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება:რომელსაც ჰყავს 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი: ა) დედის დღესთან დაკავშირებით თითოეულს 100 ლარი; ბ) სააღდგომო ტკბილეულის შესაძენად - 50 ლარი; გ) საახალწლო ტკბილეულის შესაძენად - 50 ლარი; დ) წლის განმავლობაში მათი სხვადასხვა პრობლემების მოსაგვარებლად თანხა გაიცემა განცხადების შესწავლის და შესაბამისი დასკვნის საფუძველზე. 7. მარტოხელა დედაზე, რომელსაც ჰყავს ერთი ან მეტი არასრულწლოვანი (18 წლამდე ასაკის) შვილი - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი. 8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ოჯახებზე: ა) გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისათვის, ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 250 ლარი; ბ) სადღესაწაულო ღონისძიებების შემთხვევაში (მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანთათვის) - ერთჯერადი ფულადი დახმარება -100 ლარი. 9.  იძულებით გადაადგილებულ (დევნილთა) ოჯახზე ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 100 ლარი. 10. მარტოხელა და სოციალურად დაუცველი პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სარიტუალო ხარჯებისათვის - 250ლარი. 11. ოჯახზე, რომლის წევრი საჭიროებს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას - გამოკვლევას ან სტაციონარულ მკურნალობას, თანადაფინანსებa  მოხდება საერთო თანხის 20%, მაქსიმალური თანხა - 500 ლარი. 12. სასწრაფო გადაუდებელ შემთხვევაში პაციენტის სახელზე გაიცემა საგარანტიო წერილი შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში წაარსადგენად და შეტყობინების საფუძველზე გადაირიცხება თანხა. 13. 100 წლის და მეტი ასაკის მქონე მოხუცებზე - ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით - 200 ლარი. მუხლი 10🔗. სოციალური ღონისძიებების დაფინანსება 1. მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანადაფინანსებისა და დაფინანსების შესახებ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის საფუძველზე, გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება წარედგინება მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც მტკიცდება ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით (ბრძანებით). 2. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ღონისძიებების დაფინანსება მოხდება მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის გეგმის შესაბამისად. თავი IV დასკვნითი დებულებები მუხლი 11🔗. სოციალური დახმარების განხორციელების მექანიზმი 1. სოციალური დახმარების გასაცემად საჭირო თანხა გამოიყოფა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე, როგორც ამ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების, ასევე სხვა გამონაკლის შემთხვევაში. 2. სოციალური დახმარების მისაღებად მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი საბუთების სისწორეს აკონტროლებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის  შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური;  3. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ (ამ პროგრამით გათვალისწინებული ვადის შესაბამისად) გაწეული დახმარება ჩაირიცხება მოქალაქის მიერ წარმოდგენილ საბანკო რეკვიზიტებზე. 4. სამედიცინო კვლევის ან სტაციონალური მომსახურების გაწევის თანადაფინანსების სახით გამოყოფილი თანხა ჩაირიცხება შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ანგარიშზე, წარმოდგენილ ანგარიშფაქტურაში მითითებულ რეკვიზიტებზე. 5. არასრულწლოვანი პირის დახმარების შემთხვევაში, თანხა გაიცემა ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე ან მეურვეზე, რომელმაც განცხადებით მიმართა გამგეობას. 6. ახალდაბადებული ბავშვის ოჯახზე დახმარება გაიცემა დაბადებიდან ექვსი თვის ვადაში. 7. მრავალშვილიანი ოჯახები რომლებიც ცხოვრობენ საშიშ - გაუსაძლის პირობებში ერთჯერადი დახმარება გაიცემა ოჯახის ადგილზე შემოწმების (შესაბამისი აქტის) საფუძველზე. 8. სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართათვის განსაზრვრული ღონისძიებების დაფინანსება მოხდება საქართველოს ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მონაცემების საფუძველზე. მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები სოციალური დახამრების პროგრამის რეალიზაციაზე პასუხისმგებელი სუბიექტები არიან: ა) აორგანიზაციო ნაწილში - ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახური; ბ) საფინანსო ნაწილში - ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური. მუხლი 13🔗. პროგრამის განხორციელების ვადა პროგრამის განხორციელების ვადაა 2013 წლის 1 იანვარი-31 დეკემბერი. მუხლი 14🔗. პროგრამის რეალიზაციის საინფორმაციო უზრუნველყოფა პროგრამის რეალიზაციის შესახებ მოსახლეობას პერიოდულად ეცნობება ადგილობრივი მედია-საშუალებებისა (რადიო, ტელევიზია) და ყვარლის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. მუხლი 15🔗.  პროგრამის შეფასების კრიტერიუმები პროგრამის შეფასების კრიტერიუმებია: ა) მინიმალური სოციალური დახმარების ხელმისაწვდომობა. ბ) დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად, პროგრამაში ჩართულ მოქალაქეთა რაოდენობა. გ) დაგეგმილი და ფაქტობრივი მონაცემების შესაბამისობა. დ) პროგრამის განხორციელების ვადები. მუხლი 16🔗. პროგრამის განხორცილების შედეგი პროგრამის განხორციელების შედეგად: ა) უკეთესობისაკენ შეიცვლება სოციალური ფონი. ბ) ხელი შეეწყობა უკიდურესად გაჭირვებული მოსახლეობის ფენის შემცირებას. გ) გაიზრდება დემოგრაფიული მონაცემები. დ) გაუმჯობესდება მოსახლოების ჯანმრთელობის მდგომარეობა. ე) ჩამოყალიბდება პროგრამაში ჩამოთვლილ კატეგორიებს მიკუთვნებულ პირთა მონაცემთა ბაზა. მუხლი 17🔗. გარდამავალი დებულება გადაუდებელი აუცილებლობისას, სტიქიის, უბედური და სხვა ფორს-მაჟორული შემთხვევებისას  ნატურალური თუ  ფულადი ფორმით დახმარებაზე გადაწყვეტილებას  იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გამგეობის შესაბამისი სამსახურის ადგილზე შესწავლის (აქტის) საფუძველზე,  რომლის  შედგენა ხდება სამსახურის წარმომადგენლებისა და შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის მიერ.