საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 30.01.2013
ძალის დაკარგვა 18.12.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,013 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.01.2013 მიღება
18.12.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გრიგოლ გიორგაძე მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება  №19 2013 წლის 30 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანდართული დებულება. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიგრიგოლ გიორგაძე დანართი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები. 1. ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების -სასჯელაღსრულების დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) მონიტორინგის სამმართველოს  (შემდგომში - სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებას და სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს. 2. სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, რომელიც უშუალოდ ექვემდებარება დეპარტამენტის თავმჯდომარეს (შემდგომში - თავმჯდომარე) და ანგარიშვალდებულია მის წინაშე. დაუშვებელია სამმართველოს საქმიანობაში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის (შემდგომში - სისტემა) ორგანოთა სხვა თანამდებობის პირების ნებისმიერი ფორმით ჩარევა. 3. სამმართველო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, საქართველოს პრეზიდენტის ნორმატიული აქტებით, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) ბრძანებებით, თავმჯდომარის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებითა და წინამდებარე დებულებით. 4. სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, პიროვნების პატივისა და ღირსების პატივისცემის, სამართლიანობის, ჰუმანიზმის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის პრინციპების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები 1. სამმართველოს  ამოცანებია: ა) ბრალდებულთა/მჯავრდებულთა უფლებების დაცვის კონტროლი; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების მიერ კანონმდებლობის დარღვევისა და სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტების გამომწვევი და ხელშემწყობი მიზეზების დადგენა. 2. სამმართველოს ფუნქციებია: ა) სისტემის ორგანოების მოსამსახურეების სამსახურებრივი შემოწმება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით და აღნიშნულის თაობაზე განცხადებებსა და ინფორმაციებზე რეაგირება, შესაბამისი დასკვნების, ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების განხორციელებისა და  საყოფაცხოვრებო  პირობების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების, ანგარიშების და რეკომენდაციების მომზადება; გ) სისტემის ორგანოთა მოსამსახურეების მიერ დისციპლინისა და კანონის დარღვევის შემთხვევების სტატისტიკის წარმოება,  მისი კომპლექსური და თემატური ანალიზის რეგულარულად განხორციელება, სათანადო რეკომენდაციების მომზადება  თავმჯდომარისათვის წარსადგენად; დ) ჩატარებული მონიტორინგის შესახებ ანგარიშის შედგენა  და თავმჯდომარისათვის წარდგენა; ე) ჩატარებული მონიტორინგის შესახებ საერთო ანგარიშის შედგენა (არანაკლებ 6 თვეში ერთხელ) და თავმჯდომარისა და მინისტრისათვის წარდგენა; ვ) სისტემის ორგანოების მარეგულირებელი საქართველოს კანონების, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა; ზ) სისტემის ორგანოების მონიტორინგის მიზნით თანამშრომლობა ან/და საქმიანობის კოორდინირება სახელმწიფო, საერთაშორისო და საზოგადოებრივი მონიტორინგის ორგანობთან. მუხლი 3🔗. სამმართველოს უფლებამოსილებანი დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების განხორცილებისას სამმართველო  უფლებამოსილია: ა) მიიღოს და შეისწავლოს სისტემის ორგანოებში არსებული დოკუმენტაცია, (როგორც გამოთხოვით, ისე ადგილზე); ბ) აწარმოოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოკითხვა (ინფორმაციის მიღება შესაძლებელია წერილობით ან/და ზეპირად გასაუბრების ფორმით) კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით და მიღებული ინფორმაცია მათი წერილობითი თანხმობით ასახოს დოკუმენტალურად (ფოტო/აუდიო/ვიდეო გადაღება შესაძლებელია მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით); გ) აწარმოოს სისტემის მოსამსახურეთა გამოკითხვა (ინფორმაციის მიღება შესაძლებელია წერილობით ან/და ზეპირად გასაუბრების ფორმით) კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით; დ) ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით,  თავმჯდომარისა ან/და შესაბამისი დაწესებულების დირექტორის წინაშე დააყენოს კანონდამრღვევი მოსამსახურის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი; ე) მონიტორინგის შედეგად  დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედების გამოვლენის შემთხვევაში, თავმჯდომარეს წარუდგინოს რეკომენდაცია  მასალების შესაბამის ორგანოში გადაგზავნის შესახებ; ვ) თავმჯდომარესთან  შეთანხმებით მოიწვიოს სპეციალური  დარგის  სპეციალისტი; ზ) განახორციელოს მონიტორინგი სისტემის ორგანოთა მოსამსახუერეების მიერ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციის (2012)5 „ციხის პერსონალის ეთიკის ევროპული კოდექსის შესახებ“ შესრულებაზე; თ) განახორციელოს კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 4🔗. ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელების ფორმები 1. სამმართველო უფლებამოსილია განახორციელოს თავისი ამოცანები და ფუნქციები შემდეგი ფორმით: ა) სრული მონიტორინგი - დაწესებულებების კომპლექსური შემოწმება საერთო მდგომარეობის ასახვის მიზნით; ბ) თემატური მონიტორინგი - კონკრეტული სფეროს ან საკითხის მონიტორინგი; გ) მონიტორინგის შემდგომი შემოწმება - ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრისა და გამოსწორების შემოწმების მიზნით, დროის გარკვეული მონაკვეთის შემდგომ, დამატებითი მონიტორინგის ჩატარება. 2. ამავე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ფორმები შეიძლება განხორციელდეს გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის სახით.  3. მონიტორინგის ჩატარების წესი, მეთოდები და ანგარიშის მომზადების ფორმატი განისაზღვრება მონიტორინგის განხორციელების ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. 4. მონიტორინგის განხორციელების ყოველწლიური სამოქმედო გეგმა მუშავდება სამმართველოს მიერ, რომელსაც ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე. მუხლი 5🔗.   სამმართველოს მართვა და სტრუქტურა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე. 2. სამმართველოს უფროსი დაკისრებული სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას ანგარიშვალდებულია თავმჯდომარის წინაშე. 3. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) მონაწილეობს სამმართველოს მოსამსახურეთა კანდიდატურების შერჩევაში; გ) აკონტროლებს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიმდინარეობას; დ) თავმჯდომარეს აბარებს ანგარიშს სამმართველოს მუშაობის შესახებ, აგრეთვე, წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე; ე) შეიმუშავებს და თავმჯდომარეს წარუდგენს სამმართველოს სამუშაო გეგმას; ვ) ანაწილებს ფუნქციებს სამმართველოს მოსამსახურეთა შორის, აძლევს მათ სათანადო მითითებებს. 4. სამმართველოს უფროსს ჰყავს ორი მოადგილე. 5. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას,  დეპარტამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ასრულებს სამმართველოს უფროსის ერთ-ერთი მოადგილე. 6. სამმართველოს მოსამსახურეები არიან უფროსი ინსპექტორები და ინსპექტორები. 7. სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსისა  და სამმართველოს უფროსის მოადგილის წინაშე. 8. სამმართველოს მოსამსახურეები მოქმედებენ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის №183 ბრძანებით დამტკიცებული „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის“ შესაბამისად. მუხლი 6🔗. მონიტორინგის განხორციელების საფუძველი და  ვადა 1. სამმართველოს მიერ მონიტორინგის განხორციელების საფუძველია  თავმჯდომარის დავალება/მითითება ან ბრძანება, სამმართველოს წლიური სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, ცნობები სისტემის ორგანოს მოსამსახურის მიერ ჩადენილი კანონდარღვევის ან სამსახურებრივი გადაცდომის შესახებ, სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები, მასმედიისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებით გამოქვეყნებული მასალები, ცხელი ხაზითა და ელექტრონული ფოსტით მიღებული ინფორმაციები, ცალკეულ პირთა ან/და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცხადებები/საჩივრები. 2. მონიტორინგის ჩატარების ვადა განისაზღვრება თავმჯდომარის ბრძანებით, მონიტორინგის საგნის სპეციფიკურობის გათვალისწინებით. მუხლი 7🔗. მონიტორინგის მასალების აღრიცხვა და შენახვა 1. სამმართველოს მიერ ჩატარებული მონიტორინიგის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით აღირიცხება და ინახება სამმართველოში. აღნიშნული მასალების შენახვა და არქივისათვის გადაცემა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. სამმართველოში არსებული მასალებისა და დოკუმენტაციის გაცნობისა და ასლების მოთხოვნის უფლება აქვს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. პერსონალური მონაცემებისა და სხვა სახის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ან მისი ნაწილის გაცნობა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 8🔗. მოსამსახურის აცილება 1. სამმართველოს მოსამსახურე არ მონაწილეობს სამმართველოში შემოსული ცნობებისა და შეტყობინებების განხილვაში, აგრეთვე შემოწმების წარმოებაში, თუ შემოწმების ობიექტი არის მისი ნათესავი ან არსებობს სხვა გარემოება, რომელიც იძლევა ვარაუდის საფუძველს ამ მოსამსახურის დაინტერესებაში შემოწმების შედეგებისადმი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამმართველოს მოსამსახურე ვალდებულია განაცხადოს თვითაცილების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიების გამოყენებას, თუ არ არის სახეზე სხვა, უფრო მძიმე კატეგორიის სამართალდარღვევის ნიშნები. 3. სამმართველოს მოსამსახურის აცილების საკითხს წყვეტს სამმართველოს უფროსი. სამმართველოს უფროსისა და მისი მოადგილის აცილების საკითხს წყვეტს დეპარტამენტის თავმჯდომარე.