„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის № 26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№267
სარეგისტრაციო კოდი
360050000.22.023.016123
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის

ბრძანება №267

2013 წლის 29 იანვარი

ქ. თბილისი

 

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის 2011 წლის 1 ივლისის №26 ბრძანებით (სსმ. ვებგვერდი, 360050000.22.023.016067, 01.07.2011) დამტკიცებულ დებულებაში  შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-11 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დაგეგმვის და განვითარების სამსახური:

ა) წარმართავს და მონაწილეობს დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვაში;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მართავს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის ბუნებრივ რესურსებს;

გ) სამინისტროს  შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით ზედამხედველობს და მონიტორინგს უწევს დაცული ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმის დაცვისა და ბუნებათსარგებლობის განხორციელებას;

დ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების,  ამ გეგმებით განსაზღვრული ან/და დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში;

ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აფასებს მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებულ პროგრამებს, აანალიზებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს;

ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაცული ტერიტორიების ფარგლებში კოორდინაციას უწევს ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვას;

ზ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში;

თ) ახორციელებს დაცულ ტერიტორიებზე მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის საქმიანობის ზედამხედველობას;

ი) ახორციელებს სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიზნობრივ დამუშავებას, მათ საფუძველზე დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემის და ცალკეული სახეობების აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავებას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვას, მათ შეფასებას და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში;

მ) ორგანიზაციას უწევს და მონაწილეობს დაცულ ტერიტორიებზე ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაში;

ნ) შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივ პროგრამებს;

ო) მონაწილეობს ცხოველთა და მცენარეთა (მათ შორის, ტყის რესურსების), სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში;

პ) უზრუნველყოფს ეკოტურიზმის განვითარებას და მის მონიტორინგს დაცულ ტერიტორიებზე;

ჟ) სააგენტოს ეკონომიკურ სამსახურთან ერთად შეიმუშავებს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტების მომსახურების ტარიფებს;

რ)  აწარმოებს დაცული ტერიტორიების გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემის (GIS) მონაცემთა ბაზებს;

ს) ახორციელებს სააგენტოს გეოსაინფორმაციო, ქსელური სისტემებით და რუკებით უზრუნველყოფას;

ტ) მონაწილეობას ღებულობს და ზედამხედველობას უწევს დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტების, მარკირების და შესაბამისი ტოპოგრაფიული მასალების შემუშავებაში;

უ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.

2. საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის  სამსახური:

ა) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროექტებს;

ბ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროექტების მიმდინარეობას;

გ) აწარმოებს ფინანსების მოზიდვას  დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროექტების განსახორციელებლად;

დ) განსაზღვრავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;

ე) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომლობას საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) ამზადებს წინადადებებს და შეიმუშავებს პროგრამებს ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით;

ზ) შეიმუშავებს და მონაწილეობას ღებულობს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პროგრამებში;

თ) იწვევს სხვადასხვა სპეციალისტებსა და ექსპერტებს დაცული ტერიტორიების გასაცნობად, შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით;

ი) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.“.

2. მე-12 მუხლის  „ფ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის პირველი თებერვლიდან.

საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე