⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.09.2015)
გაუქმებულია:

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2013
ძალის დაკარგვა 01.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 430210000.10.003.017173
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,036 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2013 მიღება
01.09.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს მთავრობის დადგენილება №9 2013 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი საქართველოს მთავრობის დადგენილება №9
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №9 2013 წლის 29 იანვარი ქ. თბილისი ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ მუხლი 1🔗 „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­­ნო­ნის 25-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­­ოდენობა განი­სა­ზღვრება 1-დან 169 მოსწავლის ჩათვლით და იმ საჯარო სკო­ლე­ბი­სა­თვის, რომლებიც სწა­ვ­ლე­ბას ახორციელებენ სპეციალური საგანმა­ნათ­ლებლო სა­­ჭი­რო­ებ­ის მქონე მოსწავლეთათვის, ერთ მოსწავლეზე გათ­ვლილი ფინა­ნ­სური ნორმატივი და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერი გამო­ითვლება ეროვნული სას­­წავლო გეგმით განსაზღვრული მოსწავლეთა რაო­დენობის, სა­­ა­­თობრივი დატვირთვის, ადმინისტრაციული და სხვა ხარ­ჯე­ბის გათ­ვალის­წინებით.      2. ამ დადგენილების  პირველი მუხლის პირველი პუნ­ქ­ტით გათვალის­წი­ნე­ბუ­­ლი საჯარო სკოლების გარდა, ერთ მოს­წავ­ლეზე გათვლილი ფი­ნან­სუ­რი ნორმატივი განისაზღვრება 300 ლა­რის ოდენობით. 3. ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შე­­საბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტები განისა­ზღვ­რე­­ბა: ა) პირველიდან მე-8 კლასის ჩათვლით: ა.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 170-დან 190 მოსწავლის ჩათვლით – 1,35-ით; ა.ბ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 191-დან 205 მოსწავლის  ჩათვლით – 1.333-ით; ა.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება  206-დან 225  მოსწავლის  ჩათვლით – 1.317-ით; ა.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება  226-დან 530 მოსწავლის  ჩათვლით – 1,3-ით; ა.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის  ჩათვლით – 1,283-ით; ა.ვ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269  მოსწავლის  ჩათვლით – 1,267-ით; ა.ზ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა  მოსწავლეების  რა­ოდენობა აღემატება 1270  მოსწავლეს – 1,25-ით; ბ) მე-9-დან  მე-12  კლასის  ჩათვლით: ბ.ა) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა  მოსწავლეების  რა­ოდენობა განისაზღვრება 170-დან 190 მოსწავლის  ჩათვლით – 1,62-ით; ბ.ბ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების  რა­ოდენობა განისა­ზღვრება 191-დან  205  მოსწავლის  ჩათვლით – 1.6-ით; ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა  მოსწავლეების  რა­ოდენობა განისაზღვრება 206-დან 225  მოსწავლის  ჩათვლით – 1.58-ით; ბ.დ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება  226-დან 530 მოსწავლის ჩათვლით – 1,56-ით; ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 531-დან 735 მოსწავლის ჩათვლით – 1,54-ით; ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 736-დან 1269 მოსწავლის  ჩათვლით – 1,52-ით; ბ.ზ) საჯარო  სკოლებისათვის,  რომელთა  მოსწავლეების  რა­ოდენობა აღემატება 1270 მოსწავლეს – 1,5-ით. 4. ერთ  მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივის შე­­საბამისი სტა­­ნ­­და­რტული ვაუჩერი განისაზღვროს ერთ მოსწავ­ლე­ზე გათვლილი საბაზო ფინანსური ნორმატივისა და შესა­ბა­მი­სი კოეფიციენტის ნამრავლით და დამ­ტ­კიცდეს  შემდეგი ოდენ­ო­ბ­ით: ა) საჯარო  სკოლებისათვის, პირველიდან  მე-8 კლასის  ჩა­თ­­ვლით: ა.ა) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 190  მოსწავლის  ჩათვლით – 405 ლარით; ა.ბ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 191-დან 205  მოსწავლის  ჩათვლით – 400 ლარით; ა.გ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება  206-დან  225 მოსწავლის  ჩათვლით – 395 ლარით; ა.დ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა  მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება  226-დან  530 მოსწავლის  ჩათვლით – 390 ლარით; ა.ე) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა  მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება  531-დან  735  მოსწავლის  ჩათვლით – 385 ლარით; ა.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა  მოსწავლეების  რა­ოდენობა განისაზღვრება  736-დან 1269  მოსწავლის ჩათვლით – 380 ლარით; ა.ზ) საჯარო  სკოლებისათვის,  რომელთა მოსწავლეების  რა­ოდენობა აღემატება 1270  მოსწავლეს – 375 ლარით; ბ) საჯარო სკოლებისათვის,  მე-9-დან მე-12 კლასის ჩათ­ვ­ლ­ით: ბ.ა) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 170-დან 190  მოსწავლის  ჩათვლით – 486 ლარით; ბ.ბ) საჯარო  სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რაოდენობა განისაზღვრება 191-დან    205 მოსწავლის  ჩათვლით – 480 ლარით; ბ.გ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება  206-დან  225 მოსწავლის  ჩათვლით – 474  ლარით; ბ.დ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება   226-დან  530 მოსწავლის   ჩათვლით – 468 ლარით; ბ.ე) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება 531-დან  735 მოსწავლის  ჩათვლით – 462 ლარით; ბ.ვ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა განისაზღვრება  736-დან 1269  მოსწავლის  ჩათვლით – 456 ლარით; ბ.ზ) საჯარო სკოლებისათვის, რომელთა მოსწავლეების რა­ოდენობა აღემატება  1270  მოსწავლეს – 450 ლარით. 5.  კერძო  სკოლებისათვის  ვაუჩერის ოდენობა განისაზღვ­როს 300 ლარით. 6. ზოგადსაგანმანათლებლო  დაწესებულებები, რომლებიც სწავლებას ახო­რ­­ცი­ე­ლებენ უცხოურ  ენებზე, არაქართულენოვანი სექტო­რებ­ის­ა­თვის გა­ზ­­­რ­დი­ლი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი  მუხ­ლის მე-4 პუნ­ქ­ტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით დადგენილი ვა­უ­ჩე­რის 1.14 კოეფიცი­ენ­ტ­ზე გამ­რავ­ლე­ბით. 7. საჯარო სკოლებისათვის, სტანდარტული ვაუჩერის გარ­­­და, საბაზო და­­­ფი­ნანსება  განისაზღვრება შემდეგი სახით,  კერ­ძოდ, ამ დადგენილების პი­რ­­­ვე­ლი მუხლის მე-4 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნ­ქ­ტე­ბით განსაზ­ღვრულ  ვაუჩერზე – 47 000 ლარით; ბ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქ­ტე­ბით განსაზ­ღვრულ  ვაუჩერზე – 45 000 ლარით; გ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.გ“ ქვეპუნქ­ტე­ბით განსაზ­ღვრულ ვაუჩერზე – 43 000 ლარით; დ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.დ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.დ“ ქვე­პუნ­ქ­­ტებით განსაზ­ღვრულ ვაუჩერზე – 39 000 ლარით; ე) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ე“ ქვე­პუნ­ქ­­ტებით განსაზ­ღვრულ  ვაუჩერზე – 32 000 ლარით; ვ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ვ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ვ“ ქვე­პუნ­ქ­­ტებით განსაზ­ღვრულ  ვაუჩერზე – 25 000 ლარით; ზ) „ა“ ქვეპუნქტის „ა.ზ“ და „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ზ“ ქვე­პუნ­ქ­­ტებით განსაზ­ღვრულ  ვაუჩერზე – 10 000 ლარით. 8. საჯარო სკოლებს, ამ დადგენილებით გათვალისწინებული დაფინა­ნსების გარდა, თითოეულ სერტიფიცირებულ მასწავლებელზე დამატებით, ყოველთვიურად გამოეყოფა დაფინანსება საქართველოს განა­თლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი წესით და ოდენობით. 9. იმ საჯარო სკოლების ნუსხას, რომელთაც ამ და­დ­­გე­ნი­ლე­ბის პირველი მუხლის მე-4 და მე-7 პუნქტებით განსა­ზღვ­რუ­ლი დაფი­ნან­სე­ბ­ის გარ­და, ესა­ჭიროებათ დამატებითი დაფინან­სე­ბა და აგრეთვე და­მა­ტებითი დაფი­ნან­სების ოდენობას განსა­ზ­ღ­­ვრავს საქართველოს გა­ნათლებისა და მეცნიერების მი­ნი­ს­ტრი. 10. საჯარო სკოლებისათვის, რომელთაც საჯარო სკოლების რეორ­გა­­ნიზაციის შედეგ­ად ბალანსზე ერიცხებათ 1 შენობაზე მეტი ადმი­ნი­სტ­რა­ციუ­ლი შენობა, რომელიც გამოიყენება სასწავლო პროცესისათვის: ა) გა­ზ­­­რ­­დილი  ვაუჩერი  მიიღება ამ დადგენილების  პირველი მუხ­ლის მე-4 პუნ­ქ­ტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 პუნქტით დადგენილი ვა­უ­ჩე­რის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , ,,ე“ , ,,ვ“, ,,ზ“ ქვე­­პუნ­ქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფი­ნან­სე­ბის ჯამის 0,1 კოე­ფიცი­ენ­ტ­ზე გამ­რავ­ლებით, საჯარო სკოლების რეორ­გა­ნი­ზაციის შე­დე­გად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტ­რა­ცი­ული შენო­ბის (რომელიც გამოი­ყე­ნება სასწ­ა­ვლო პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განა­თლების 1 საფეხურზე) რა­­ო­დენობაზე ერ­­­თით ნაკლებზე ნამრავლით; ბ)  გა­ზ­­­რ­­დილი  ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხ­ლის  მე-4  პუნ­ქ­ტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 პუნქტით დადგენილი ვა­უ­ჩე­რის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , ,,ე“ , ,,ვ“, ,,ზ“ ქვე­­პუნ­ქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფი­ნან­სე­ბის ჯამის 0,15 კოე­ფიცი­ენ­ტ­ზე გამრა­ვლებით, საჯარო სკოლების რეორ­გა­ნი­ზაციის შე­დე­გად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტ­რა­ცი­ული შენო­ბის (რომელიც გამოი­ყე­ნება სასწავლო  პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგადი განათლების 2 საფეხურზე)  რა­­ო­დენობაზე ერ­­­თით ნაკლებზე ნამრავლით; გ)  გა­ზ­­­რ­­დილი ვაუჩერი მიიღება ამ დადგენილების პირველი მუხ­ლის  მე-4 პუნ­ქ­ტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-6 პუნქტით დადგენილი ვა­უ­ჩე­რის და მე-7 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ , ,,ე“ , ,,ვ“, ,,ზ“ ქვე­­პუნ­ქტებით დადგენილი შესაბამისი საბაზო დაფი­ნან­სე­ბის ჯამის 0,24 კოე­ფიცი­ენ­ტ­ზე გამრავლებით, საჯარო სკოლების რეორ­გა­ნი­ზაციის შე­დე­გად ბალანსზე რიცხული 1 შენობაზე მეტი ადმინისტ­რა­ცი­ული შენო­ბის (რომელიც გამოი­ყენება სასწავლო  პროცესისათვის და რომელშიც სწავლა მიმდინარეობს ზოგა­დი განათლების 3 საფეხურზე)  რა­­ო­დენობაზე ერ­­­თით ნაკლებზე ნამრავ­ლით. მუხლი 2🔗 „ნორმა­ტი­ული აქტების შესახებ“ საქართველოს კა­ნონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ზოგადი განა­თ­ლე­ბის და­საფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორ­­მატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდ­ე­ნ­ო­ბის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 23 დეკემბრის №395 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება  ამოქმედდეს  2013 წლის 1 იანვრიდან.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი