უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №10
სარეგისტრაციო კოდი 010220030.10.003.017174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 30/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 490 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (2)
საქართველოს მთავრობის დადგენილება №10 2013 წლის 29 იანვარი    ქ.თბილისი საქართველოს მთავრობის დადგენილება №10
პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №10 2013 წლის 29 იანვარი    ქ.თბილისი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით სამთავრობო კომისიის შექმნისა და საქმიანობის წესის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑6 მუხლის პირველი პუნქტისა და 29-ე მუხლის შესაბამისად, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად გასატარებელი ღონისძიებების შემუშავების მიზნით, შეიქმნას სამთავრობო კომისია  (შემდგომში – კომისია) შემდეგი შემადგენლობით:  დავით ჯალაღანია – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე ეკა აკობია – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი დავით ჭოჭუა – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორი ჯაბა დევდარიანი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი გაიოზ თალაკვაძე – საქართველოს მთავრობის კანცელარიის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი დავით ზურაბიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნატო ჯავახიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროგრამების დეპარტამენტის უფროსი დავით ლეჟავა  – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე თამარ ტალიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის დირექტორი. მუხლი 2🔗 კომისიამ საქართველოს მთავრობის სხდომაზე პერიოდულად წარმოადგინოს ინფორმაცია მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ. მუხლი 3🔗 დამტკიცდეს   კომისიის   თანდართული  დებულება.  მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი დანართი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის  მიზნით სამთავრობო კომისიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი სამთავრობო კომისია (შემდგომში – კომისია) არის დროებითი კომისია, რომელიც იქმნება ამ მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შემუშავების უზრუნველსაყოფად, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტის ხელშესაწყობად. 2. კომისია თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით. მუხლი 2🔗. კომისიის ძირითადი ამოცანები კომისიის  ძირითადი  ამოცანებია: ა) უცხო ქვეყნის (ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის, აზიის, აფრიკისა და ოკეანეთის ქვეყნები) მოქალაქეების მიერ საქართველოში უმაღლესი განათლების მიღების პერიოდში სტიპენდიების მინიჭებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შემუშავება;   ბ) სახელმწიფოს მიერ დასაფინანსებელი სტიპენდიების კვოტის განსაზღვრის მეთოდოლოგიის შემუშავება; გ) იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განსაზღვრა, რომლებსაც გააჩნიათ ინგლისურენოვანი პროგრამები; დ) ამ მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროგრამის აღწერილობისა და სპეციფიკის, ასევე საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესწავლა; ე) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში განსახორციელებელი ღონისძიებების შემუშავება უცხოელ სტუდენტებთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით; ვ) საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების შემუშავება. მუხლი 3🔗. კომისიის  უფლებამოსილებანი: კომისია უფლებამოსილია: ა) საჭიროების შემთხვევაში, პრობლემური  საკითხების  შესწავლის მიზნით, კანონმდებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში მოითხოვოს ყველა საჭირო ინფორმაცია და შეისწავლოს შესაბამისი  დოკუმენტაცია; ბ) შესწავლილი საკითხებისა და ანალიზის საფუძველზე, შეიმუშაოს დასკვნები და რეკომენდაციები; გ) საჭიროების შემთხვევაში სათათბირო ხმის უფლებით სხდომაზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებების და ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე დამოუკიდებელი ექსპერტები. მუხლი 4🔗. კომისიის  თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარე: ა) ხელმძღვანელობს კომისიის საქმიანობას; ბ) იწვევს და წარმართავს კომისიის სხდომებს. მუხლი 5🔗. კომისიის სხდომის ჩატარების წესი 1. კომისიის სხდომა იმართება პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით. 2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა.  მუხლი 6🔗. დებულებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და  დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.