📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2013
ძალის დაკარგვა 06.02.2014
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016110
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 912 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2013 მიღება
06.02.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №1 2013 წლის 29 იანვარი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №1
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №1 2013 წლის 29 იანვარი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების და „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 28 დეკემბრის №30 დადგენილების შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესი”, თანახმად დანართისა (დანართი 4 ფურცელზე). მუხლი 2🔗 დადგენილების ამოქმედებიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 აპრილის №   დადგენილება (სსმ, 02/05/ 2012, სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.104.016093 ) „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე. ამ  დადგენილების მოქმედება გავრცელდეს  2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია დანართი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013  წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული  სოციალური დახმარების გაცემის წ ე ს ი მუხლი 1🔗 1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სოციალურ სფეროში სხვადასხვა ორგანიზაციული კოდებიდან გამომდინარე: მრავალშვილიან ოჯახთა ყოველთვიური და  ერთჯერადი დახმარებების, ახალშობილთა ოჯახების სოციალური დახმარების, გარდაცვლილ ომის  ვეტერანთა, ასევე მათთან გათანაბრებული ომისა  სამხედრო ძალების ვეტერანთა და დევნილთა დაკრძალვის ხარჯების, მეორე მსოფლიო ომის  ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში, საომარი მოქმედებების პერიოდში, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული ძალოვანი უწყების წარმომადგენლების, საჯარო მოხელეებისა და საომარი მოქმედებების დროს ტრაგიკულად გარდაცვლილი რიგით მოქალაქეთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარებების, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დახმარების, ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამებით გათვალისწინებული ხარჯების დაფინანსების მიზნობრივად გაცემას სწავლობს და იხილავს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში სოციალური პროგრამებით გათვალისწინებული თანხების მიზნობრივად ხარჯვის და გაცემის უზრუნველყოფის კომისია (შემდგომ – კომისია). 2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის კომისიას“ ქმნის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით, ბრძანებით. 3. აღნიშნული კომისიის საქმიანობაზე კონტროლს ახორციელებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალურ საკითხთა, ჯანდაცვის, განათლების, კულტურისა და სპორტის კომისია. მუხლი 2🔗 საჯაროობის პრინციპის დაცვის უზრუნველსაყოფად კომისიის მუშაობაში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წარმომადგენლებმა. მუხლი 3🔗 1. კომისიაზე წარმოსადგენი განცხადებების ფორმასა და თანდართული დოკუმენტების ნუსხას განსაზღვრავს კომისია პროგრამაში მითითებული მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. განცხადებების (თანდართულ დოკუმენტებთან ერთად) უტყუარობის შესწავლა ხდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რწმუნებულის შუამდგომლობისა და კომისიაზე განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების (დედნები) შეფასებით. 3. სტიქიის შედეგად დაზარალებულთა საკითხის განხილვას, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალიწინებული დოკუმენტებისა, თან უნდა ახლდეს სტიქიური მოვლენის შედეგად მიღებული ზარალის შემფასებელი კომისიისა ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის სპეციალისტების დასკვნა ფოტომასალასთან ერთად კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში. მუხლი 4🔗 1. სოციალურად უმწეო მდგომარეობაში მყოფ ოჯახებსა და ავადმყოფებზე ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემაზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის – რწმუნებულისა და საკრებულოს წევრის ერთობლივი შუამდგომლობის საფუძველზე, თანხით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა, ინდივიდუალურად, საკუთარი შეხედულებისა და მოქალაქის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი.   მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გასაცემი ერთჯერადი ფულადი დახმარებების წლიური მოცულობა საწყის ეტაპზე განისაზღვროს 20 000 (ოცი ათასი) ათასი ლარით. 2. განმცხადებლის (მოქალაქის) განსაკუთრებულად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი ჯანდაცვის მუნიციპალური პროგრამებიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შემდგომ, გადაწყვეტილებას დასაფინანსებელი თანხის რაოდენობის შესახებ, თანხით არა უმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა გადაწყვეტილებას იღებს სოციალური დახმარების გამცემი კომისია. 3. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა და საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისათვის ბრძოლაში, საომარი მოქმედებების პერიოდში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას  დაღუპული ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების, საჯარო მოხელეებისა და საომარი მოქმედებების დროს  ტრაგიკულად გარდაცვლილ რიგით მოქალაქეთა ოჯახების ერთჯერადი ფულადი დახმარება განისაზღვროს ფულადი თანხით არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. 4. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მუდმივად მცხოვრებ და რეგისტრირებულ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლებსაც ჰყავთ ოთხი და მეტი შვილი, სოციალური დახმარების პროგრამის დებულებიდან გამომდინარე, ყოველთვიური სოციალური დახმარების სახით, გაიცეს თანხა 20 (ოცი) ლარის ოდენობით ყოველ არასრულწლოვან შვილზე, ან რაიმე სხვა სახის ფულადი ან მატერიალური დახმარება პროგრამაში მითითებული ფორმით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე. 5.  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიცოცხლისათვის საშიში დაავადებების მქონე მოქალაქეებისათვის, სამკურნალო პროცედურებისა და ქირურგიული ოპერაციების დაფინანსების ერთჯერადი ფულადი დახმარების პროგრამა ეხება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ და მცხოვრებ იმ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ სიცოცხლისათვის საშიში დაავადებები და საჭიროებენ შესაბამის ძვირადღირებულ მკურნალობას, გამოკვლევებსა და ქირურგიულ ოპერაციებს, ასეთ მოქალაქეებზე ერთჯერადი ფულადი დახმარების სახით გაიცემა თანხა 500 (ხუთასი) ლარის ჩათვლით, კონკრეტული მოქალაქის ჯანმრთელობის შესაბამისი მდგომარეობისა და მოქმედი პროგრამის დებულებიდან გამომდინარე. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, პროგრამაში მითითებული წესიდან გამომდინარე. 6. ამბულატორიების, პოლიკლინიკების და საავადმყოფოების პროგრამების ფარგლებში: ა) ახალშობილთა ოჯახებზე სოციალური დახმარების გაცემა მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამის პროგრამაში მითითებული წესიდან გამომდინარე, თანხით არა უმეტეს 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ბ) სოციალურად საშიში დაავადებების პრევენციის მიზნით აივ ინფექციებზე, С ჰეპატიტზე და სიფილისზე (ათაშანგი), ასევე ანტირაბიულ მომსახურებაზე  გამოკვლევების დაფინანსება მოხდეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების (საავადმყოფო, პოლიკლინიკა, ამბულატორია) საბანკო ანგარიშზე, ამ დაწესებულების მიერ სამედიცინო მომსახურების შესახებ გაცემული ანგარიშ-ფაქტურისა და კომისიის გადაწყვეტილების  შესაბამისად; გ) ფსიქიკურად დაავადებულ ავადმყოფთა სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანის ხარჯები განისაზღვროს წელიწადში 3000 (სამი ათასი) ლარით. 7. ფულადი დახმარების გაცემა და თანხის ჩარიცხვა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით განმცხადებლის პირად საბანკო ანგარიშზე ან შესაბამის პროგრამაში წარმოდგენილი წესით. მუხლი 5🔗 სტიქიის (ხანძარი,მეწყერი, წყალდიდობა, ქარიშხალი) შედეგად დაზარალებულთათვის ერთჯერადი ფულადი მატერიალური დახმარების გაცემა, განსაკუთრებულ შემთხვევაში კი საშენი მასალით უზრუნველყოფა, ხდება კომისიის მიერ ინდივიდუალური წესით, ყოველი კონკრეტული შემთხვევის შესწავლის შემდეგ, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, თანხით არა უმეტეს 1000 (ათასი) ლარისა. მუხლი 6🔗 1. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ ან საჭიროების შემთხვევაში რამდენიმეჯერ. 2. კომისია წერილობითი მომართვის შემთხვევაში, არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, შეისწავლის უფასო სასადილოების საქმიანობას. 3. კომისია საბიუჯეტო წლის დამთავრებამდე სწავლობს ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების ეფექტურობას, შედეგიანობას და დებს წინადადებებს დამტკიცებული პროგრამების გაგრძელებისა თუ გაუქმების, დაფინანსების შემცირების თუ სხვა ფორმით განხორციელების შესახებ. მუხლი 7🔗 1. კომისია საქმისწარმოებისას ხელმძღვანელობს საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის №414 ბრძანებულებით „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“. 2. კომისიის სხდომის ოქმი იკვრება საქაღალდეში რიგის მიხედვით, მასში გასაგებად და დასაბუთებულად უნდა იყოს ასახული გადაწყვეტილების მიღებისა და გასაცემი თანხის ოდენობის აუცილებლობა. 3. კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ერთჯერადი ფულადი დახმარებების გაცემა ხორციელდება წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე.