წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 29.01.2013
ძალის დაკარგვა 11.04.2018
გამომცემი ორგანო წალენჯიხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.104.016109
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 246 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.01.2013 მიღება
11.04.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (2)
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2013 წლის 29 იანვარი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 2013 წლის 29 იანვარი ქ. წალენჯიხა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ამავე კანონის  32​6 მუხლის მე-6 პუნქტისა და  „ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის 24-ე მუხლის  შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 1. წალენჯიხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა),  საკრებულოს სხდომებზე დასწრების, განსახილველ საკითხებში მონაწილეობისა და ცალკეული დავალებების შესრულებისათვის ყოველთვიურად საკრებულოს წევრის  უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ზღვრული მოცულობა თვეში 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. 2. თუ საკრებულოს წევრი, მისთვის დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ გამოცხადდა საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს სხდომაზე და გამოუცხადებლობის მიზეზის შესახებ სხდომის დაწყებამდე ვერ წარადგინა წერილობითი განცხადება, შესაბამისი სხდომის ჩატარებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში უნდა წარმოადგინოს საპატიო მიზეზის არსებობის დამადასტურებელი ცნობა, წინააღმდეგ შემთხვევაში – სხდომაზე გამოუცხადებლობა ჩაეთვლება არასაპატიო მიზეზად. 3. საკრებულოს წევრს, საკრებულოს და საკრებულოს კომისიების  ყოველი სხდომის გაცდენისათვის, უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯებიდან დაექვითოს 20 (ოცი) ლარი. 4. საკრებულოსა და კომისიის სხდომებზე დასწრების აღრიცხვას ყოველი თვის 20 რიცხვიდან მომდენო თვის 20 რიცხვამდე უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატის უფროსი, რომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე საკრებულოს თავმჯდომარე გამოსცემს ბრძანებას, საკრებულოს წევრისათვის ანაზღაურების გაცემის თაობაზე. 5. მუნიციპალიტეტის გამგეობა ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებულისა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საკრებულოს წევრის (გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად. მუხლი 2🔗  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ  დადგენილების მოქმედება გავრცელდეს  2013 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბელქანია