განჩინება შპს ”სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/244-10
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ
2013 წლი ს 3 იანვარი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს მოსამართლე ბესიკ სისვაძე მ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს ”სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” (ს/კ 205086413) გაკოტრების საქმესთან მიმართებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა-მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლო აწარმოებს შპს ”სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმეს. 2012 წლის პირველ ივნისს ჩატარდა კრედიტორთა პირველი კრება, თუმცა მეურვემ სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ვერ უზრუნველყო მოვალის ქონების, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების შესახებ სრულყოფილი მოხსენებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. მეურვემ იშუამდგომლა კრედიტორთა კრების გადადება და მისთვის სრულყოფილი მოხსენების წარმოდგენისათვის დამატებითი ვადის მიცემა. ამ გარემოების გათვალისწინებით გადაიდო 2012 წლის პირველი ივნისის კრედიტორთა პირველი კრების სხდომა. მეურვის წარმომადგენლის წინადადების შესაბამისად მეურვეს სრულყოფილი წერილობითი მოხსენების წარმოსადგენად განესაზღვრა 2 (ორი) კვირის ვადა და ამ მოქმედების განხორცილების შემდეგ უნდა მოწვეულიყო მომდევნო სხდომა. უნდა ითქვას, რომ მეურვეს დღემდე არ წარუდგენია სასამართლოსათვის აღნიშნული მოხსენება. ამ გარემოების მიუხედავად, სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში სხდომის მოწვევა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით და დამახასიათებელია კრედიტორთა პირველი კრებისათვის.
სასამართლომ იხელმძღვანელა ”გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ”სამშენებლო-საინვესტიციო კომპანია ლიბოს” (ს/კ 205086413) კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში დაინიშნოს მორიგი სხომა შემდეგი დღის წესრიგით:
ა) მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოხსენების მოსმენა და ანალიზი;
ბ) კრედიტორთა შეუმოწმებელი და დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვა;
გ) გაკოტრების მმართველის არჩევა.
2. განემარტოს მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მოხსენება სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით. ამასთან, მეურვე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მოხსენებაში მითითებული თითოეული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (დოკუმენტი).
3. კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნული სხდომის თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 15 თებერვალი. სხდომა ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, სხდომის დარბაზი №23) 1200 (თორმეტი) საათზე.
4. ამ განჩინების გამოქვეყნება ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნის” ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს მეურვემ - სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არაუგვიანეს 2013 წლის 31 იანვრისა. ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სხდომის დღის და დროის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
5. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვეს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის მხარეთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე: / ბესიკ სისვაძე /