განჩინება შპს ”დარიალი 2007”-ის კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე #2/7448-12
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში სხდომის დანიშვნის შესახებ
23 იანვარი2013 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს მოსამართლე ბესიკ სისვაძე მ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს „დარიალი 2007”-ის (ს/კ 200236510) გაკოტრების საქმესთან მიმართებით კრედიტორთა პირველი კრების ფორმატით სხდომის დანიშვნა-მოწვევის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
თბილისის საქალაქო სასამართლო აწარმოებს შპს ”დარიალი 2007”-ის მიმართ მიმდინარე გაკოტრების საქმეს. 2012 წლის 25 და 27 ივლისს კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში ჩატარდა ორი სხდომა. მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ წარმოდგენილი მოხსენების ანალიზის საფუძველზე ცხადი გახდა, რომ მეურვე სრულყოფილად არ ფლობდა მოვალის ქონების (მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ), ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების თაობაზე დოკუმენტალურად დადასტურებულ ინფორმაციას. ამ გარემოების გათვალისწინებით 2012 წლის 27 ივლისის სხდომაზე კრედიტორთა მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებით მეურვეს გაუგრძელდა ვადა მოვალის ქონების მოძიებისათვის. ამასთან, სასამართლოს განცხადებით მიმართა მეურვე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ნათია სახოკიამ და მოითხოვა კრედიტორთა კრების მოწვევა, რათა მეურვე კრედიტორების წინაშე წარსდგეს მოძიებული ქონების შესახებ ინფორმაციით. ამ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელია კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში სხდომის მოწვევა იმ დღის წესრიგით, რომელიც განსაზღვრულია კანონით და დამახასიათებელია კრედიტორთა პირველი კრებისათვის.
სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, მე-17, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე, 37-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ”დარიალი 2007”-ის (ს/კ 200236510) კრედიტორთა პირველი კრების ფორმატში დაინიშნოს მორიგი სხომა შემდეგი დღის წესრიგით:
ა) მოვალის ქონების, მათ შორის, მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ფინანსური მდგომარეობისა და ვალდებულებების, ასევე უზრუნველყოფილი კრედიტორების შესახებ მეურვის სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მოხსენების მოსმენა და ანალიზი;
ბ) კრედიტორთა შეუმოწმებელი და დაგვიანებით წარმოდგენილი მოთხოვნების განხილვა;
გ) გაკოტრების მმართველის არჩევა.
2. განემარტოს მეურვეს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რომ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული მოხსენება სასამართლოს უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით. ამასთან, მეურვე ვალდებულია სასამართლოს წარუდგინოს მოხსენებაში მითითებული თითოეული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება (დოკუმენტი).
3. კრედიტორთა პირველი კრების ფარგლებში დანიშნული სხდომის თარიღად განისაზღვროს 2013 წლის 13 თებერვალი. სხდომა ჩატარდება თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებელის ხეივანი, მე-12 კილომეტრი №6, სხდომის დარბაზი №23) 1100 (თერთმეტი) საათზე.
4. ამ განჩინების გამოქვეყნება ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნის” ოფიციალურ ვებგვერდზე უზრუნველყოს მეურვემ - სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ არა უგვიანეს 2013 წლის 31 იანვრისა. ამასთან, სსიპ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სხდომის დღის და დროის შესახებ უშუალოდ შეატყობინოს დღეისათვის ცნობილ ყველა კრედიტორს. განჩინება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზეც.
5. განჩინების ასლი დაუყოვნებლივ გადაეცეს მეურვეს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს.
6. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის მხარეთა მიერ კერძო საჩივრის თბილისის საქალაქო სასამართლოში შეტანის გზით განჩინების გაცნობიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
მოსამართლე: / ბესიკ სისვაძე /