განჩინება შპს ,,წითელქუდა ტექნიკსი’’-ს გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის გაუქმების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/15220-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე № 2/15220-12

 

 

განჩინება

საქართველოს სახელით

მოვალის გაკოტრებულად გამოცხადების და რეგისტრაციის

   გაუქმების შესახებ

 

  10.01.2013 წელი                                                                                                   თბილისი

 

 

  თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე: თამარ ჭუნიაშვილი

 

 

განმცხადებელი - შპს  ,,წითელქუდა ტექნიკსი’’

(საიდენტიფიკაციო ნომერი 202209261)

დირექტორი - ზურაბ გლოველი

 

მოთხოვნა -  გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა

 

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა შპს  ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ გაკოტრებულად გამოცხადების და საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების საკითხი

 

გამოარკვია

 

2012 წლის 19 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას განცხადებით მომართა შპს  ,,წითელქუდა ტექნიკსის’’  დირექტორმა ზურაბ გლოველმა  და მოითხოვა შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’  მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება, ვინაიდან შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა შეადგენს 0.00 ლარს, ასევე 2012 წლის 23 აგვისტოს შპს ,,წითელქუდა ტექნიკსსა’’ და შემოსავლების სამსახურს შორის, ამავე სამსახურის 2012 წლის 24 ივლისის №12291 ბრძანების საფუძველზე გაფორმდა ,,საგადასახადო შეთანხმება’’ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 7000,0 ლარის გადახდის თაობაზე, ხოლო მის საკუთრებაში არსებული ქონება შეადგენს 3500,0 ლარს  ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,  შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ დირექტორმა ზურაბ გლოველმა მოითხოვა  შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ მიმართ დაიწყოს გაკოტრების საქმის წარმოება.

 

2012 წლის 7 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინებით შპს ,,წითელქუდა ტექნიკსს’’ უარი ეთქვა განცხადების წარმოებაში მიღებაზე, ვინაიდან  მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფდა საპროცესო ხარჯების დაფარვას. ამასთან, განემარტათ კრედიტორებს, რომ შეეძლოთ მოემართათ სასამართლოსათვის შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ მიმართ გადახდისუუნარობის შესახებ საქმის წარმოების დაწყებისა და მოვალის ქონებიდან მათი მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის გზით. თუ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანდა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოაცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი იყო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 7 დეკემბრის განჩინება გაკოტრების საქმის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ გამოქვეყნდა 2012 წლის 6 დეკემბერს. განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით არც ერთ კრედიტორს არ მოუმართავს სასამართლოსათვის.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მიხედვით თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოვალის მიერ ამავე კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების საფუძველზე დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი  ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ და მასში უთითებს, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდება რეგისტრაციის გაუქმების გზით, თუ ამ განჩინების გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორმა იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება.

 

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის მიხედვით, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში კრედიტორი ამავე მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას არ შეიტანს სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად აცხადებს, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველია.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, შპს ,,წითელქუდა ტექნიკსი’’  უნდა გამოცხადდეს გაკოტრებულად და შესაბამისად გაუქმდეს შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის 1-ლი, მე-5, მე-7, მე-8, მე-9, მე-19, მე-20 მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით,

 

  d a a d g i n a

 

1.   შპს ,,წითელქუდა ტექნიკსი’’ გამოცხადდეს გაკოტრებულად და გაუქმდეს შპს ,,წითელქუდა ტექნიკსის’’  რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში;

 

2.   განჩინება გამოქვეყნდეს ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში” .

 

3. განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) განჩინების გადაცემიდან 5 დღის ვადაში.

 

მოსამართლე                                თამარ ჭუნიაშვილი