შპს „ტელეკომპანია გურჯაანი“-ს კერძო მაუწყებლობის ლიცენზია
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
| № | ორგანიზაციის დასახელება და სამართლებრივი ფორმა (მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა) | ლიცენზიის № | ლიცენზიის გაცემის თარიღი | საქმიანობის სახე | სახელმწიფო რეგისტრაციის მონაცემები | ლიცენზიის გამცემი ორგანო (მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ფაქსი, ელ. ფოსტა) |
|
1. |
მის: 1500, ქ. გურჯაანი, ნონეშვილის ქ. 14
|
№ B42
|
30/07/2004
|
კერძო მაუწყებლობის ლიცენზია
|
რეგისტრირებულია: გურჯაანის სასამართლოს მიერ 1997 წლის 7 თებერვალს. რეგისტრაციის № 27/4-104 |
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ქ. თბილისი 0144 ქეთევან წამებულის გამზ./ბოჭორმის ქ. 50/18 ტელ: 292 16 67 ფაქსი: 29216 25 ელ-ფოსტა: post@gncc.ge
|
| ლიცენზიაზე ხელმომწერი თანამდებობის პირის ვინაობა |
განახლება |
გასაჩივრება |
გაუქმება |
შეჩერება |
ცვლილებები/შენიშვნები |
ლიცენზიის გაუქმება |
| ირაკლი ჩიქოვანი - საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
|
|
|
|
| კომისიის 2013 წლის 16 იანვრის №21/2 გადაწყვეტილებით 1. მოდიფიცირდა შპს „ტელეკომპანია გურჯაანის” მაუწყებლობის №B42 ლიცენზია, შევიდა ცვლილება კომისიის 2006 წლის 3 თებერვლის №43/2 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების 24-ე პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „24. შპს „ტელეკომპანია გურჯაანის” №1084 ლიცენზია (მოქმედების ვადა 20.07.2014 წ.) კერძო მაუწყებლობის ლიცენზიად და მიენიჭოს № B42; ა) ლიცენზიის სახე: კერძო მაუწყებლობა; ბ) ლიცენზიის სახეობა: საერთო ტელემაუწყებლობა; გ) მაუწყებლობის ტექნიკური პარამეტრები და მაუწყებლობის გავრცელების გეოგრაფიული ზონა: გ.ა) სატელევიზიო მაუწყებლობა მე-11 სატელევიზიო არხზე, 100 ვტ სიმძლავრის გადამცემის გამოყენებით, ანტენის სიმაღლე 40 მეტრი, ქ. გურჯაანი; გ.ბ) ტელემაუწყებლობა თანამგზავრული სისტემების მიწისზედა და ორბიტალური სადგურების გამოყენებით; დ) დღე -ღამის განმავლობაში მაუწყებლობის მინიმალურ ხანგრძლივობად განისაზღვროს 6 საათი.” 2. შევიდა ცვლილება კომისიის 2004 წლის 30 ივლისის №373/6 გადაწყვეტილებაში და ამ გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „2. შპს „ტელეკომპანია გურჯაანი” ვალდებულია: ა) თავის საქმიანობაში დაიცვას პირთა უფლებები, თავისუფლებები და კანონიერი ინტერესები, წინასწარ აცნობოს მომხმარებელს მომსახურების პირობების შესაძლო ცვლილების შესახებ; ბ) ყოველკვირეულად გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს მომდევნო კვირის პროგრამების განრიგი, პროგრამის დასახელებისა და მოკლე ანოტაციის მითითებით; გ) წარუდგინოს კომისიას ინფორმაცია „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეგულირების საფასურის გაანგარიშების თაობაზე და კანონმდებლობით დადგენილი წესისა და ვადების დაცვით ჩარიცხოს თანხები კომისიის ანგარიშზე; დ) გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და განხორციელებული მომსახურების ხარისხი შეუსაბამოს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ ნორმატივებსა და სტანდარტებს, იქონიოს შესაბამისობის სერთიფიკატი; ე) დაიცვას გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის წესი; ვ) უზრუნველყოს, ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობისათვის, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებართვების მიღება; ზ) მაუწყებლობის სფეროში მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, მათთან შესაბამისობაში მოიყვანოს ლიცენზიით განსაზღვრული საქმიანობა; თ) შექმნას არქივი და არანაკლებ 1 თვის განმავლობაში შეინახოს პროგრამები; ი) მიიღოს ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწოროს შეცდომები. უზრუნველყოს ფაქტების ზუსტი და სამართლიანი გაშუქება, ფაქტისა და აზრის მკაფიო გამიჯვნა და აზრის ავტორის იდენტიფიცირება. დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა შინაარსობრივი ვალდებულებები. კ) ყოველწლიურად, არაუგვიანეს მომდევნო წლის 1 თებერვლისა გამოაქვეყნოს და კომისიას მიაწოდოს „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის 61-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია: ლ) წარუდგინოს კომისიას და გამოაქვეყნოს საკუთარ ვებ–გვერდზე შესაბამისობის დეკლარაცია მისი წილის მფლობელებისა და აქციონერების, ხელმძღვანელი ორგანოების წევრებისა და თანამდებობის პირების ცვლილების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან 10 დღის ვადაში; მ) არა უგვიანეს ყოველი წლის 1 მაისისა კომისიას წარუდგინოს გასული წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს კანონმდებლობისა და სალიცენზიო პირობების მოთხოვნათა შესრულების, მიმდინარე წლის საქმიანობის გეგმისა და დაფინანსების წყაროების შესახებ; ანგარიშს უნდა დაერთოს აუდიტის დასკვნა. ნ) კომისიას წარუდგინოს მაუწყებლობის პროცესში ტელეპროგრამების გავრცელების უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია; ო) უზრუნველყოს სატელევიზიო დროის ნაწილის ევროპული წარმოების პროდუქციისთვის გამოყოფა; პ) იქონიოს თვითრეგულირების ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საჩივრების განხილვასა და მათზე დროულ და დასაბუთებულ რეაგირებას; ჟ) უზრუნველყოს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 511 -ე მუხლის გათვალისწინებული მხატვრული ფილმის ეთერში განთავსების წესების დაცვა; რ) მაუწყებლობის პროცესში დაიცვას „მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად განსაზღვრული მაუწყებლობის სფეროში მოქმედი კანონმდებლობის სხვა მოთხოვნები;”
|
|