სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 120260020.08.002.016744
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 31/01/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 301 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი

დოკუმენტის ტექსტი

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება №46 2013 წლის 31 იანვარი  ქ. თბილისი სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2013 წლის საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა  ორგანიზებულად გაწვევის მიზნით: 1. ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ”  საქართველოს კანონის 22-ე მუხლის საფუძველზე მოქალაქეთა გაწვევა განხორციელდეს 2013  წლის 1 თებერვლიდან 2013  წლის 30 ივნისამდე. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ  გასამხედროებულ დანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 670  წვევამდელით. 3. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 365 წვევამდელით. 4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა განისაზღვროს 600 წვევამდელით. 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და სპეციალური დაცვის სამსახურში და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებულ გასამხედროებულ დანაყოფებში გაწვეულ იქნენ 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არა აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. 6. საქართველოში მცხოვრები 18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ ბრძანებულების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს შესაბამის სამსახურში (საცხოვრებელი) რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. 7. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ ამ ბრძანებულების ძალაში შესვლიდან 10 დღის ვადაში განუსაზღვროს გამწვევ კომისიებს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის. 8. მოქალაქეთა მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდეს გაწვევის მთლიან პერიოდში, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის უწყების მიღებიდან 10 დღის ვადაში. 9. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღმოუჩინოს დახმარება ადგილებზე ადგილობრივი თვითმმართველობის, ხოლო ქალაქ თბილისში - რაიონის შესაბამის ორგანოებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს. 10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ  კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის  პროცესს. 11. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი