„ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 26 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2013 წლის 31 იანვარი დაბა ჩოხატაური |
,,მუხლი 15. ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების დახმარება
1. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტიდან არაფულადი სოციალური დახმარების მიმღებნი არიან ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვები, რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მკურნალობასა და ცილაგამოცლილი პროდუქტებით კვებას.
2. დახმარება გაიცემა მშობელთა მოთხოვნის შესაბამისად. თანხა ხელშეკრულების საფუძველზე გადაერიცხება პროდუქტების შემომტან ორგანიზაციას, ფულადი დახმარების შემთხვევაში კი ბენეფიციარის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს პირად ანგარიშზე.
3. დახმარების მისაღებად ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვის ერთ-ერთმა მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განცხადება;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვის დაბადების ან პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ფორმა №100;
ე) ცნობა საბანკო ანგარიშის შესახებ.
4. ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში ბენეფიციარის მშობელის/კანონიერი წარმომადგენლის მიმართ ამ მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნა არ ვრცელდება.
5. ფულადი დახმარება გაიცემა ყოველთვიურად მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ბრძანების) საფუძველზე, თითოეულ ბავშვზე 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით“.
|