შპს “მალი XXI”–ის საჯარო განცხადება პირველი აუქციონის დანიშვნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო განცხადება

პირველი აუქციონის დანიშვნის შესახებ

 

2013 წლის 31 იანვარი

 

სპეციალისტი:

შპს “მალი XXI”–ის (ს/კ 202463342) 

დირექტორ ი ზვიად მირიანაშვილ ი

მისამართი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №117

ელ ფოსტა: specialist@mali.ge

სადეპოზიტო ანგარიში: GE09CN0000036202176001

 

სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის   სახელზე რიცხულ, სს „ბანკი კონსტანტა“–ს სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.

 

საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: M006 201 3

უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი :

სოლომონი გრძელიშვილი, პირადი N 36001006322, მცხოვრები: საგარეჯოს რ-ნი სოფ. პატარა ჩაილური

აუქციონის ჩატარების დრო : 2013 წლის 18 თებერვალი, 12:00 საათი (საქართველოს დროით)

აუქციონის ჩატარების ადგილი :

ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №117, შპს „მალი XXI“–ის ოფისი.

უძრავი ნივთის საწყისი ფასი : 36.656,74 ლარი

უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა :

რაიონი საგარეჯო, სოფელი პ/ჩაილური, საკადასტრო კოდი: 55.08.52.004

უძრავი ნივთის აღწერა :

საკარმიდამო მიწის ნაკვეთი 1085 კვ.მ. ოდენობით, მასზე არსებული შენობა ნაგებობით 438 კვ.მ.

გარდამავალი უფლებები:

აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშობა;

აუქციონის პირობები :

ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის კრედიტორს(სს „ბანკი კონსტანტა“), მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს.

ბ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა სპეციალისტთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია, გაცემული სს „ბანკი კონსტანტას“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით არანაკლებ აუქციონის თარიღიდან 30 საბანკო დღე.პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე , ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა.

გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე.სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ბოლო შემოთავაზება სამჯერ და ხმამაღლა. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს.

დ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვებაჩამორთმეული პირის შეთავაზებას.

ყურადღება: ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.

სპეციალისტი: შპს “მალი XXI”

დირექტორ ი ზვიად მირიანაშვილ ი