თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.01.2013
ძალის დაკარგვა 18.02.2013
გამომცემი ორგანო თვითმმართველი ქალაქი ფოთი
ნომერი №2/4
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.111.016153
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №2/4 2013 წლის 30 იანვარი ქ. ფოთი | თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს დადგენილება №2/4 |
| თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაბილუა | თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს აპარატის (სამსახური) დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 11.02.2013
📋 აუქმებს — 1 აქტი
- თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 23.09.2010
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
თვითმმართველი ქალაქი ფოთის საკრებულოს
დადგენილება
№2/4
2013 წლის 30 იანვარი
ქ. ფოთი
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 37-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქის − ფოთის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის (სტრუქტურული ერთეულების) დებულება თანახმად დანართი 1-ისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თვითმმართველი ქალაქის − ფოთის საკრებულოს 2010 წლის 23 სექტემბრის №9/31 დადგენილება (სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.111.016.003.) ,,თვითმმართველი ქალაქ ფოთის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თვითმმართვეელი ქალაქ ფოთის საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაბილუა
დანართი 1
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს
აპარატის (სტრუქტურული ერთეულების)
დებულება
ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის − ფოთის საკრებულოს აპარატის უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულებისა და თანამდებობის პირთა უფლება-მოვალეობებს.
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗.
საკრებულოს აპარატის სტატუსი
1.
საკრებულოს აპარატი იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით.
2.
აპარატის ფუნქციაა უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების, საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების და საკრებულოს თანამდებობის პირების ეფექტური საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნა, გაუწიოს დახმარება საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში, მიაწოდოს ინფორმაცია მოსახლეობას საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ, ორგანიზაციულად უზრუნველყოს მოქალაქეთა ურთიერთობა საკრებულოსა და საკრებულოს თანამდებობის პირებთან.
3.
საკრებულოს აპარატი არის თვითმმართველი ერთეულის მუდმივმოქმედი, მუდმივი და ანაზღაურებადი შტატების საფუძველზე შექმნილი ორგანო.
4.
აპარატის ადგილსამყოფელია: საქართველო, ქალაქი ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. №12.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1.
საკრებულოს აპარატის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი) და ეს დებულება.
2.
საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების, საბუთების აღრიცხვისა და მსვლელობის, მათი შესრულების კონტროლის მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით), საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული აპარატის შინაგანაწესით, საქმისწარმოების წესებით და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს აპარატის ძირითადი ფუნქციები
1.
ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომების, აგრეთვე საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ სხვა ღონისძიებების ჩატარება. უზრუნველყოს თვითმმართველი ერთეულის ორგანოების და თანამდებობის პირების საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
2.
მოამზადოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სამუშაო გეგმების პროექტები, საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების სხდომაზე განსახილველი საკითხები და ამ საკითხებთან დაკავშირებული შესაბამისი მასალები;
3.
ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და სამუშაო ჯგუფების, აგრეთვე საკრებულოს თანამდებობის პირებისა და საკრებულოს წევრების ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
4.
ორგანიზაციული მომსახურება გაუწიოს საკრებულოს წევრებს მათი უფლებამოსილების განხორციელებაში;
5.
უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვა, სხდომის ოქმების წარმოება, სხდომაზე დამსწრე პირთა რეგისტრაცია, სხდომებზე წესრიგის დაცვის ორგანიზება, კენჭისყრისას ხმების დათვლა;
6.
ორგანიზება გაუწიოს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ მიღებული სამართლებრივი აქტების რეგისტრაციას, მათ აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დადგენილი წესით გამოქვეყნებას;
7.
ორგანიზაციულად უზრუნველყოს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობა, უზრუნველყოს საკრებულოს თანამდებობის პირებთან და საკრებულოს წევრებთან მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
თავი II
საკრებულოს აპარატის სტრუქტურა და სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები
მუხლი 4🔗.
საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულები
1.
საკრებულოს აპარატს ხელმძღვანელობს საკრებულოს აპარატის უფროსი.
2.
საკრებლოს აპარატის უფროსს და აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
3.
აპარატის უფროსი ან აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურე არ შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი.
4.
აპარატის სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილება;
ბ)
საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება;
გ)
საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება;
დ)
საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
ე)
საკრებულოს აპარატის საოქმო-საარქივო განყოფილება.
მუხლი 5🔗.
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილება
1.
ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ჯგუფის სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
2.
ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვისათვის საკრებულოს შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის ხელშეწყობას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომაზე გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;
3.
ორგანიზაციას უწევს სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;
4.
ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;
5.
ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
6.
უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;
7.
საკრებულოს კომისიების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;
8.
თვითმმართველი ქალაქის- ფოთის საკრებულოს აპარატის საორგანიზაციო განყოფილების უფლება-მოვალეობაა, შემსრულებლებს დაუბრუნოს არასწორად მომზადებული დოკუმენტები საბოლოო დამუშავებისათვის.
მუხლი 6🔗.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის იურიდიული განყოფილება
1.
ორგანიზებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს კომისიების და აპარატის შესაბამისი საქმიანობის სამართლებრივ უზრუნველყოფას;
2.
ახორციელებს საკრებულოს სხდომებზე განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტების წინასწარ იურიდიულ ექსპერტიზას;
3.
უზრუნველყოფს საკრებულოს, მისი კომისიების, აპარატის სტრუქტურული ერთეულის სამართლებრივი მუშაობის მეთოდურ ხელმძღვანელობას;
4.
უზრუნველყოფს საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ სამართლებრივი აქტის მომზადებას;
5.
საკონსულტაციო-სამართლებრივ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს და აპარატის თანამშრომლებს;
6.
წარმოადგენს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესებს სასამართლოში წინასწარგაცემული მინდობილობის შესაბამისად. საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის ინტერესები სასამართლოში შეიძლება დაიცვას აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეებმა, ასევე მინდობილობის საფუძველზე.
მუხლი 7🔗.
თვითმმართველი ქალაქის– ფოთის საკრებულოს აპარატის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება
1.
არსებული ნორმატივებისა და გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს აპარატის თანამდებობის პირების მატერიალურ-ტექნიკურ, სატრანსპორტო და სხვა მომსახურებას;
2.
უზრუნველყოფს მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვასა და რაციონალურ გამოყენებას;
3.
თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს საკრებულოს თანამდებობის პირების და საკრებულოს აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
4.
არსებული ნორმატივებისა და გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს თანამდებობის პირების, მოწვეული სპეციალისტების, აპარატის მოსამსახურეების საფინანსო მომსახურებას;
5.
აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას საკრებულოს მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების დასაფინანსებლად.
მუხლი 8🔗.
თვითმმართველი ქალაქის − ფოთის საკრებულოს აპარატის საქმისწარმოების განყოფილება
1.
ახორციელებს აპარატის სტრუქტურულ ერთეულში დოკუმენტებზე მუშაობის უზრუნველყოფას;
2.
ახდენს ინიცირების წესით შემოსულ საკითხთა რეგისტრაციას;
3.
აწარმოებს შესაბამისი თანამდებობის პირის სახელზე შემოსულ კორესპონდენციების ანალიზს და სისტემატიზაციას, განსახილველად ამზადებს შესაბამის კორესპონდენციებს;
4.
ახორციელებს კონტროლს შესაბამისი თანამდებობის პირის მიერ გაცემული დავალებების შესრულებაზე;
5.
ახორციელებს შესაბამისი თანამდებობის პირის საქმისწარმოებას;
6.
უზრუნველყოფს დაწესებულებების, ორგანიზაციების წინადადებებზე, განცხადებებსა და საჩივრებზე მუშაობის ორგანიზაციას;
7.
უზრუნველყოფს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს წევრების, აპარატის საჯარო მოსამსახურეების პირადი საქმეების შექმნასა და შენახვას;
8.
უზრუნველყოფს თვითმმართველი ქალაქის − ფოთის საკრებულოს ,,ვებგვერდს” შესაბამისი ინფორმაციებითა და ნორმატიული აქტებით;
9.
ახორციელებს საკრებულოს საქმეთა ნომენკლატურის შემუშავებას, საქმეთა შენახვისა და დოკუმენტური ინფორმაციის ოპერატიული გამოყენების უზრუნველყოფას;
10.
ფოსტით, ელექტრონული ფოსტით მიღებული ოფიციალური კორესპონდენცია აპარატში რეგისტრაციის შემდეგ გადაეცემა ადრესატს, რაც ფიქსირდება აპარატის კომპიუტერში.
მუხლი 9🔗.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს აპარატის საოქმო–საარქივო განყოფილება
1.
უზრუნველყოფს საკრებულოს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ჯგუფების სხდომის ოქმების შედგენას.
2.
თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს ოქმები ინახება საოქმო-საარქივო განყოფილებაში.
3.
საოქმო-საარქივო განყოფილება აწარმოებს თვითმმართველი ქალაქის – ფოთის საკრებულოს საარქივო მომსახურეობას.
4.
ამზადებს თვითმმართველი ქალაქის − ფოთის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს სხდომებისა და თათბირების ოქმებს.
5.
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტები, ინახება საოქმო-საარქივო განყოფილებაში.
თავი III
თვითმმართველი ქალაქის − ფოთის საკრებულოს აპარატის ხელმძღვანელობა
მუხლი 10🔗.
საკრებულოს აპარატის უფროსი
1.
საკრებულოს აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2.
საკრებულოს აპარატის უფროსი:
ა)
უძღვება აპარატის საქმიანობას;
ბ)
შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის დებულებას, საშტატო ნუსხას და აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებს;
გ)
საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს;
დ)
საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ე)
ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს;
ვ)
ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს;
ზ)
ამზადებს საკრებულოს აპარატის საკადრო ცვლილებებთან, მოსამსახურეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან და წახალისებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტების პროექტებს და წარადგენს საკრებულოს თავმჯდომარესთან აგრეთვე სხვა შესაბამის დოკუმენტებს;
თ)
უზრუნველყოფს ქალაქის − ფოთის საკრებულოში შემოსულ დოკუმენტებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარის ინფორმირებას.
3.
აპარატის უფროსი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
4.
აპარატის უფროსის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
5.
აპარატის უფროსის არ ყოფნის შემთხვევაში აპარატის უფროსის მოვალეობებს ასრულებს აპარატის უფროსის მოადგილე.
6.
აპარატის უფროსი წყვეტს საკრებულოს თავმჯდომარის და საკრებულოს წევრებისათვის, აპარატის თანამშრომლებისათვის სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი პირობების შექმნის საკითხებს.
მუხლი 11🔗.
აპარატის უფროსის მოადგილე
1.
აპარატის უფროსის მოადგილეს, აპარატის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე;
2.
აპარატის უფროსის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების შესაბამისად, ასრულებს აპარატის უფროსის მოვალეობას მისი არყოფნის ან მის მიერ სამსახურეობრივი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში;
3.
აპარატის უფროსის მოადგილე ასრულებს საკრებულოს თავმჯდომარის და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებს.
მუხლი 12🔗
1.
აპარატის შემადგენლობაში არიან აგრეთვე უფროსი საჯარო თანამდებობის პირები, რომლებიც არ შედიან აპარატის არც ერთი განყოფილების შემადგენლობაში და ასრულებენ კანონმდებლობით, ამ დებულებით და მათ შესაბამისად საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარის და აპარატის უფროსის ცალკეულ დავალებებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2.
საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი ფუნქციები და უფლებამოსილება საჭიროების შემთხვევაში აპარატის უფროსის წარდგინებით განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 13🔗.
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულოს აპარატის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
1.
აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი, რომელსაც აპარატის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2.
სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:
ა)
ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფისა და სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ)
პასუხს აგებს სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ)
ამ დებულებით განსაზღვრული სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს საკრებულოს აპარატის დებულებაში მისდამი ქვემდებარე სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციების ასახვას, მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ)
განსაზღვრავს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე)
ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ)
განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ზ)
უქმნის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს;
თ)
ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით, აგრეთვე საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ დავალებებს.
3.
სტრუქტურული ერთეულის უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.
4.
სტრუქტურული ერთეულის უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.
თავი IV
საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეები
მუხლი 14🔗.
საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობაზე დანიშვნის წესი
1.
საკრებულოს აპარატის უფროსს და აპარატის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2.
აპარატის საჯარო მოსამსახურეები თანამდებობაზე ინიშნებიან კონკურსის შედეგების მიხედვით.
3.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობების დასაკავებლად კონკურსს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო-საატესტაციო კომისია.
4.
კონკურსის ჩატარების წესი ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად განისაზღვრება საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით.
მუხლი 15🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
1.
აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით, ამტკიცებს საკრებულო.
2.
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ” ქვეპუნქტის თანახმად აპარატის საშტატო ნუსხასა და თანამდებობრივ ინსტრუქციებს ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 16🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეების უფლება-მოვალეობები
1.
წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;
2.
მიიღონ მათი მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
3.
ისარგებლონ მათი მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;
4.
დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;
5.
დადგენილი წესით ისარგებლონ ტექნიკური საშუალებებით;
6.
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.
მუხლი 17🔗.
აპარატის საჯარო მოსამსახურეების ვალდებულებები
1.
ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;
2.
დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;
3.
შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;
4.
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;
5.
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ თვითმმართველი ქალაქის − ფოთის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონებას.