,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 30.01.2013
ძალაში შესვლა 01.01.2013
ძალის დაკარგვა 06.02.2014
გამომცემი ორგანო ლენტეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №04
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016101
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ვალოდია ქურასბედიანი | საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №04
2013 წლის 30 იანვარი
დაბა ლენტეხი
,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №-1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ (www.matsne.gov.ge, 29.02.2012 წ.) ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 თებერვლის №-11 დადგენილება.
მუხლი 3🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდანსაკრებულოს თავმჯდომარევალოდია ქურასბედიანი
დანართი №-1
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მისი მიღების პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.
თავი I. სოციალური დახმარების სახეები
მუხლი 1🔗. სოციალური დახმარების სახეები
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი ფულადი სოციალური დახმარებები:
ა) მძიმე ავადმყოფთა და შეზღდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება;
ბ) ხანდაზმულთა დახმარება;
გ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დახმარება;
დ) სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება;
ე) ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება;
ვ) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო დახმარება;
ზ) ერთჯერადი სოციალური დახმარება.
თავი II. ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი
მუხლი 2🔗. მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება
1. მძიმე ავადმყოფს (სიმსივნე III-IV სტადია, გემიპლეგია, ასტიტი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, ტეტრაპლეგია) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 150 ლარს.
2. მძიმე ავადმყოფმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა თანხის მისაღებად მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
3. მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შეასძლებლობის მქონე შემდეგ კატეგორიას:
ა) შეზღუდული შეასძლებლობის მქონე მკვეთრად გამოხატული I ჯგუფის უსინათლო ინვალიდებს. დახმარება გაიცემა ერთჯერადად, თანხის მაქსიმალური ოდენობაა 100 ლარი.
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას (ცერებრალური დამბლა), დახმარება გაიცემა ყოველთვიურად 30 ლარის ოდენობით.
4. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის წარმომადგენელმა (მეურვე/მზრუნველმა) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის (პაციენტის) პირადობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური სუფსიდიების სააგენტოდან);
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
ვ) ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულის შუამდგომლობა.
მუხლი 3🔗. ხანდაზმულთა დახმარება
1. მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხანდაზმულებს 90-99 წლამდე დახმარება მიეცემათ ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.
2. 100 წელზე და ზემოთ 150 ლარი.
3. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
მუხლი 4🔗. ოჯახებისა და ბავშვების დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი საახის დახმარება:
ა) ახალშობილების დახმარება პირველი, მეორე და მესამე ბავშვზე 100 ლარი ერთჯერადად. მეოთხე და ზევით 150 ლარი ერთჯერადად.
ბ) მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება: 4 შვილი - 200 ლარი ერთჯერადად. 5 და ზევით შვილზე ყოველთვიურად თვეში ბავშვზე 10 ლარის ოდენობით (18 წლამდე).
გ) დედ-მამით ობოლ 0-18 წლამდე ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად ბავშვთა საერთაშორისო დღესთან 1 ივნისთან დაკავშირებით, ყოველ ბავშვზე 100 ლარის ოდენობით.
დ) ტყუპების შემთხვევაში 150 ლარი თითოეულ ბავშვზე ერთჯერადად
ე) მარტოხელა დედების დახმარება ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
დ) ცნობა სოციალური სუფსიდიების მომსახურების სააგენტოდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
მუხლი 5🔗. ხანძრით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულთა დახმარება
1.ხანძრით ან სტიქიით დაზარალებულმა მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ხანძრის ან სტიქიური მოვლენის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
დ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად. ხანძრის ან სტიქიური მოვლენის შედეგად დაზარალებული მოსახლიდან შემოსული განცხადების განხილვის მიზნით შექმნილი კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე. თანხის მაქსიმალური ოდენობაა 1000 (ერთი ათასი) ლარი.
მუხლი 6🔗. ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1500 (ერთი ათას ხუთასი) ლარს.
2. დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სხელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომლებიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი) ურთიერთობას;
ე) გარდაცვალების მოწმობა.
მუხლი 7🔗. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯები
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის მომსახურება:
ა) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა) დამკრძალავი ხარჯის მიმღები პირის განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ.
მუხლი 8🔗. ერთჯერადი სოციალური დახმარება
1. ერთჯერადი სოციალური დახმარება მიეცემა იმ პირს, რომლის გადაყვანა მოხდება რეანიმობილით. თანხის მაქსიმალური ოდენობაა 200 (ორასი) ლარი.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაცია:
ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სხელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მთავარი ექიმის დასკვნა.
დ) ცნობა სოციალური სუფსიდიების სააგენტოდან სადაზღვეო პოლისის არქონის შესახებ;
ე) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები.
თავი III. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 9🔗. ბენეფიციარის მიერ სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა
1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნას და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში სამსახური).
2. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად და შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას, სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად, გადასცემს სოციალური დახმარების გაცემის კომისიას.
მუხლი 10🔗. კომისია
1. შემოსულ განცხადებებს საბოლოოდ განიხილავს კომისია, რომელსაც ჰყავს თავმჯდომარე, მდივანი და კომისიის 5 წევრი.
2. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს ხმათა უმრავლესობით არანაკლებ 2/3-ისა.
3. კომისია გადაწყვეტილებას ღებულობს ამ წესის მე-2 თავის მე-2,მე-5, მე-6 მუხლებით გათვალისწინებულ დახმარებაზე.
4. კომისია იკრიბება თვეში ერთჯერ და ამზადებს დასკვნებს საკრებულოს თავმჯდომარესთან წარსადგენად.
მუხლი 11🔗.კომისიის სხდომის ოქმები
1. კომისიის ყველა სხდომაზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე და სხდომაზე დამსწრე ყველა წევრი.
2. კომისიის ყველა გადაწყვეტილება აისახება ოქმში.
3. კომისიის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
მუხლი 12🔗. სოციალური დახმარების გაცემის საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, რომელიც კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე შუამდგომლობას წარუდგენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რომელიც გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
2. გადაუდებელ შემთხვევაში, დახმარება შეიძლება გაიცეს კომისიის დასკვნის გარეშეც, მე-8 მუხლის გათვალისწინებით (რეანიმობილით გადაყვანა), ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით.
მუხლი 13🔗. დახმარების გაცემა
1. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების ასლი, რომლითაც დამტკიცებულია ბენეფიციართა პერსონალური შემადგენლობა, მისამართი და თანხა, იგზავნება გამგეობის საფინანსო სამსახურში.
2. თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშწორებით.
თავი IV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 14🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. წინამდებარე წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.