„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№15
სარეგისტრაციო კოდი
010240030.10.003.017179
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №15

2013 წლის 29 იანვარი

   ქ. თბილისი

 

„საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, შეტანილ იქნეს ცვლილება „საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის №249 დადგენილებაში (სსმ, 2005 წელი, მუხლი 1714) და დამტკიცებული დებულების:

1. მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ა) მოსახლეობის  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სა­ხელ­მწიფო პოლიტიკის შემუშავება, განხორციელება და საქმია­ნო­ბის კოორდინაცია;“.

   2. მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ­ციით:

„დ) შრომისა და დასაქმების სფეროში:

დ.ა) შრომითი ურთერთობებისა და სოციალური პარტნიორობის ხელ­შეწ­­ყობა;

დ.ბ) შრომითი მიგრაციის რეგულირება;

დ.გ) დასაქმების ხელშეწყობა, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის საკითხების კოორდინაცია.“.

   3. მე-3 მუხლს დაემატოს „ო3 “ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„ო3) შრომისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით კომპეტენციის      ფარ­­­გ­ლებში შესაბამისი პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების გან­საზღვრა, სათანადო პროექტებისა და პროგრამების  შემუშავება, გან­ხორ­­­­ციელების ხელშეწყობა;“.

4. მე-4 მუხლის:

ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;

ბ) მე-3 პუნქტს დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:

„კ) შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი.“.

5. 185 მუხლის „ზ“ – „ნ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.

6. დებულებას დაემატოს  შემდეგი შინაარსის 187 მუხლი :

 ,,მუხლი 187.  შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტი

შრო­მისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ძირითადი ამ­ო­ცა­ნე­ბი და კომპეტენციაა:

ა) შრომითი კანონმდებლობის სრულყოფის წინადადებების შე­მუ­შავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება;

ბ) შრომის სფეროში მოქმედი ნორმების საერთაშორისო სტან­დარ­ტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად წინადადებების შემუშავება;

გ) შრომის სფეროში სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტ­ნიორობის მხარდაჭერა;

დ) კოლექტიური შრომითი დავების რეგულირებისთვის, სოც­ია­ლურ პარტნიორებთან ერთად, მოდერატორის ფუნქციების შესრუ­ლება;

ე) შრომისა და დასაქმების სფეროში საერთაშორისო კონვენ­ციე­ბის, რეკომენდაციების, შეთანხმებების შესრულების მონიტორინგი. სა­ხელმწი­ფოს მხრიდან აღებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე პერიოდული ანგარიშების მომზადება/წარდგენა;

ვ) დასაქმების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფის წინადადებების შემუშავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექ­ტების მომზადება;

ზ) შრომის ბაზრის კვლევა და ანალიზი; შესაბამისი მეთოდური მასალების განვითარების მხარდაჭერა;

თ) შრომის ბაზრის ინფრასტრუქტურის (პროფორიენტაცია, პროფ­­კონსულტირება, დასაქმებაში დახმარება)  განვითარების მხარ­დაჭერა;

ი) სამუშაოს მაძიებლების (მ.შ. უმუშევრების) რეგისტრაციისა და აღრიცხვის მეთოდური მასალების შემუშავება;

კ) დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების შემუშავება და განხორციელების ხელშეწყობა;

ლ) დასაქმების ხელშეწყობის განმახორციელებელი სამინისტროს სის­ტემის ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მონი­ტო­რინ­გი;

მ) დასაქმების ფორუმების ორგანიზება;

ნ) შრომითი მიგრაციის (შიდა და გარე) რეგულირებისათვის წინადა­დებების შემუშავება; შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექ­ტე­ბის მომზადება;

ო) დასაქმების კერძო სააგენტოების სახელმწიფო რეესტრის წარ­მოე­ბა;

პ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სა­ხელ­­მწიფო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე არასამხედრო, ალ­ტერნატიულ შრომით სამსახურში იმ წვევამდელთა გაწვევის გან­ხორ­­­ციელება, რომლებმაც სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თა­­­ვი­სუფლების მოტივით უარი განაცხადეს სამხედრო ვალდებულე­ბის მოხდაზე და ამ მოქალაქეების დასაქმების ორგანიზაცია;

ჟ) საქართველოს მასშტაბით დამატებითი სამუშაო ადგილების მოძიე­ბა, ხელშეკრულების დადება დაინტერესებულ საწარმოსთან, ორგა­ნი­ზა­­ციასა და დაწესებულებასთან არასამხედრო, ალტერნატიული შრო­მითი სამსახურისათვის განკუთვნილ მოქალაქეთა დასასაქმებლად;

რ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოქალაქის მიერ არა­სამ­ხედ­­­რო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზ­ციის უზრუნველყოფა;

ს) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, პირადად გაწვეულისათვის, მისი გამწვევი ორგანოსა და არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგილის ადმინისტრაციისათვის მოქალაქის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის თაო­ბა­ზე შესაბამისი ცნობის გაგზავნა;

ტ) არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ადგი­ლების ნუსხის შემუშავება დაინტერესებული უწყებებიდან კანონ­მდებლობით დადგენილი წესით წარდგენილი განცხადებების შესაბამისად;

უ) საჭიროების შემთხვევაში არასამხედრო, ალტერნატიული შრო­მი­თი სამსახურის მოსამსახურის სამუშაო ადგილის შეცვლის ორგანი­ზება;

ფ) არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სა­კითხ­თან დაკავშირებით შესული განცხადებებისა და მასალების გან­ხილვა, აგრეთვე არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიის მუშაობისა და მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა განხორციელების ორგანიზაციული უზრუნ­ველ­ყოფა.

ქ) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ სფეროში სამინისტროს მიერ დასადები საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების მომზა­დება, დადებულ საერთაშორისო ხელშეკრულებებში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჭიროების განსაზღვრა.“.

მუხლი 2
 დადგენილება ამოქმედდეს 2013 წლის 11 თებერვლიდან  .

პრემიერ-მინისტრიბიძინა ივანიშვილი