,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№6
სარეგისტრაციო კოდი
010240060.57.069.016024
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/02/2013

დოკუმენტის ტექსტი

 

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №6

2013 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

 

,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების  წესში“  (ვებპორტალი, 08.04.2011) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 

1. მე–2 მუხლის პირველი პუნქტის ჰ4 და ჰ5 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ჰ4) პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება – ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000) სახელმწიფო შესყიდვისას, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვისას გასაწევი მომსახურების ერთეულის ღირებულება/ერთეულების სავარაუდო ჯამური ღირებულება;

5) პრეისკურანტის საბოლოო ღირებულება – გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000),  აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების ერთეულის ღირებულება/ერთეულების საბოლოო ჯამური ღირებულება;“.   

 

2. 26–ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. ტენდერის მეშვეობით ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000) სახელმწიფო შესყიდვა, აგრეთვე საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა შესაძლებელია განხორციელდეს პრეისკურანტის საფუძველზე.“.

) მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,4. პრეისკურანტის საფუძველზე ტენდერის ჩატარებისას, შემსყიდველი ორგანიზაცია სატენდერო დოკუმენტაციაში თვითონ განსაზღვრავს პრეისკურანტში მოცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000) ერთეულების ღირებულების დადგენის წესს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების საბოლოო ფასთან მიმართებაში.“.

გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,5. პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000) რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების (CPV 50100000), სასადილოებისა და საზოგადოებრივი კვების მომსახურების (CPV 55500000), შენობის ტექნიკური მოწყობილობების შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების (CPV 50700000), სადაზღვევო და საპენსიო მომსახურებების (CPV 66500000) ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.“.  

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარეტატო ურჯუმელაშვილი