ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 31.01.2013
ძალის დაკარგვა 25.06.2013
გამომცემი ორგანო ამბროლაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №04
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.117.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
ცვლილება შეტანილია აქტით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ფარჯანაძე | ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 21.06.2013
დოკუმენტის ტექსტი
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №4
2013 წლის 31 იანვარი
ქ. ამბროლაური
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტის და ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები“ (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ფარჯანაძე
დანართი №1
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დაკმაყოფილება სავალდებულოა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 2🔗.
მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები
1.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები შედგება მინიმალური და სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებისაგან.
2.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები საერთოა ყველა საჯარო მოხელისათვის.
3.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები წესდება საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი რანგებისა და სამუშაოთა აღწერილობების შესაბამისად, გამგეობის სამსახურების, განყოფილებების და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების მიხედვით და მოიცავს საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელეთა ყოველ თანამდებობას.
მუხლი 3🔗.
დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების კომპონენტები
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა)
პროფესიული ცოდნის მოთხოვნები;
ბ)
ზოგადი უნარების მოთხოვნები;
გ)
პროფესიული უნარების მოთხოვნები.
მუხლი 4🔗.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნის სფეროში
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების მინიმალური ცოდნა.
მუხლი 5🔗.
მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნა ზოგადი უნარების სფეროში
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
მუხლი 6🔗.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების სფეროში
1.
თანამდებობათა რანგების მიხედვით სავალდებულოა:
ა)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და სამწლიანი სამუშაო გამოცდილება – გამგებლის თანამდებობის დასაკავებლად;
ბ)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი და ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება ან ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ორწლიანი სამუშაო გამოცდილება – გამგებლის მოადგილისა და საკრებულოს აპარატის უფროსის თანამდებობების დასაკავებლად;
გ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება – სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსისა და თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის თანამდებობების დასაკავებლად;
დ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება – მთავარი სპეციალისტისა და წამყვანი სპეციალისტის თანამდებობების დასაკავებლად;
ე)
ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება – უფროსი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება სპეციალისტის თანამდებობაზე.
3.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობების დასაკავებლად შესაბამისი ვადით პრეტენდენტის საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მუხლი 7🔗.
სპეციალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები პროფესიული უნარების სფეროში
1.
საკრებულოს აპარატისა და გამგეობის საჯარო მოხელის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა:
ა)
ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით საქმისწარმოების პროფესიული უნარები;
ბ)
პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები.
2.
მთავარი სპეციალისტის, წამყვანი სპეციალისტის, უფროსი სპეციალისტისა და სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად სავალდებულოა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ორგანოების საქმისწარმოებაში გამოყენებულ დოკუმენტებთან ელექტრონული საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების მეშვეობით მუშაობის (დოკუმენტის მიღება, დოკუმენტის შედგენა და გადაგზავნა) პროფესიული უნარები.