„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№№ 1-1/26
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.024.016256
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 06/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/26

2013 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 30/12/2011, 010240030.22.024.016146) დამტკიცებულ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:

ა) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს სამართალშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავება და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულება და შესრულების კოორდინაცია;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

გ) სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზა და სამართლებრივი დასკვნების მომზადება ან/და ვიზირება;

დ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში , საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენის უზრუნველყოფა ან /და კოორდინაცია ;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში , სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივი უზრუნველყოფა ;

ზ) სამინისტროს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში;

თ) ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვა ან/და მათ განხილვაში მონაწილეობა სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ი) სამინისტროს სახელით დასადები საერთაშორისო და სხვა სახის ხელშეკრულების პროექტების მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;

კ) სხვადასხვა უწყებებიდან შემოსული და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ლ) იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგი, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ ”სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს” შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას.”.

 2. მე-4 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

”3. სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს შესაბამისი ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მომზადებას, სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში;

ბ) ახორციელებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების ექსპერტიზას, სამართლებრივი დასკვნების მომზადებას ან/და ვიზირებას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში;

გ) უზრუნველყოფს სხვადასხვა უწყებიდან შემოსული და სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებულ და სამინისტროსთვის წარდგენილ ხელშეკრულებათა პროექტებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადებას;

დ) ახორციელებს სამინისტროს სახელით დასადები ხელშეკრულებების მომზადებას ან/და სამართლებრივ ექსპერტიზას.

ე) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენას ან /და კოორდინაციას ;

ვ) განიხილავს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა საჩივრებს, განცხადებებს ან/და მონაწილეობს მათ განხილვაში სამინისტროს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;

ზ) სამინისტროში შემოსული საჩივრების ანალიზის საფუძველზე ამზადებს წინადადებებს კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე;

თ) ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამართლებრივ უზრუნველყოფას ;

ი) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად უზრუნველყოფს სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების თაობაზე წინადადებათა მომზადებას;

კ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას, აძლევს მას შესაბამის მსვლელობას და უზრუნველყოფს სათანადო რეაგირებას;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.

4. პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს სამინისტროს კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის შემუშავებასა და გეგმით გათვალისწინებული საკითხების დადგენილ ვადებში შესრულების კოორდინაციას;

 ბ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და შეიმუშავებს  დასკვნებს სხვადასხვა უწყებიდან შემოსულ, ასევე უშუალოდ სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისა და სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების თაობაზე;

გ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს და შეიმუშავებს სამართლებრივ დასკვნებს სამინისტროს მიერ სახელმწიფო შესყიდვების თაობაზე გასაფორმებელი, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე;

დ) ხელს უწყობს სამინისტროს საპარლამენტო მდივანს მისი ფუნქციების განხორციელებაში;

 ე) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს სამინისტროს პარლამენტთან ურთიერთობას და სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი დაწესებულებების მიერ მომზადებული საკანონმდებლო აქტების პროექტების კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს პარლამენტში წარდგენას;

 ვ) დამოუკიდებლად ან სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებთან ერთად შეიმუშავებს საკანონმდებლო და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტებს;

 ზ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დავალებების შესრულებას და შესაბამის ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს და/ან საქართველოს მთავრობას;

 თ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს სამინისტროსა და მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს მთავრობაში, საქართველოს პარლამენტში და სხვა სახელმწიფო უწყებებში წარდგენას ან /და კოორდინაციას ;

ი) ახორციელებს იმ ხელშეკრულებების შესრულების მონიტორინგს, რომლებიც დადებულია სამინისტროს მიერ და სამინისტროსა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, არ ექვემდებარება სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის განხორციელებას;

კ) განიხილავს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;

 ლ) ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებსა და დაკისრებულ ამოცანებს.”.

მუხლი 2. ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 31.01.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.01.2013. მიმღები ორგანო — საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №№ 1-1/26. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.22.024.016256.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.01.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №1-1/2779 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №№ 1-1/26, 31.01.2013, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016256 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1834294/