📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.025.016097
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2013
matsne.gov.ge 288 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება  №18 2013 წლის 4 თებერვალი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ლოგოს, თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის), სამსახურებრივი პირადობის მოწმობისა და ლუქის ნიმუშების დამტკიცების შესახებ „გარემოს დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 13 მაისის №4653 კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის,  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის მე-19 პუნქტისა  და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე,  ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ლოგოს ნიმუში“, დანართი 1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნების მქონე სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმის) ნიმუში“, დანართი 2-ის შესაბამისად. 3. დამტკიცდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივი პირადობის მოწმობის ნიმუში“, დანართი 3-ის შესაბამისად. 4. დამტკიცდეს „საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს თანამშრომლის ლუქის ნიმუშები“, დანართი 4-ის შესაბამისად. 5. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2010 წლის 11 ნოემბრის №54 ბრძანება „გარემოს დაცვის ინსპექციის ლოგოს, ინსპექციის თანამშრომლის განმასხვავებელი ნიშნებით სპეციალური ტანსაცმლის (უნიფორმა), სამსახურებრივი პირადობის მოწმობის, სამკერდე ნიშნის, ლუქის, ბეჭდის, მოძრავი სატრანსპორტო საშუალების გასაჩერებელი სპეციალური დისკის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“. 6. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრიკახა კალაძე