⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (28.07.2014)
გაუქმებულია:

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.02.2013
ძალის დაკარგვა 28.07.2014
გამომცემი ორგანო ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №6
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.167.016090
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,075 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.02.2013 მიღება
28.07.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბაკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №6 2013 წლის 1 თებერვალი ქ.ლაგოდეხი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ          „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის  შესაბამისად, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗.        დამტკიცდეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის  დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗.        ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტაციის სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ“ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010 წლის 14 სექტემბრის №26 დადგენილება. მუხლი 3🔗. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარედავით ბაკაშვილი ლაგოდეხის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართი                                            მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები         1. დებულება განსაზღვრავს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტაციული სამსახურის (შემდგომში სამსახური) დანიშნულებას,  მის ფუნქციებს, ამოცანებს, უფლება-მოვალეობებს და მართვის ორგანიზებას.        2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს ,,საქართველოს კონსტიტუციის’’, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების; აგრეთვე, საკრებულოს დადგენილებების, განკარგულებების და გამგებლის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტების საფუძველზე.       3. სამსახურს აქვს ბეჭედი,  შტამპი, ბლანკი  სახელწოდების აღნიშვნით.       მუხლი  2🔗. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები       1. სამსახური ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო, სამართლებრივ და ორგანიზაციულ მომსახურებას.      2.    სამსახურის ძირითადი ამოცანებია:      ა)   გამგებლის დავალების შესაბამისად  გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის და გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადება საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;      ბ)  მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ფონდებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, საწარმოებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან მუნიციპალიტეტის გამგეობის შეხვედრების ორგანიზება;      გ)  გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების იურიდიული კონსულტირება;      დ) გამგებელთან მოქალაქეთა მიღების, გამგებლის თათბირების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, მიღებული გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულების ორგანიზება;      ე)  საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;      ვ) გამგეობაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზება, შემოსული და გასული ოფიციალური კორესპონდენციების, წერილების აღრიცხვა, რეგისტრაცია, დანიშნულებისამებრ განსახილველად გადაცემა, ამ მიმართებით სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის ანალიზი, შესაბამისი დოკუმენტაციის მუდმივი შენახვისათვის არქივში დროული ჩაბარება;      ზ) გამგებლის გადაწყვეტილებათა და გასული ოფიციალური კორესპონდენციების საქართველოს კანონმდებლობასთან  შესაბამისობის უზრუნველყოფა, გამგეობის კანონიერი უფლებების დაცვა სასამართლოში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი არქივის საქმიანობის წარმართვა;     თ)  პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მომზადება;     ი)  საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელება სათანადო ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. საჭიროების შემთხვევაში, გამგეობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენელთა დასწრების უზრუნველყოფა;      კ)   გამგეობის მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების, პირადი საქმეების გაფორმება და აღრიცხვა, საპენსიო საბუთებისა და ყოველწლიური შვებულებების გაფორმება, შესაბამისი აქტების მომზადება თანამშრომლების მიღება-გათავისუფლების, დაჯილდოების, წახალისების და დისციპლინური წესით დასჯის თაობაზე, კონტროლი მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესის შესრულებაზე, საჭიროების შემთხვევაში, საიდუმლო საქმისწარმოების განხორციელება;       ლ)  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, მომსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება;       მ) მოქმედი კანონმდებლობის, საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების, გამგეობის დებულების, წინამდებარე დებულების და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილების განხორციელება.        3. სამსახური ანგარიშვალდებულია  გამგებლის და კურატორი გამგებლის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას, კანონმდებლობით დადგენილი  წესით.        მუხლი 3🔗. სამსახურის სტრუქტურა      სამსახური შედგება სამი განყოფილებისგან:       ა)   მოქალაქეთა მომსახურების და ინფორმაციის განყოფილება;       ბ)   საორგანიზაციო განყოფილება;       გ)  იურიდიული განყოფილება.      მუხლი  4🔗.    სამსახურის უფროსი        1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.       2.   სამსახურის უფროსი:       ა)   უძღვება სამსახურის საქმიანობას;       ბ)  შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს სამსახურის და გამგეობის საშტატო ნუსხას;       გ) გამგებელს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად წარუდგენს სამსახურის საჯარო მოხელეთა კანდიდატურებს;      დ) ამზადებს წინადადებებს სამსახურის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენად;       ე)  გამგებელს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;       ვ)  ადგენს გამგეობის შინაგანაწესს და საქმისწარმოების წესს, რომელიც გამგებლის მიერ დასამტკიცებლად წარედგინება საკრებულოს თავმჯდომარეს;       ზ) ახორციელებს  გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;      თ)   საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს საიდუმლო საქმისწარმოებას.       3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მოვალეობას, გამგებლის დავალებით ასრულებს სამსახურის  ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.          მუხლი 5🔗.  განყოფილების უფროსი         1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც სამსახურის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.        2.  განყოფილების უფროსი:       ა) ახორციელებს განყოფილების და განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;       ბ) პასუხს აგებს განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;       გ) განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;      დ) ორგანიზებას უწევს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ მათთვის დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;      ე) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს; შეიმუშავებს წინადადებებს განყოფილების მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;      ვ) შესაბამისი განყოფილების მოსამსახურეებს უქმნის აუცილებელ პირობებს მათი ფუნქციური მოვალეობების შესრულებისათვის, აგრეთვე საიდუმლოების რეჟიმისა და შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის;      ზ) აღასრულებს გამგებლის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ დავალებებს.       3. განყოფილების  უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.        4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.        მუხლი 6🔗. მოქალაქეთა მომსახურებისა და ინფორმაციის განყოფილება      მოქალაქეთა მომსახურებისა და ინფორმაციის განყოფილება:      ა)  ახორციელებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;      ბ) ახორციელებს გამგეობაში  მოქალაქეთა განცხადებების აღრიცხვას, რეგისტრაციას, დანიშნულებისამებრ განსახილველად გადაცემას, მათზე რეაგირების უზრუნველყოფას;      გ)  უზრუნველყოფს პრესკონფერენციების და ბრიფინგების მომზადებას;     დ) უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობაზე ოფიციალური ინფორმაციის ოპერატიულად გავრცელებას სათანადო ორგანიზაციებში, მასობრივი ინფორმაციის  საშუალებებში. საჭიროების შემთხვევაში, გამგეობის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებზე მასობრივი ინფორმაციის  საშუალებების წარმომადგენლების დასწრებას;      ე) ამზადებს და ხელს უწყობს გამგებლის საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს, უზრუნველყოფს გამგეობაში ჟურნალისტების აკრედიტაციას, საზოგადოებასთან ქმედითი ურთიერთობების ჩამოყალიბებას.       მუხლი 7🔗. საორგანიზაციო განყოფილება       საორგანიზაციო განყოფილება:        ა) უზრუნველყოფს გამგეობის მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების, პირადი საქმეების გაფორმებას და აღრიცხვას, საპენსიო საბუთების, ყოველწლიური შვებულების და სამივლინებო დოკუმენტების გაფორმებას, თანამშრომლების მიღება-გათავისუფლების, დაჯილდოების, წახალისების და დისციპლინარული წესით დასჯის თაობაზე შესაბამისი წინადადების მომზადებას,  მომსახურეთა მიერ შინაგანაწესის დაცვას, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციის წარმოებას, შიდა არქივის წარმოებას. შესაბამისი დოკუმენტაციის მუდმივი შენახვისათვის ადგილობრივ არქივში დროულ ჩაბარებას;      ბ) ახორციელებს გამგეობაში ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას, შემოსული და გასული ოფიციალური კორესპონდენციების, წერილების აღრიცხვას, რეგისტრაციას, დანიშნულებისამებრ განსახილველად გადაცემას, მათზე რეაგირების უზრუნველყოფას;      გ) უზრუნველყოფს გამგებელთან მოქალაქეთა მიღებას, გამგებლის თათბირების ორგანიზაციულ პროცედურებს, მიღებული გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას;      დ) ამზადებს გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტებს რწმუნებულებთან ურთიერთობის საკითხებში და უზრუნველყოფს სამუშაო გეგმითა და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას;       ე) უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო-საცნობარო და პროგრამულ მომსახურებას. საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, ინტერნეტ-გვერდების შექმნას;       ვ) გამგებლის დავალებით ამზადებს გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტს და გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს საკრებულოს თავმჯდომარისთვის  წარსადგენად;      ზ) უზრუნველყოფს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებას.      მუხლი 8🔗. იურიდიული განყოფილება       იურიდიული განყოფილება:      ა) უზრუნველყოფს გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას;      ბ) ამზადებს  გამგებლის მიერ გამოსაცემი სამართლებრივი აქტების პროექტებს. მეთოდურ დახმარებას უწევს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;      გ) უზრუნველყოფს გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების და სხვა იურიდიული შინაარსის დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან;      დ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სამართლებრივი აქტების პროექტებთან და განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით;      ე) უზრუნველყოფს გამგეობის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;      ვ) წარმოადგენს და იცავს გამგეობის ან/და თვითმმართველი ერთეულის ინტერესებს სასამართლოში;      ზ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.          მუხლი 9🔗. სამსახურის საჯარო მოსამსახურე          1. სამსახურის მოსამსახურეს ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.         2.  პასუხისმგებელია გამგებლის და სამსახურის უფროსის  წინაშე.         3. უზრუნველყოფს გამგებლის, სამსახურის უფროსისა და   თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით დაკისრებულ უფლება-მოვალეობების შესრულებას.