ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 31.01.2013
ძალის დაკარგვა 30.10.2013
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №2
სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.138.016083
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (8)
| 1 | ცენტრალური ზონა |
| 2 | შუალედური ზონა |
| 3 | პერიფერიული ზონა |
| ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგი სანდროშვილი | ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| IMG | ITL |
| 0,45 | 0,7 |
| 0,28 | 1 |
| # | ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 25.10.2013
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 17.01.2012
დოკუმენტის ტექსტი
ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №2
2013 წლის 31 იანვარი
ქ. ახალციხე
ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის, „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის №603 ბრძანებულებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დადგინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის ტერიტორიის ზონირება დანართი №2-ის მიხედვით.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 17 იანვრის №4 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, 25/01/2012, სარეგისტრაციო კოდი 200140030.35.138.016056).
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი
დანართი №1
ახალციხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი
1. ქალაქ ახალციხეში სახელმწიფო და ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1 კვადრატული მეტრი მიწის ნორმატიული ფასი (შემდგომში „მიწის ნორმატიული ფასი“) დიფერენცირებულია ქალაქ ახალციხის ზონირების საფუძველზე შესაბამისი ზონების მიხედვით, დგინდება შესაბამის ადგილზე არსებული მიწის საბაზრო ფასის გათვალისწინებით და იანგარიშება შემდეგი ფორმულის მიხედვით:
CN = IMG X ITL X C X K, სადაც:
ა) CN არის ერთი კვადრატული მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი;
ბ) IMG არის მაკრომდებარეობის ინდექსი, რომელიც ქალაქ ახალციხისათვის უდრის 0,45-ს, ხოლო ქალაქ ვალისათვის უდრის 0,28-ს
გ) ITL – არის ლოკალური ტერიტორიული ინდექსი, რომელიც უდრის:
გ.ა) ცენტრალური ზონისათვის - 1,3 -ს,
გ.ბ) შუალედური ზონისათვის - 1-ს,
გ.დ) პერიფერიული ზონისათვის - 0,7-ს;
დ) C – არის საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე დადგენილი ქონების გადასახადის საბაზისო განაკვეთი და მისი მნიშვნელობა 0,24 ლარის ტოლია;
ე) K – არის მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი და მისი მნიშვნელობა ყველა ზონაში უდრის 50-ს.
2. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ახალციხეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი ოდენობით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
ცენტრალური ზონა
0,45
1,3
0,24
50
7,02
შუალედური ზონა
0,45
1
0,24
50
5,40
პერიფერიული ზონა
0,45
0,7
0,24
50
3,78
3. პირველი პუნქტის მიხედვით ქალაქ ვალეში მიწის ნორმატიული ფასი დადგინდეს შემდეგი სახით:
IMG
ITL
C
K
CN (ლარი)
0,28
1
0,24
50
3,36
4. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,70 ლარს.
5. ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 30%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 1,62 ლარს.
6. ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებათა შორის არეალებში გამავალი „საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 15 სექტემბრის №554 ბრძანებულებით განსაზღვრულ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (თითოეულ მხარეს) არსებული მიწის ნორმატიული ფასი დადგენილია ქალაქ ახალციხის შუალედური ზონისათვის დადგენილი ფასის 50%-ის ოდენობით და იგი შეადგენს 2,70 ლარს. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ დანართის მე-5 პუნქტით დადგენილი ფასი.
დანართი №2
#
ქალაქ ახალციხის ზონების აღწერა
ლოკალური ტერიტორიული ინდექსი ITL
1
ცენტრალური ზონა
მდ.ფოცხოვის მარჯვენა სანაპირო ,,ახალი ხიდიდან” - ,,ძველ ხიდამდე” - შემოსაზღვრული შემდეგი ქუჩებით (მათი ჩათვლით): პეტრე იბერის, ე.თაყაიშვილის, წმ.ქეთევან დედოფლის ჩრდილოეთით, 9 აპრილის ქუჩის და ,,ხუთსართულიანი” დასახლების დასავლეთით მოქცეული ტერიტორია (კერძოდ ქუჩები: მანველიშვილის, წმ.ანდრია პირველწოდებულის, მებაღიშვილის, თაყაიშვილის, კოსტავას, ორბელიანის, თაბუკაშვილის, იაძის, წიქვაძის, ივერიელის, კლდიაშვილის, დემეტრე თავდადებულის, ი.ათონელის, გამსახურდიას, ქეთევან დედოფლის, ბარათაშვილის, მეგობრობის, ნონეშვილის, თბილისის, სულხან-საბას, ნებიერიძის, კეცხოველის, ფარნავაზ მეფის, რუსთაველის, თამარ მეფის, შალვა ახალციხელის, წმ.ილია მართლის, გამრეკელის, თუმანიშვილის, კანანელის, ასპინძის, ვარძიის, ვარძიის ჩიხი, იოანე პეტრიწის, წმ.დავით და კონსტანტინეს, გვარამაძის, 9 აპრილის, სარაჯიშვილის, ხაშურის, მარჯანიშვილის, სააკაძის, დიდმამიშვილის, ნათენაძის). ,,რაბათის” დასახლება - ქუჩები: ციხისძირის, ე.ათონელის, ხმალაძის, გურამიშვილის, ყაზბეგის, ხარისჭირაშვილის, გოგებაშვილის. აბასთუმნის გზატკეცილი, ,,9 აპრილის ქუჩის და ,,ახალი ხიდის” გადაკვეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორია, ახალქალაქის გზატკეცილი, თამარაშვილის, თამარაშვილის ჩიხი, ,,საბარგო სადგურის” დასახლება: დავით აღმაშენებლის ქუჩა.
1,3
2
შუალედური ზონა
1
ქუჩები: მაისურაძის, ჩოლოყაშვილის, ნიკოლაძის, ჯავახიშვილის, ვაჟა-ფშაველას, მღვდელი თევდორეს, ფალიაშვილის, ჭყონდიდელის, ჯაყელის, წერეთლის, გორგასლის, ზედგინიძის, მესხეთის, მესხეთის ჩიხი, ბაღინაშვილის, სამსონიძის, ახვლედიანის, დანიელაშვილის, პაატა მიქუტიშვილის, ერევნის, ქუთაისის, საფარის, ზარზმელის, გორის ჯანაშიას, მთაწმინდელის, ხანძთელის.
3
პერიფერიული ზონა
0,7
ივანე ახალციხელის ქუჩის დასახლება, ,,საბარგო სადგურის” დასახლება (ქუჩები: გიორგი ბრწყინვალეს, ბორჯომის, აბასთუმნის, ჭონქაძის, ივ.ახალციხელის., ადიგენის, ტაბიძის, ტაბიძის ჩიხი, ) სომხური სასაფლაოს და ყოფილი ,,ყველ-კარაქის” ქარხნის მიმდებარე ტერიტორია, ახალქალაქის გზატკეცილის ჩიხი.