📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 31.01.2013
ძალაში შესვლა 20.02.2013
ძალის დაკარგვა 18.04.2014
გამომცემი ორგანო ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.138.016084
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 437 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2013 მიღება
20.02.2013 ძალაში შესვლა
18.04.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ოლეგი სანდროშვილი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №3 2013 წლის 31 იანვარი ქ. ახალციხე ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტების, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“  საქართველოს კანონის, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემდეგი სახის ადგილობრივი მოსაკრებლები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის; 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი. 3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის. 4. სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 განისაზღვროს და დამტკიცდეს ახალციხის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემდეგი განაკვეთები: 1. მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის: ა) ახალასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართობის თითოეული კვადრატული მეტრისათვის ერთი ლარის ოდენობით; ბ) გათავისუფლდეს მოსაკრებლის გადახდისაგან სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა. 2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს: ა) II და III კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში: ა.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი; ა.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 300 (სამასი) ლარი; ა.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 200 (ორასი) ლარი; ბ) IV კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში: ბ.ა) განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში – 1 500 (ათას ხუთასი) ლარი; ბ.ბ) განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში – 1000 (ათასი) ლარი; ბ.გ) განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში – 700 (შვიდასი) ლარი; ბ.დ) განცხადების წარდგენიდან თხუთმეტ სამუშაო დღეში – 500 (ხუთასი) ლარი. 3. მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის:  ა) ერთ სულ მოსახლეზე  0.5 ლარის ოდენობით თვეში; ბ) იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის 15 ლარის ოდენობით ერთ კუბურ მეტრ ნარჩენებზე. 4. სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით დიფერენცირებული სათამაშო ბიზნესის შემდეგი მოსაკრებელი: ა) სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე  - კვარტალში 15 000 ლარის ოდენობით;  ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე - კვარტალში 1 500 ლარის ოდენობით; გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე - საპრიზო  ფონდის 10 პროცენტის ოდენობით. დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში    30 000 ლარის ოდენობით; ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარის ოდენობით. მუხლი 3🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 6 იანვრის №2 დადგენილება (სსმ ვებგვერდი, 13/01/2012, სარეგისტრაციო კოდი  210020010.35.138.016054). მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეოლეგი სანდროშვილი