„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 7 დეკემბრის №50 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №04 |
|
2013 წლის 31 იანვარი ქ. ბათუმი
|
„5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, დიდაჭარის ქ. №23.“.
„3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება;
ბ) სასამართლოსთან და სხვა ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება;
გ) შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება;
დ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება;“.
„5. სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციები და ამოცანები:
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) გამგებლის, გამგებლის მოადგილის (მოადგილეებისათვის) კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელშეწყობა;
ბ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებში (ტერიტორიულ ორგანოებში) მომზადებული სამართლებრივი აქტებისა და სხვა ოფიციალური დოკუმენტაციის პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;
გ) ცალკეულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების შედგენა;
დ) გამგებლისათვის წინადადებების მომზადება გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებით წარმოშობილი ცალკეული საკითხების შესახებ;
ე) გამგებლის დავალებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ვ) გამგეობის თანამშრომელთათვის კონსულტაციის მიცემა ქვეყანაში მოქმედ კანონმდებლობასთან დაკავშირებით.
ზ) გამგებლისა და გამგეობის ინფორმაციულ-ანალიტიკური უზრუნველყოფა ქვეყანაში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული ბაზის განვითარებისა და სრულყოფის შესახებ, მათ შორის, სამართლის ცალკეული დარგების მიმდინარე და პერსპექტიული ანალიზით;
თ) გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება და სამართლებრივი ექსპერტიზა;
ი) ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
კ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;“.
„მუხლი 51. სასამართლოსთან და სხვა ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნქციები და ამოცანები:
1. თავისი კომპეტენციის ფარგლებში სასამართლოსთან და სხვა ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:
ა) გამგეობის და გამგებლის, ასევე თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღმასრულებელი ფუნქციის განხორციელებისას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის წარმომადგენლობა საქართველოს საერთო სასამართლოებში, ასევე სხვა დაწესებულებებში (ორგანიზაციებში);
ბ) გამგეობაში შემოსული საჩივრებისა და გამგეობის საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი დავების ანალიზის საფუძველზე წინადადებათა მომზადება განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ;
გ) მისთვის დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად ინფორმაციის გამოთხოვა მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტზე დაქვემდებარებული დაწესებულებებისაგან;
დ) ადმინისტრაციული წარმოების განხორციელება გამგეობის კომპეტენციას მიკუთვნებულ რიგ საკითხებზე;
ე) სასამართლო სამართალწარმოებათა პრაქტიკის გათვალისწინებით წინადადებათა შემუშავება მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ;
ვ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით.
3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს.
5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“ .
|