საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №№ 1-1/27
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.024.016255
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/02/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
31.01.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი | საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 18.09.2009
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება
№1-1/27
2013 წლის 31იანვარი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 10 სექტემბრის №77 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის თანდართული დებულება.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2009 წლის 18 სექტემბრის №1-1/2131 ბრძანება.
3.
ბრძანება ამოქმედდეს 2013 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს
ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის
დეპარტამენტის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, უფლებამოსილებას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2.
დეპარტამენტი წარმოადგენს სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
3.
დეპარტამენტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებისა და სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
4.
დეპარტამენტი თავისი ამოცანებისა და ფუნქციების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
5.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის იმ მოადგილის წინაშე, რომელიც მინისტრის შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, კოორდინაციას უწევს დეპარტამენტის საქმიანობას.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და უფლებამოსილებებია:
ა)
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად;
ბ)
ქვეყნის ეკონომიკური რეფორმების და ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა;
გ)
შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
დ)
ქვეყნის ეკონომიკის დარგების ანალიზი და შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება;
ე)
ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ საინფორმაციო მასალების დამუშავება და გავრცელება;
ვ)
ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი არსებული პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ზ)
კომპეტენციის ფარგლებში, კანონპროექტებისა და სხვა სახის ინიციატივების შეფასება;
თ)
კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო რეიტინგებისა და სხვადასხვა ანალიტიკური კვლევებისათვის ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და რეფორმების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
ი)
მეწარმეებთან დიალოგის წარმოება მათთან პერიოდული შეხვედრებისა და გამოკითხვების ორგანიზების საშუალებით, სამეწარმეო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
კ)
კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობა სახელმწიფო და სამთავრობათაშორისი მოლაპარაკებების (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ) წარმოების პროცესში და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ლ)
კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების ზემოქმედების შეფასების მიზნით სამართლებრივი აქტების ანალიზთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება;
მ)
კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროექტების და პროგრამების განხილვა და შესაბამის მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
2.
დეპარტამენტის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
3.
დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის მოადგილის წინაშე.
4.
დეპარტამენტის უფროსი:
ა)
ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ)
წარმოადგენს დეპარტამენტს დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას;
გ)
ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტში შემავალ სამმართველოებსა და მოსამსახურეებს შორის და აძლევს მათ შესაბამის მითითებებს;
დ)
ზედამხედველობს დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების უფროსებისა და მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
ე)
ხელს აწერს/ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ და/ან სამინისტროს სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ შესათანხმებლად წარმოდგენილ დოკუმენტებს;
ვ)
წარუდგებს მინისტრს და მინისტრის შესაბამის მოადგილეს წინადადებებს დეპარტამენტის სტრუქტურის, საშტატო განრიგის, მუშაობის ორგანიზაციის, მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ)
მინისტრთან და მინისტრის შესაბამის მოადგილესთან შუამდგომლობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, ასევე, მათი სამსახურებრივი მივლინების თაობაზე;
თ)
ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრულ ფუნქციებს, აგრეთვე, მინისტრისა და შესაბამისი მინისტრის შესაბამისი მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
5.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ზედამხედველობს დეპარტამენტის მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას და დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის შესაბამისი მოადგილისა და მინისტრის დავალებით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
7.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უფლებამოსილია ხელი მოაწეროს დეპარტამენტში მომზადებულ, სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გასაგზავნ კორესპონდენციას.
8.
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მასზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, მინისტრის შესაბამისი მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
9.
კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას, მის მოვალეობებს ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
1.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა)
ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველო;
ბ)
ეკონომიკური ანალიზის სამმართველო;
გ)
სამეწარმეო საქმიანობაზე რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველო.
2.
სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამმართველოს საქმიანობაზე დეპარტამენტის უფროსის და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის წინაშე.
3.
ეკონომიკური პოლიტიკის სამმართველოს ფუნქციებია:
ა)
ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი და ეკონომიკური პოლიტიკის წასამართად რეკომენდაციების შემუშავება მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად;
ბ)
შესაბამის უწყებებთან ერთად დარგობრივი და რეგიონული ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
გ)
ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების შესახებ ყოველკვირეული, ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური და წლიური საინფორმაციო-ანალიტიკური დაიჯესტების მომზადება და გავრცელება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ;
დ)
კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტიდან და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დასაფინანსებელი პროექტების და პროგრამების განხილვა და შესაბამის მოლაპარაკებებში მონაწილეობა;
ე)
სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
4.
ეკონომიკური ანალიზის სამმართველოს ფუნქციებია:
ა)
ქვეყანაში არსებული სამეწარმეო გარემოს ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების მიზნით;
ბ)
კომპეტენციის ფარგლებში, სახელმწიფო და სამთავრობოთაშორისი მოლაპარაკებების (მათ შორის, ევროკავშირთან ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში) წარმოების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
გ)
ქვეყნის ეკონომიკის სექტორების და დარგების ანალიზი და შესაბამისი საინფორმაციო მასალების მომზადება;
დ)
მეწარმეებთან დიალოგის წარმოება, მათთან პერიოდული შეხვედრებისა და გამოკითხვების ორგანიზების საშუალებით, სამეწარმეო სექტორში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
ე)
სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
5.
სამეწარმეო საქმიანობაზე რეგულირების გავლენის შეფასების სამმართველოს ფუნქციებია:
ა)
ქვეყნის ეკონომიკური და სექტორული რეფორმების, ინსტიტუციურ-სამართლებრივი რეგულირების სისტემის შემუშავებაში მონაწილეობა;
ბ)
კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, საერთაშორისო რეიტინგების და სხვადასხვა ანალიტიკური კვლევისთვის ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების და რეფორმების შესახებ ინფორმაციის მომზადება;
გ)
კომპეტენციის ფარგლებში, სამეწარმეო სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწის მიზნით, სათანადო ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება;
დ)
კომპეტენციის ფარგლებში, რეგულირების ზემოქმედების შეფასების მიზნით, სამართლებრივი აქტების ანალიზთან დაკავშირებულ პროცესში მონაწილეობის მიღება;
ე)
სამმართველოში შემოსული კორესპონდენციისა და დავალებების განხილვა და შესაბამისი რეაგირება.
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის მოსამსახურეები
1.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრი.
2.
დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის ფუნქციებს ანაწილებს დეპარტამენტის უფროსი.
3.
დეპარტამენტის მოსამსახურეები მათზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებაზე ანგარიშვალდებულნი არიან სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.