„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის „ოპიზარი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№20/ნ
სარეგისტრაციო კოდი
040030000.22.022.016540
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №20/ნ

2013 წლის 4 თებერვალი

ქ. თბილისი

 

,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული კოლეჯის ,,ოპიზარი“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №68/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – პროფესიული  კოლეჯის ,,ოპიზარი“  წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 6 მაისის №68/ნ ბრძანების ( www.matsne.gov.ge, 110511014, 17/05/2011, სარეგისტრაციო კოდი: 040030000.22.022.016105) პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:

ა) მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. კოლეჯის მიზანია:

ა) ფორმალური პროფესიულინ განათლებისნ პირველი სამი საფეხურის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (შემდგომში – პროგრამები) განხორციელება;

ბ) ტრენინგ-კურსების განხორციელება, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“;

ბ) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,თ1“ ქვეპუნქტი:

,,თ1) ახორციელებს ტრენინგ-კურსებს, რომელსაც თან არ ახლავს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიგიორგი მარგველაშვილი