1.  ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ პროფესიული მომსახურების ან დამოუკიდებელი ხასიათის მქონე სხვა საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

1)  თავისი საქმიანობის განხორციელების მიზნით მას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია რეგულარულად ხელმისაწვდომი ფიქსირებული ადგილი. ამ შემთხვევაში, შემოსავალი შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში, მაგრამ შემოსავლის მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ ფიქსირებულ ადგილს;

2)  ის იმყოფება მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში პერიოდით ან პერიოდებით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 183 დღეს ნებისმიერ თორმეტთვიან პერიოდში, რომელიც იწყება ან მთავრდება შესაბამის ფისკალურ წელს. ამ შემთხვევაში, შემოსავალი დაიბეგრება ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება ამ სახელმწიფოში განხორციელებულ საქმიანობას.

2.   ტერმინი „პროფესიული მომსახურება” მოიცავს, კერძოდ: დამოუკიდებელ სამეცნიერო, ლიტერატურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო ან პედაგოგიურ საქმიანობას, აგრეთვე ექიმების, ადვოკატების, ინჟინრების, არქიტექტორების, სტომატოლოგების და ბუღალტრების დამოუკიდებელ საქმიანობა