„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№24
სარეგისტრაციო კოდი
310050000.54.066.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/02/2013
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის

ბრძანება №24

2013 წლის 7 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 110630002, 30/06/2011) დამტკიცებულ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესში“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1.    მე-3 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის  „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

        „ბ)  სხ-ს აქვს:

       ბ.ა) სააგენტოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი (შვეულმფრენის,  5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ისათვის) და ადგილმდებარეობაზე ხმაურის ტიპის სერტიფიკატი; ან

       ბ.ბ) იკაოს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული ტიპის სერტიფიკატი (შვეულმფრენის,  5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე  სხ-ისათვის), ადგილმდებარეობაზე ხმაურის ტიპის სერტიფიკატი ან ანალოგიური დოკუმენტები; ან

       ბ.გ) იკაოს წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული კონკრეტული სხ-ის საფრენად ვარგისობის და ადგილმდებარეობაზე ხმაურის ვარგისობის სერტიფიკატები (მოწმობები);

      ბ.დ) ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გაცემული ან აღიარებული ტიპის სერტიფიკატი (შვეულმფრენის, 5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არა უმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ის გარდა).'

ბ)   მე-14 პუნქტის  „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „დ) ყოველ 6 თვეში ერთხელ მაინც, მის მიერ ექსპლუატირებული სხ-ის (შვეულმფრენის,  5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასის და არაუმეტეს 19 სერტიფიცრებული სამგზავრო ადგილის მქონე სხ-ის გარდა) საფრენად ვარგისობის შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა სააგენტოსთვის, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ აღიარებული ორგანიზაციიდან.'

2. მე-13 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სხ-ის ტიპის აღმნიშვნელი წარწერა შესაძლებელია დატანილ იქნეს ფუზელაჟის წინა ნაწილების ორივე მხარეს. იგი უნდა შესრულდეს სწორი შრიფტით და ფონისაგან მკვეთრად განსხვავდებოდეს“.

ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებულ სხ-ზე არ შეიძლება დატანილ იქნეს უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშა“.  

3. მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„იმპორტირებული საჰაერო ხომალდის შემთხვევაში – ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული საფრენად ვარგისობის საექსპორტო მოწმობა ან მოქმედი საფრენად ვარგისობის მოწმობა (იმ შემთხვევაში, თუ საექსპორტო ხელშეკრულების გაფორმების მომენტში სხ უკვე იმყოფება საქართველოს ტერიტორიაზე) ან რეკომენდაცია/ანგარიში მომზადებული სააგენტოსთვის მისაღები(აღიარებული) სხ-ს მწარმოებელი/სარემონტო ქარხნის ან სხ-ის საფრენად ვარგისობის შენარჩუნების მართვის ორგანიზაციის (CAMO) მიერ.'

ბ) კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) სხ-ის ექსპლუატანტის მიერ კონკრეტული სხ-ისათვის მომზადებული და დამტკიცებული  მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL).“

4. ამოღებულ იქნეს დანართი №17.
5. 25-ე მუხლის  მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საძებნ-სამაშველო, საავიაციო სამუშაოების, საწვრთნელი, სასოფლო-სამეურნეო და ჰუმანიტარული მიზნებისათვის განკუთვნილი ფრენების შესასრულებლად გამოყენებული სხ-ის (5700 კილოგრამზე ნაკლები მაქსიმალური ასაფრენი მასით, ან არა უმეტეს 19 სერტიფიცირებული სამგზავრო ადგილის მქონე) და შვეულმფრენის – 2019 წლის 31 დეკემბრამდე."

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორიგურამ ჯალაღონია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 07.02.2013.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 07.02.2013. მიმღები ორგანო — სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი. დოკუმენტის ნომერი — №24. სარეგისტრაციო კოდი — 310050000.54.066.016040.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.02.2013 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის ბრძანება „საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეგისტრაციისა და საფრენად ვარგისობის მოწმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2011 წლის 30 ივნისის №60 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №24, 07.02.2013, სარეგისტრაციო კოდი 310050000.54.066.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.02.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1837306/