⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (19.03.2018)
გაუქმებულია:

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2013
ძალის დაკარგვა 19.03.2018
გამომცემი ორგანო ვანის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.121.016065
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 314 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2013 მიღება
19.03.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გია ოჩხიკიძე ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №3 2013 წლის 4 თებერვალი ქ. ვანი ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ     „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 18​1  მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ქვეპუნქტისა და ,,სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 26 ოქტომრის №603 ბრძანებულების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 ქ. ვანის ტერიტორიაზე სახელმწიფო და ვანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის განსაზღვრისათვის გამოყენებულ იქნეს:    ა) შესაბამისი დასახლების მაკრომდებარეობის ინდექსი – Img;   ბ) ლოკალური ტერიტორიული ინდექსი – ITL;   გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის 1კვ.მ-ზე დადგენილი საბაზისო განაკვეთი – C;   დ) მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი –K. მუხლი 2🔗 ლოკალური ტერიტორიული ინდექსის სიდიდე ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 1,0-ით.   მუხლი 3🔗  მიწის ნორმატიული ფასის მარეგულირებელი კოეფიციენტი ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს 100-ით: K=100. მუხლი 4🔗     მიწის ნორმატიული ფასი 1 კვ.მ მიწის ფართობისათვის ქ. ვანის ტერიტორიაზე განისაზღვროს შემდეგი ფორმულით:       Cn=Img  x  ITL  x  C  x  K,   სადაც:   ა) Img – ვანის მუნიციპალიტეტისათვის შეადგენს-0,37-ს;     ბ) ITL – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილებით შეადგენს 1,0-ს;     გ) C – საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრულია 0,24 ლარით;    დ) K – ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით დანსაზღვრულია 100-ით;   ე) Cn=0,37 x 1 x 0,24 x 100=8,88 (ლარი). მუხლი 5🔗    დადგენილების მეოთხე მუხლის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სახელმწიფო და ადგილობრივი  თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 1კვ. მ  არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასი განისაზღვროს:   ა) ქ. ვანის ტერიტორიაზე – 8,88 ლარით;   ბ) ვანის მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე – 3,00;   გ) ვანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მ-ის რადიუსში – 5,00 ლარით;   დ) დასახლებათა შორის არეალებში – 2,50 ლარით. მუხლი 6🔗   კონტროლი დადგენილების შესრულებაზე  განახორციელოს ვანის მუნიციპალიტეტის      საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა   გია ოჩხიკიძემ. მუხლი 7🔗     ეს  დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეგია ოჩხიკიძე