სს “ბანკი კონსტანტა“-ს საჯარო განცხადება აუქციონის დანიშვნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო განცხადება
აუქციონის დანიშვნის შესახებ
2013 წლის 31 იანვარი
სპეციალისტი:
სააქციო საზოგადოება „ბანკი კონსტანტა“
საიდენტიფიკაციო კოდი – 204542771
მისამართი –ქ. თბილისი, წერეთლის გამზირი №117
ტელეფონი: (+ 995 32) 2 401 401
საინფორმაციო გვერდი: www.constanta.ge
ელ-ფოსტა: info@constanta.ge
წარმომადგენ ე ლი (აუქციონატორი): დავით თორაძე (მინდობილობა 31.01.2013, №00350)
სადეპოზიტო ანგარიში: GE53CN0001074503070001
სპეციალისტი აცხადებს პირველ საჯარო აუქციონს მესაკუთრის სახელზე რიცხულ, სს „ბანკი კონსტანტას“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე.
| საჯარო აუქციონის საიდენტიფიკაციო ნომერი: B003/2012 |
| უძრავი ნივთის მესაკუთრის სახელი და მისამართი: დავით ალექსიძე , პირადი № 24001038588 , კასპი, კოსტავას ქუჩა №29 |
| აუქციონის ჩატარების დრო: 2013 წლის 18 თებერვალი, 13:00 (საქართველოს დროით) |
| აუქციონის ჩატარების ადგილი: ქ. თბილისი, ა. წერეთლის გამზირი №117, ს.ს. „ბანკი კონსტანტას“ სათავო ოფისი. |
| უძრავი ნივთის საწყისი ფასი: 8343.92 აშშ დოლარი და 3 5 ლარი |
| უძრავი ნივთის ადგილმდებარეობა: ქალაქი კასპი, კოსტავას ქუჩა №29, საკადასტრო კოდი: 67.01.05.338.01.500. |
| უძრავი ნივთის აღწერა: საცხოვრებელი ბინა: სადარბაზო 1, სართული 1, ფართი: 95,62 კვ.მ. |
| გარდამავალი უფლებები: აუქციონის გზით ქონების რეალიზაციის შედეგად გარდამავალი უფლებები არ წარმოიშობა; |
| აუქციონის პირობები: ა) აუქციონში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პირს, მათ შორის, მოვალეს ან/და უძრავი ქონების მესაკუთრეს; ბ ) აუქციონში მონაწილეობის ყველა მსურველმა სპეციალისტთან უნდა წარმოადგინოს საბანკო გარანტია,გაცემული სს „ბანკი კონსტანტას“ (ბენეფიციარის) სასარგებლოდ, უძრავი ნივთის საწყისი ფასის არანაკლებ ერთი მეათედის ოდენობით და გარანტიის მინიმალური ვადით, არანაკლებ აუქციონის თარიღიდან3 0 საბანკო დღე. პირს, რომელიც ვერ წარმოადგენს შესაბამის საბანკო გარანტიას აუქციონის დაწყებამდე , ეკრძალება აუქციონში მონაწილეობა; გ) აუქციონი მიმდინარეობს მონაწილეთათვის სასურველი ნებისმიერი ბიჯის ოდენობით. შემოთავაზებული ბიჯი შეიძლება იყოს მხოლოდ მზარდი. აუქციონი გრძელდება ბოლო შემოთავაზებამდე. სპეციალისტმა უნდა გამოაცხადოს ბოლო შემოთავაზება სამჯერ და ხმამაღლა. აუქციონზე გამარჯვებულია ის პირი, ვინც უფრო მაღალ ფასს შესთავაზებს; დ ) აუქციონში გამარჯვებულმა აუქციონის თანხა სრულად უნდა შეიტანოს სპეცილისტის სადეპოზიტო ანგარიშზე აუქციონის დასრულების დღესვე, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს მის მიერ საბანკო გარანტიის სახით წარმოდგენილ თანხას და უქმდება მისი, როგორც აუქციონზე გამარჯვებულის, სტატუსი. ასეთ შემთხვევაში აუქციონზე გამარჯვებულად ითვლება ის პირი, რომლის შემოთავაზებული თანხა ერთი ბიჯით ჩამორჩებოდა გამარჯვებაჩამორთმეული პირის შეთავაზებას. |
ყურადღება:
ყველა პირი, რომელსაც აქვს რაიმე სახის უფლებები უძრავ ქონებაზე, ვალდებულია ამ უფლებათა დამადასტურებელი მტკიცებულებანი წარმოადგინოს აუქციონის დაწყებამდე წერილობითი ფორმით სპეციალისტთან.