საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება

მიღების თარიღი 04.04.2012
ძალაში შესვლა 01.02.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით   (ხელმოწერილია)
ნომერი №12-2
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016173
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/02/2013
matsne.gov.ge 3,562 სიტყვა · ~18 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2012 მიღება
01.02.2013 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმება შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ საქართველოს მთავრობა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში „ხელშემკვრელ მხარეებად” წოდებულნი; ითვალისწინებენ რა, რომ საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევა ზარალს აყენებს შესაბამისი სახელმწიფოების ეკონომიკურ, ფისკალურ და კომერციულ ინტერესებს; ითვალისწინებენ რა, ექსპორტ/იმპორტის გადასახდელების სათანადო შეფასების, სატარიფო კლასიფიკაციის სწორად განსაზღვრის, საბაჟო ღირებულების და ამ საქონლის წარმოშობის, ასევე აკრძალვების, შეზღუდვებისა და კონტროლის დებულებების  სათანადო გამოყენების მნიშვნელობას; ითვალისწინებენ რა, რომ ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით არალეგალურად ვაჭრობა საშიშროებას წარმოადგენს ჯანმრთელობისა და საზოგადოებისათვის; აღიარებენ რა საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ადმინისტრირების და განხორციელების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის აუცილებლობას; მხედველობაში იღებენ რა 1961 წლის 30 მარტის ნარკოტიკული საშუალებების შესახებ კონვენციას, 1972 წლის 25 მარტის ცვლილებების შესახებ ოქმს, 1971 წლის 21 თებერვლის ფსიქოტროპული ნივთიერებების შესახებ კონვენციას, ასევე გაერთიანებული ერების 1988 წლის 20 დეკემბრის ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებებით არალეგალურად ვაჭრობის აღკვეთის შესახებ კონვენციას; რწმუნდებიან რა, რომ საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული დარღვევების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტური იქნება შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს შორის თანამშრომლობით; მხედველობაში იღებენ რა 1953 წლის 5 დეკემბრის საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს რეკომენდაციებს საბაჟო სფეროში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗. განსაზღვრებები 1.   „საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობა” – ნიშნავს ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოყენებულ კანონებსა და რეგულაციებს, რომლებიც არეგულირებენ საქონლის შემოტანას, გატანას ან ტრანზიტს, ან ნებისმიერ სხვა საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ პროცედურას, რომელიც უკავშირდება ექსპორტ/იმპორტის გადასახდელებს და იმპორტირებული ან ექსპორტირებული საქონლის აკრძალვის, შეზღუდვისა და კონტროლის ზომების გატარებას; 2.   „უფლებამოსილი ორგანო” – საქართველოში – სსიპ შემოსავლების სამსახურს და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, სერბეთის რესპუბლიკაში – ფინანსთა სამინისტროს – საბაჟო ადმინისტრაციას; 3.   „თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო” – ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელიც ამ შეთანხმების საფუძველზე ითხოვს დახმარების გაწევას ან რომელსაც უწევენ დახმარებას; 4.   „თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო” – ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს, რომელსაც ამ შეთანხმების საფუძველზე მიმართეს თხოვნით დახმარების აღმოჩენის თაობაზე ან რომელიც უწევს დახმარებას; 5.   „საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევა” – ნიშნავს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევას ან დარღვევის მცდელობას; 6.   „პირი” – ნიშნავს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს; 7.   „პერსონალური მონაცემები” – ნიშნავს ნებისმიერ მონაცემს იმ ფიზიკური პირის შესახებ, რომლის ვინაობაც დადგენილია ან ექვემდებარება დადგენას; 8.   „კონტოლირებადი მიწოდება” – ნიშნავს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან ტვირთის გატანის ან შემოტანის, ამ ტერიტორიის გავლით გადაადგილების მეთოდებს, როდესაც ამგვარი ტვირთი შეიცავს ან არსებობს ეჭვი რომ შეიცავს ნარკოტიკულ საშუალებებს, ფსიქოტროპულ ან მათ შემცვლელ ნივთიერებებს, იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ტვირთის გადაადგილება ხორციელედება ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს ნებართვით ან მათი კონტროლის ქვეშ, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ან მათი შემცვლელი ნივთიერებებით არალეგალურ ვაჭრობაში ჩართული პირების გამოსავლენად. მუხლი 2🔗 შეთანხმების მოქმედების სფერო 1.   ხელშემკვრელი მხარეები თავიანთი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოების მეშვეობით ამ შეთანხმების დებულებათა თანახმად გაუწევენ ერთმანეთს ადმინისტრაციულ დახმარებას: a)      ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოებს შორის საქონლის გადაზიდვის გაუმჯობესების მიზნით; b)      საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სათანადოდ შესრულების უზრუნველსაყოფად; c)      საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის აღკვეთის, გამოძიების და მათ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. 2.   ხელშემკვრელი მხარეების მიერ ამ შეთანხმების ფარგლებში გაწეული დამხარება შესრულებული უნდა იქნეს მათი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით და მათი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციის და შესაძლებლობის ფარგლებში. 3.   ამ შეთანხმების დებულებები გავლენას არ იქონიებენ საერთაშორისო შეთანხმებების ფარგლებში ნაკისრ უფლებებსა და ვალდებულებებზე, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ხელშემკვრელი მხარეები. 4.   ეს შეთანხმება არეგულირებს მხოლოდ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ადმინისტრაციული დახმარების გაწევის შესაძლებლობას და გავლენას არ იქონიებს მათ შორის არსებულ სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებებზე. ამ შეთანხმების დებულებები არ წარმოქმნიან პირის ვალდებულებას მოიპოვოს, დაფაროს ან ამოიღოს რაიმე მტკიცებულება ან შეაფერხოს თხოვნის შესრულება. მუხლი 3🔗 დახმარების ფარგლები 1.   ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა, თავიანთი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, თხოვნის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით ერთმანეთს უნდა მიაწოდონ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მათ აძლევს იმპორტირებული ან ექსპორტირებული საქონლის ექსპორტ/იმპორტის გადასახდელების ზუსტი შეფასების, სატარიფო კლასიფიკაციის, საბაჟო ღირებულების და საქონლის წარმოშობის სწორად განსაზღვრის, ისევე როგორც აკრძალვებთან, შეზღუდვებთან და კონტროლთან დაკავშირებულ დებულებათა სათანადო იმპლემენტაციის შესაძლებლობას. ამ შეთანხმების ფარგლებში გაწეული დახმარება, ასევე მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც დაკავშირებულია: a)      იძულებითი ხასიათის მქონე ქმედებებთან, რომელიც შესაძლოა გამოსადეგი იქნეს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევების აღკვეთის მიზნით და, კერძოდ, საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის კონკრეტულ ქმედებებთან; b)      საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ მეთოდებთან; c)      იძულებითი შესრულების ახალი მეთოდებისა და საშუალებების წარმატებულად გამოყენებისას მიღებულ შედეგებთან და დაკვირვებებთან; d)     მგზავრებისა და ტვირთის შესახებ მონაცემთა დამუშავების ახალ მეთოდებსა და საშუალებებთან. 2.   ამ მუხლის პირველი პუნქტის ფარგლებში გაწეული დახმარება გამოყენებული შეიძლება იქნეს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყველა სასამართლო წარმოებაში, როგორც სასამართლო, ადმინისტრაციულ ან საგამოძიებო წარმოებაში, და უნდა მოიცავდეს, მაგრამ არ უნდა შემოიფარგლებოდეს იმ წარმოებებით, რომელიც ამარტივებენ საქონლის სატარიფო კლასიფიკაციის, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის, საქონლის წარმოშობის და სხვა საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურების განსაზღვრას, რომელიც საჭიროა საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის სათანადო აღსრულებისათვის. 3.   ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები, თუ ეს არ ეწინააღმდეგება მათ შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობას, ისწრაფიან ითანამშრომლონ ასევე: a)      კადრების სპეციფიკური ტრენინგის პროგრამის ინიციირების, განვითარების ან გაუმჯობესების სფეროში; b)      ინფორმაციის სწრაფად და უსაფრთხოდ გაცვლის მიზნით საკომუნიკაციო არხების  დანერგვის სფეროში; c)      ეფექტური კოორდინირების გამარტივების მიზნით, მათ შორის პერსონალის და ექსპერტების გაცვლით და კოორდინატორების  წარგზავნის გზით; d)     ახალი აღჭურვილობების ან პროცედურების განხილვისა და შემოწმების სფეროში; e)      შესაბამისი საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პროცედურების გამარტივებისა და ჰარმონიზაციის სფეროში; და f)       ნებისმიერ სხვა ზოგად ადმინისტრაციულ საკითხთან მიმართებაში. 4.   ამ შეთანხმების ფარგლებში გაწეული დახმარება არ უნდა მოიცავდეს პირების დაკავებას, ექსპორტ/იმპორტის გადასახდელების, ჯარიმების ან სხვა თანხის აკრეფას ან იძულებით ამოღებას. მუხლი 4🔗 ინფორმაციის მიწოდება უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი ინიციატივით ან მოთხოვნის საფუძველზე ერთმანეთს აწვდიან ნებისმიერ არსებითად საჭირო ინფორმაციას, რომელიც გამომჟღავნდა მათი ჩვეულებრივი საქმიანობისას და რომელიც იძლევა საფუძველს მიჩნეული იქნეს, რომ დაგეგმილია საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონდარღვევის განხორციელება მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. კერძოდ, გაცვლილი ინფორმაცია უნდა უკავშირდებოდეს: a)      საქონლის გადაადგილებას, რომელმაც შესაძლოა რაიმე ზიანი მიაყენოს გარემოს ან ადამიანების ჯანმრთელობას; b)      იარაღის, საბრძოლო, ფეთქებადი, მომწამვლელი ან ბირთვული მასალების, ფეთქებადი მოწყობილობების გადაადგილებას; c)      ხელოვნების ნიმუშების, ისტორიული, კულტურული ან არქეოლოგიური ფასეულობების მქონე ნივთების გადაადგილებას; d)     ექსპორტ/იმპორტის გადასახდელების მაღალი განაკვეთით დაბეგვრას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებას. მუხლი 5🔗 დახმარების განსაკუთრებული შემთხვევები 1.   იყო თუ არა ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიიდან ექპორტირებული ან მის ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონელი სათანადო წესით იმპორტირებული ან ექსპორტიერებული მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ტერიტორიიდან და, საჭიროების შემთხვევაში, დააზუსტებს ამ საქონლის მიმართ გამოყენებულ საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ პროცედურებს. ეს ასევე გამოიყენება იმ შემთხვევებშიდაც, როდესაც საქონელი რეექსპორტირებულია მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიიდან. 2.   თხოვნის წარმდეგნი უფლებამოსილი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწვდის ინფორმაციას და ახორციელებს განსაკუთრებულ დაკვირვებას: a)      სატრანსპორტო საშუალებებსა და კონტეინერებზე, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ისინი გამოიყენება ან შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევისას თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე; b)      თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებულ ტვირთზე, როდესაც არსებობს ეჭვი თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ამ საქონლის არალეგალურად შეტანის ან გატანის შესახებ; c)      კონკრეტულ პირებზე, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მათ ჩაიდინეს ან ჩადიან საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ კანონდარღვევას თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე. 3.   ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები, თავიანთი ინიციატივით ან მოთხოვნის საფუძველზე, ცვლიან დასრულებულ ან დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ხელმისაწვდომ ინფორმაციას, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესაძლოა წარმოადგენდეს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ კანონდარღვევას. 4.   შემთხვევები, რომლებმაც შესაძლოა არსებითი ზარალი მიაყენოს ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ეკონომიკას, ჯანმრთელობას, საჯარო უსაფრთხოებას ან ნებისმიერ სხვა სასიცოცხლო ინტერესებს, მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, თუ შესაძლებელია, თავისი ინციატივით მიაწვდის ინფორმაციას. 5.   ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების კომპეტენტური ორგანოები, თხოვნის წარდგენის გარეშე, დაუყოვნებლივ ცვლიან ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებულ ნებისმიერ ინფორმაციას, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებების საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონდარღვევის აღკვეთისა და გამოძიების მიზნით. მუხლი 6🔗 ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების არალეგალურად ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა 1.   ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებების არალეგალური ვაჭრობის აღკვეთის, გამოძიების და მის წინააღმდეგ ბრძოლის ქმედებების გაძლიერების მიზნით, უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი ინიციატივის საფუძველზე და უმოკლეს ვადაში გაცვლიან ხელმისაწვდომ ინფორმაციას: a)      პირების შესახებ, როდესაც არსებობს ეჭვი, რომ ისინი ჩართულნი არიან ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობაში; b)      სატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის კონტეინერების და საფოსტო ამანათების შესახებ, რომლებიც გამოიყენება ან არსებობს ეჭვი, რომ გამოიყენება ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობაში; c)      ახლად გამოგონებული ან ახლად გამოყენებული ნივთიერებების შესახებ, რომლებიც გამოიყენება როგორც ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებები და წარმოადგენენ უკანონოდ ვაჭრობის საგანს. 2.   უფლებამოსილი ორგანოები თავიანთი ინიციატივით ერთმანეთს აწვდიან ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით არალეგალური ვაჭრობის ახალი მეთოდებისა და სახეობების, ასევე ამგვარი ვაჭრობის კონტროლის მექანიზმების და მათი ეფექტურობის შესახებ ინფორმაციას. 3.   ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნული ინფორმაციის წარდგენა შესაძლებელია სააღსრულებო და სახელმწიფო ორგანოებისათვის,  რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით არალეგალური ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლასთან. მუხლი 7🔗 კონტროლირებადი მიწოდება 1.   ხელშემკვრელი მხარეების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე და  შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით განსაზღვრული კომპეტენციის ფარგლებში, შეუძლიათ კონტროლირებადი მიწოდების  ინიციირება, ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით არალეგალურ ვაჭრობაში ჩართული პირების გამოსავლენად და მათ წინააღმდეგ სამართლებრივი ქმედებების გატარების მიზნით. როდესაც კონტროლირებადი მიწოდების ინიციირება არ შედის უფლებამოსილი ორგანოების კომპეტენციაში, მათ შეუძლიათ ამ კომპეტენციის მქონე ეროვნულ ორგანოებთან თანამშრომლობის ინიციირება ან ამ ორგანოებისათვის საქმის გადაცემა. 2.   კონტროლირებადი მიწოდების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნეს საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, და აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ შემთხვევასთან მიმართებაში მიღწეული შეთანხმებებისა და გარიგებების დებულებათა შესაბამისად. აუცილებლობის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ გაითვალისწინონ კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოებს შორის მიღწეული ურთიერთშეთანხმებები და ფინანსური გარიგებები. 3.   არალეგალური ტვირთი, რომელიც ექვემდებარება კონტროლირებად მიწოდებას, კომპეტენტური ორგანოების ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება დაკავდეს და ხელუხლებლად გააგრძელოს მოძრაობა ნარკოტიკული საშუალებებით, ფსიქოტროპული და მათი შემცვლელი ნივთიერებებით და გარკვეული პირობების გათვალისწინებით მთლიანად ან ნაწილობრივ იქნეს ამოღებული ან ჩანაცვლებული. მუხლი 8🔗 საარქივო მასალები, დოკუმენტები და მოწმეები 1.   ხელშემკვრელი მხარეების სახელმწიფოთა უფლებამოსილი ორგანოები მიღებული თხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფენ საქონლის სახმელეთო ან საზღვაო გადაზიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის  წარდგენას, სადაც ასახული იქნება საქონლის ღირებულება, წარმოშობა, მდებარეობა და დანიშნულების ადგილი. 2.   საარქივო მასალების, დოკუმენტებისა და სხვა საბუთების ორიგინალების მოთხოვნა მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა განხორციელდეს, თუ ასლები არასაკმარისია. სპეციფიკური მოთხოვნის საფუძველზე, ასეთი საარქივო მასალების, დოკუმენტებისა და სხვა საბუთების ორიგინალები შესაბამისად მოწმდება. 3.   საარქივო მასალების, დოკუმენტებისა და სხვა საბუთების ორიგინალები, რომელიც მიეწოდა თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს, უნდა დაბრუნდეს შესაძლებლობისთანავე. ამასთან, თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს ან მესამე მხარის უფლებები უნდა იქნეს დაცული. თხოვნის საფუძველზე, სასამართლო ან მსგავსი დანიშნულების ორიგინალი მასალები უნდა დაბრუნდეს შეფერხების გარეშე. 4.   ამ შეთანხმების ფარგლებში მიწოდებული ინფორმაცია შეიძლება ჩაინაცვლოს ნებისმიერი ფორმით, იგივე მიზნებისათვის წარმოებული კომპიუტერიზებული ინფორმაციით. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ასეთი სახის კომპიუტერიზებული ინფორმაციის განმარტების ან გამოყენებისათვის, მიეწოდება თანმხლებ მასალად. 5.   ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, თავისი შეხედულებისამებრ, ახდენს უფლებამოსილების მინიჭებას დაქირავებულ მუშაკზე, თუ ეს მუშაკი დათანხმდება საჯაროდ გამოვიდეს თხოვნის წარმდგენი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე როგორც ექსპერტი ან მოწმე სასამართლო ან ადმინისტრაციულ წარმოებაზე და უზრუნველყოს ასეთი საარქივო მასალების, დოკუმენტებისა და სხვა საბუთების ან ავთენტიკური ასლების წარდგენა, რომლებიც ჩაითვლება წარმოებისთვის საჭიროდ. ასეთი თხოვნა უნდა აზუსტებდეს სასამართლო წარმოების დროს, ადგილსა და სახეობას და დაქირავებული მუშაკის წარდგენის სტატუსს.     მუხლი 9🔗 გამოცდილების გაზიარება და დახმარების გაწევა 1.   ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოები გაცვლიან ინფორმაციას: a)      საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული ქმედებებისა და წესების დარღვევის ახალი მეთოდების გამოცდილების შესახებ; b)      მათ მიერ გამოყენებული დამხმარე ტექნიკური აღჭურვილობის შესახებ; c)      ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის საინტერესო საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ. 2.   უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა გაუწიონ ერთმანეთს საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ საკითხებში ურთიერთდახმარება, რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს: a)      ოფიცრების გაცვლას, მათ მიერ გამოყენებული მაკონტროლებელი ტექნიკური აღჭურვილობის ცოდნის მისაღებად; b)      ოფიცრების დატრენინგებას; c)      საბაჟო სფეროს ექსპერტთა გაცვლას; d)     პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლას, რომელიც დაკავშირებულია საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ეფექტურ გამოყენებასთან. მუხლი 10🔗 ზედამხედველობა და შემოწმება 1.   ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო, ამ შეთანხმების მეორე მუხლის პირველი პუნქტის b) და c) ქვეპუნქტებში ასახული შემთხვევებისათვის აწესებს ზედამხედველობასა და შემოწმებას. ზედამხედველობისა და შემოწმების შედეგები გადაეცემა თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს. 2.   ასეთი სახის ზედამხედველობა და შემოწმება უნდა განხორციელდეს, თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოში მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის თანახმად. 3.   ამ შეთანხმების შესაბამისად, თხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაუშვას თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალური პირები ზედამხედველობისა და შემოწმების დასახმარებლად. ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენლების, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნისას, მათ უნდა შეძლონ ნებისმიერ დროს დაადასტურონ თავიათი თანამდებობა. ისინი არ უნდა დადიოდნენ ფორმით და არ უნდა ატარებდნენ იარაღს. 4.   იქ ყოფნის დროს, ისინი დაცულები უნდა იყვნენ იმავე პირობებით, როგორც, ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი პირები, და პასუხისმგებლები ყოველგვარი წესების დარღვევაზე. მუხლი 11🔗 დახმარების გაწევის შესახებ თხოვნის ფორმები და შინაარსი 1.   ამ შეთანხმების შესაბამისად, თხოვნა უნდა წარედგინოს წერილობითი ფორმით. ამგვარი თხოვნის შესრულებისათვის საჭირო დოკუმენტაცია თანდართული უნდა იყოს თხოვნასთან. სასწრაფო თხოვნის შემთხვევაში მისაღებია სიტყვიერი თხოვნაც, მაგრამ ის მალევე უნდა დადასტურდეს წერილობითაც. 2.   ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად თხოვნა უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: a)      თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს შესახებ; b)      სასამართლო წარმოების სახეობების შესახებ; c)      თხოვნის საგნისა და მიზეზის შესახებ; d)     თუ ცნობილია, თხოვნაში მოცემული მხარეების სახელები და მისამართის შესახებ; e)      განსახილველი საკითხისა და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ელემენტების მოკლე აღწერილობის შესახებ; f)       მოთხოვნილ დახმარებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს შორის კავშირის შესახებ. 3.   ნებისმიერი თხოვნა წარდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე. 4.   ამ შეთანხმების შესაბამისად, დახმარება უნდა განხორციელდეს უფლებამოსილ ორგანოებს შორის პირდაპირი ურთიერთკავშირით. 5.   იმ შემთხვევაში თუ თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო არ არის შესაბამისი უწყება თხოვნის შესრულებაზე, მან დროულად უნდა გადასცეს თხოვნა შესაბამის უწყებას, რომელიც იმოქმედებს თავისი კანონიერი ძალაუფლების შესაბამისად ან ურჩევს თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს  აღნიშნული თხოვნის შესასრულებლად გასატარებელ შესაბამის პროცედურებს. 6.   თუ თხოვნა არ შეესაბამება ოფიციალურ მოთხოვნებს, შესაძლებელია მისი შესწორების ან დასრულების მოთხოვნა; ამასთან, შესაძლებელია უსაფრთხოების ზომების გატარება. მუხლი 12🔗 მიწოდება/შეტყობინება ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, მეორე ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილმა ორგანომ, თავისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად უნდა გაატაროს ყველა საჭირო ზომა, რათა -    მიაწოდოს შესაბამისი დოკუმენტაცია, -    შეატყობინოს შესაბამისი გადაწყვეტილებების შესახებ, რომელზეც ვრცელდება ეს შეთანხმება და რომლის ინიციატორია თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო და უკავშირდება მის ტერიტორიაზე მცხოვრებ ან დაარსებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასეთ შემთხვევაში გავრცელდება ამ შეთანხმების მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის დებულებები. მუხლი 13🔗 გამონაკლისები დახმარების გაწევაზე 1.   თუ თხოვნის მიმღები ხელშემკვრელი მხარის აზრით, თხოვნის შესრულება არღვევს მის სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს ან ნებისმიერ სხვა მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესს, ან გამოიწვევს სამრეწველო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოების დარღვევას, დახმარება შეიძლება უარყოფილ იქნეს ან შესრულება განპირობებულ იქნეს განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების შესაბამისად. 2.   თუ თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო ითხოვს დახმარებას, რომელსაც თხოვნის მიღებისას თვითონაც ვერ შეასრულებდა, მან ამის თაობაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება თხოვნაში. ასეთი სახის თხოვნა შესრულდება თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს შეხედულებისამებრ. 3.   დახმარების გაწევა შეიძლება გადაიდოს თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს მიერ, იმის საფუძველზე, რომ ის ხელს შეუშლის მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას, სისხლის სამართლებრივ დევნას ან სასამართლო წარმოებას. ასეთ შემთხვევაში, თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო კონსულტაციებს გამართავს თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოსთან, რათა განისაზღვროს, შესაძლოა თუ არა აღნიშნული დახმარების გაწევა თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს მიერ წამოყენებული პირობების გათვალისწინებით. 4.   დახმარებაზე უარის განცხადების ან შეჩერების შემთხვევაში, გადაწყვეტილება და მიზეზები დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს. მუხლი 14🔗 კონფიდენციალურობა 1.   ამ შეთანხმების შესაბამისად, ნებისმიერი ფორმით გაცვლილი ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია. ის უნდა იყოს მოცული სამსახურებრივი საიდუმლოების ვალდებულებით და უნდა სარგებლობდეს დაცვის იგივე ხარისხით, როგორიც ენიჭება ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად მიღებულ მსგავს ინფორმაციას. 2.   პერსონალური ინფორმაცია შეიძლება გადაცემულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაცვის ხარისხი ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით არის თანაბარი. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ, სულ მცირე „პერსონალური ინფორმაციის დაცვის” პრინციპებზე დამყარებული დაცვის ხარისხი, რომელიც ასახულია ამ შეთანხმების დანართში და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. მუხლი 15🔗 თხოვნის შესრულება 1.   თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანო მიიღებს ყველა გონივრულ ზომას თხოვნის შესასრულებლად და აუცილებლობის შემთხვევაში შეეცდება მიმართოს  ნებისმიერ ოფიციალურ თუ სამართლებრივ ზომას თხოვნის შესასრულებლად. 2.   თუ თხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს არ გააჩნია მოთხოვნილი ინფორმაცია, ის შეეცდება მოიპოვოს იგი, ისე თითქოს ის მოქმედებდეს თავისი ან თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს სახელით. 3.   ერთი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანო მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებამოსილ ორგანოს თხოვნასთან დაკავშირებით ატარებს აუცილებელ საგამოძიებო მოქმედებებს, მათ შორის ექსპერტების და მოწმეების ან საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევაში ეჭვმიტანილ პირთა დაკითხვას და ახორციელებს კონტროლს, ატარებს ექსპერტიზას და გამოძიებას ფაქტების გამოსავლენად, ამ შეთანხმებაში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. 4.   თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს თხოვნის საფუძველზე, თხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია პირველად ხსენებული უფლებამოსილი ორგანოს თანამდებობის პირებს მისცეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოფნის უფლება, როდესაც მისი თანამდებობის პირები იძიებენ საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევებს, რომელშიც დაინტერესებულია თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო. 5.   თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს, მისი თხოვნის შემთხვევაში, ეცნობება თხოვნის საპასუხოდ გასატარებელი ქმედებების დროისა და ადგილის შესახებ, იმისათვის, რომ შესაძლებელი იყოს ამ ქმედებათა კოორდინირება. 6.   თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანოს თანამდებობის პირებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან გამოიძიონ საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევები, შეუძლიათ თხოვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს მიმართონ ნებისმიერი არსებითი ინფორმაციის, მათ შორის, წიგნების, რეესტრებისა და სხვა დოკუმენტების თუ მონაცემთა შენახვის ელექტრონული საშუალებების შემოწმების თხოვნით და მიაწოდონ მათი ასლები ან საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია. მუხლი 16🔗 ინფორმაციისა და დოკუმენტების გამოყენება 1.   ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ინფორმაციის, დოკუმენტებისა და სხვა შეტყობინებების გამოყენება შეიძლება მხოლოდ ამ შეთანხმებაში აღნიშნული მიზნებისათვის, მათ შორის, საგამოძიებო, სასამართლო და ადმინისტრაციულ წარმოებაში. 2.   თხოვნის წარმდგენ უფლებამოსილ ორგანოს არ აქვს უფლება გამოიყენოს ამ შეთანხმების საფუძველზე მიღებული მტკიცებულებები ან ინფორმაცია სხვა მიზნებისათვის, გარდა თხოვნაში მითითებულისა, თუკი არ არსებობს თხოვნის მიმღები უფლებამოსილი ორგანოს წინასწარი წერილობითი თანხმობა. 3.   ამ შეთანხმების საფუძველზე პერსონალური მონაცემების გაცვლისას, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მათი მხოლოდ თხოვნაში აღნიშნული მიზნებისათვის და იმ პირობების შესაბამისად გამოყენება, რომლებიც შეიძლება დააყენონ თხოვნის მიმღებმა უფლებამოსილმა ორგანოებმა. 4.   ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტის დებულებები არ გამოიყენება იმ ინფორმაციასთან მიმართებაში, რომელიც ეხება ნარკოტიკულ საშუალებებთან, ფსიქოტროპულ ან მათ შემცველელ ნივთიერებებთან დაკავშირებულ საბაჟო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული კანონმდებლობის დარღვევებს. ასეთი ინფორმაცია შეიძლება გადაეცეს თხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის სახელმწიფოს ორგანოებს, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულნი ნარკოტიკული საშუალებებით, ფსიქოტროპული ან მათი შემცვლელი ნივთიერებებით უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში.  მუხლი 17🔗 ხარჯები 1.   ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები არ მოითხოვენ მოცემული შეთანხმების შესასრულებლად გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რომელიც არ მოიცავს მოწმეებზე გაწეულ ხარჯებსა და ექსპერტების მომსახურების საფასურს, თარჯიმნების ხარჯებს, გარდა საჯარო მოსამსახურეებზე გაწეული ხარჯებისა, რომლებსაც გაიღებს თხოვნის წარმდგენი უფლებამოსილი ორგანო და ამ შეთანხმების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ ხარჯებს. 2.   თუკი საჭიროა ან საჭირო გახდება არსებითი და გაუთვალისწინებელი ხარჯების გაწევა თხოვნის შესასრულებლად, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები კონსულტაციების გზით განსაზღვრავენ თხოვნის შესრულებისას გასათვალისწინებელ პირობებს და ასევე ხარჯების განაწილების მეთოდებს. მუხლი 18🔗 შეთანხმების იმპლემენტაცია 1.   ამ შეთანხმების იმპლემენტაცია უნდა დაევალოს ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს. მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება ამ შეთანხმების გამოყენებისათვის აუცილებელ ყველა პრაქტიკული ზომასა და ღონისძიებასთან დაკავშირებით, მონაცემთა დაცვის სფეროში მოქმედი წესების გათვალისწინებით. 2.   კონსულტაციების შემდგომ, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ გამოსცენ ამ შეთანხმების იმპლემენტაციისათვის აუცილებელი ადმინისტრაციული დირექტივები. 3.   ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს შეუძლიათ ორგანიზება გაუწიონ თავიანთ საგამოძიებო სამსახურებს შორის პირდაპირი კონტაქტების დამყარებას. მუხლი 19🔗 გავრცელების სფერო ამ შეთანხმების მოქმედება ვრცელდება სერბეთის რესპუბლიკისა და საქართველოს ტერიტორიებზე. მუხლი 20🔗  ცვლილებები და დამატებები ხელშემკვრელ მხარეებს შეუძლიათ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიტანონ ცვლილებები და დამატებები ამ შეთანხმებაში. ცვლილებები გაფორმდება ოქმების სახით, რომლებიც წარმოადგენენ ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. აღნიშნული ოქმები ძალაში შევა ამ შეთანხმების 21-ე მუხლის დებულებების შესაბამისად. მუხლი 21🔗 ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა 1.        ეს შეთანხმება ძალაში შევა ხელშემკვრელ მხარეთა მიერ დიპლომატიური არხების საშუალებით ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი პროცედურების შესრულების შესახებ წერილობითი შეტყობინებიდან მომდევნო თვის პირველ დღეს. 2.        ერთ-ერთი უფლებამოსილი ორგანოს მიერ მოთხოვნის საფუძველზე ან ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან 5 წლის შემდეგ, ხელშემკვრელ მხარეთა სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოები თანხმდებიან შეხვედრაზე ამ შეთანხმების დებულებათა გადახედვის ან მათ შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებს გარეთ წარმოშობილი საბაჟო საკითხების განხილვის მიზნით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე აცნობებენ ერთმანეთს, რომ არ არსებობს ასეთი გადახედვის საჭიროება. 3.        ეს შეთანხმება დადებულია განუსაზღვრელი ვადით, მაგრამ თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს შეწყვიტოს შეთანხმების მოქმედება მეორე ხელშემკვრელი მხარისათვის დიპლომატიური არხების საშუალებით წერილობითი შეტყობინების გზით. შეთანხმება წყვეტს მოქმედებას ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ ასეთი შეტყობინების მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ. რის დასტურადაც, ხელი მოაწერეს შესაბამისი მთავრობების მიერ სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილმა პირებმა.       შესრულებულია ქ. ბლგრადში 2012 წლის ავთენტიკურია. ორ დედნად, თითოეული ქართულ, სერბულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად აუთენტურია. შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე. საქართველოს მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) სერბეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით (ხელმოწერილია) დანართი პერსონალურ მონაცემთა დაცვა 1.   ავტომატურ დამუშავებას დაქვემდებარებული პერსონალური მონაცემები უნდა იყოს: a)      კეთილსინდისიერად და კანონიერად მოპოვებული და დამუშავებული; b)      შენახული კანონიერი და ზუსტად განსაზღვრული მიზნებისათვის და არ უნდა იქნეს გამოყენებული ამ მიზნებთან შეუსაბამოდ; c)      იმ მიზნებისათვის ადეკვატური, შესაბამისი და ზომიერი, რომლებისთვისაც ისინი ინახება; d)     ზუსტი და აუცილებლობის შემთხვევაში – აქტუალიზებული; e)      შენახული ისეთი ფორმით, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირების საშუალებას და არა უმეტეს იმ დროისა, რაც აუცილებელია იმ მიზნისათვის, რომლისთვისაც ისინი ინახება. 2.   რასობრივი წარმომავლობის, პოლიტიკური შეხედულებების ან რელიგიური თუ სხვა რწმენის შესახებ ინფორმაციის შემცველი პერსონალური მონაცემები ისევე, როგორც ჯანმრთელობასთან ან სქესობრივ ცხოვრებასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები, არ შეიძლება იქნეს ავტომატურად დამუშავებული, თუ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა არ უზრუნველყოფს სათანადო დაცვას. ეს წესი ასევე მოქმედებს ნასამართლობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების მიმართაც. 3.   ხელშემკვრელმა სამხელმწიფოებმა უნდა მიიღონ უსაფრთხოების სათანადო ზომები ავტომატიზებულ მონაცემთა ბაზებში შენახული პერსონალური მონაცემების დასაცავად არაუფლებამოსილი განადგურებისა ან შემთხვევითი დაკარგვისაგან, ისევე როგორც უნებართვო წვდომის, შეცვლის ან გავრცელებისაგან. 4. ნებისმიერ პირს უნდა მიეცეს უფლება: a)      დაადგინოს პერსონალურ მონაცემთა ბაზის არსებობა, მისი ძირითადი მიზნები, ისევე როგორც ამ ბაზის მაკონტროლებლის პიროვნება და ადგილი, სადაც ის ჩვეულებრივ ცხოვრობს, ან მისი ძირითადი სამუშაო ადგილი; b)      მოიპოვოს გონივრული ინტერვალებით და გადაჭარბებული დაგვიანების და ხარჯების გარეშე დადასტურება იმისა, რომ მასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემები ინახება ავტომატიზებულ მონაცემთა ბაზაში და მიეწოდოს ასეთი მონაცემები მისთვის გასაგები ფორმით; c)      მოითხოვოს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ამ მონაცემების გასწორება ან წაშლა, თუკი ისინი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დარღვევით იქნა დამუშავებული, რაც გამოიწვევს ამ დანართის პირველი და მეორე პუნქტების ძირითადი პრინციპების ამოქმედებას; d)     გააჩნდეს გასაჩივრების უფლება, როდესაც ინფორმაციის დადასტურებასთან ან, არსებობის შემთხვევაში,  გაცვლასთან, ჩასწორებასთან ან წაშლასთან დაკავშირებული თხოვნა არ შეესაბამება ამ პუნქტის b) და c) ქვეპუნქტებს . 4.   ამ დანართის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, არ დაიშვება გამონაკლისების დაშვება, გარდა მომდევნო პუნქტებში განსაზღვრული შეზღუდვებისა. 5.   ამ დანართის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების დებულებებიდან გადახვევა ნებადართულია, როდესაც ამგვარი გადახვევა დაშვებულია ხელშემკვრელი სახელმწიფოს კანონმდებლობით და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში შემდეგი მიზნებისათვის: a)      სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების, სახელმწიფოს ფინანსური ინტერესების ან სისხლის სამართლის დარღვევების აღკვეთა; b)      იმ პირების, რომელთა შესახებ ცვლიან ინფორმაციას, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. 6.   დანართის მე-4 პუნქტის b), c) და d) ქვეპუნქტებით განსაზღვრული უფლებების გამოყენების შესახებ შეზღუდვები ასევე შეიძლება განისაზღვროს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, რომელიც გამოიყენება სტატისტიკის ან სამეცნიერო კვლევების მიზნებისათვის გამოყენებულ ავტომატურ მონაცემებზე და როდესაც არ არსებობს იმ პირის შესახებ პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის დაცვის საშიშროება. 7.   ორივე ხელშემკვრელი სახელმწიფო ვალდებულია დააწესოს შესაბამისი სანქციები და დაცვის მეთოდები იმ შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის დარღვევის წინააღმდეგ, რომელიც ადგენს ამ დანართით გათვალისწინებულ პრინციპებს. 8. ამ დანართის არც ერთი დებულება არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ზღუდავს ან გავლენას ახდენს ხელშემკვრელი სახელმწიფოს უფლებაზე, დააწესოს მონაცემების დაცვის უფრო ფართო ზომები, ვიდრე ეს ამ დანართშია ასახული.