ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2013
გამომცემი ორგანო ქურთას მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.146.016036
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 154 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოდერძი ნებიერიძე ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 2013 წლის 4 თებერვალი ქ. გორი ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებადი წევრების უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტისა და 32​6 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:  1. ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არაანაზღაურებად წევრს საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად, ამომრჩევლებთან შესახვედრად, საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის დავალებათა შესასრულებლად უფლებამოსილების განხორციელებისათვის განესაზღვროს ხარჯების სახით თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით. 2. დაევალოს ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატს განახორციელოს ამ დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურებისათვის საკრებულოს წევრის საკრებულოს სხდომებში ან მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის აღრიცხვის წარმოება. 3. ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ხარჯების ანაზღაურებისათვის საკრებულოს წევრებს ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა არ ევალებათ. 4. ამ დადგენილების პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად. 5. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოდერძი ნებიერიძე