მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2013
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №3
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016143
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2013
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,909 სიტყვა · ~20 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია იორდანიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №3 2013 წლის 4 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ    „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის  მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება  დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 21 იანვრის №3 დადგენილება ,, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების  დამტკიცების შესახებ  (სსმ, 010260020.35.153.016031.  01.02. 2011) . მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. დებულების რეგულირების სფერო ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ – გამგეობა) სტრუქტურას, გამგეობის თანამდებობის პირების, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა (ტექსტში შემდგომ – სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი) და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების (ტექსტში შემდგომ – ტერიტორიული ორგანო(ები)) უფლებამოსილებებსა და მუშაობის ორგანიზებას. მუხლი 2🔗. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი 1. გამგეობა უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულებას. 2. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისაგან. მუხლი 3🔗. გამგეობის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად. 2. სტრუქტურული ერთეულები, ტერიტორიული ორგანოები და საჯარო მოსამსახურეები  მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. მუხლი 4🔗. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოების ენა გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე. მუხლი 5🔗. გამგეობის ადგილსამყოფელი გამგეობის ადგილსამყოფელია: ქალაქი მცხეთა, ანტიოქიის ქ. №7. თავი II გამგეობის თანამდებობის პირები და მათი უფლებამოსილებები მუხლი 6🔗. გამგეობის საერთო ხელმძღვანელობა და თანამდებობის პირები 1. გამგეობის საქმიანობას საერთო ხელმძღვანელობას უწევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (ტექსტში შემდგომ – საკრებულოს თავმჯდომარე). 2. გამგეობის საქმიანობას უძღვება გამგებელი. 3. გამგეობის თანამდებობის პირები არიან: ა) გამგებელი; ბ) გამგებლის მოადგილე; გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი; დ) გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი. მუხლი 7🔗. საკრებულოს თავმჯდომარე 1. საკრებულოს თავმჯდომარე ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მოვალეობების განხორციელების მიზნით და გამგეობის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობიდან გამომდინარე: ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელს; ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს; გ) ამტკიცებს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს; საკრებულოში წარადგენს წინადადებებს გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ან თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების შეტანის თაობაზე; დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს; ე) უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი გამგებლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად; ვ) გამგებლის წარდგინებით აცხადებს კონკურსს გამგეობაში არსებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად; ზ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს გამგებლისა და გამგეობის საქმიანობას; თ) ყოველწლიურად (არა უგვიანეს 1 თებერვლისა), აგრეთვე საკრებულოს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ; ი) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობას გამგეობის საქმიანობის შესახებ; კ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას; ლ) კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე; მ) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ; ნ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ, გამგებლის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად; ო) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს, გამგებლის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად; პ) საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ გამგებლის მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამგებლის წინადადებით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ; რ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ს) საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგეობის მიერ საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით; ტ) ახდენს გამგებლის მიერ წარდგენილი საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების საკრებულოში ინიციირებას; უ) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას; ფ) ქმნის და ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის სატენდერო კომისიას; უფლებამოსილია, განახორციელოს ერთ პირთან მოლაპარაკებისა და ფასთა კოტირების პროცედურები ან მისი განხორციელების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიანიჭოს გამგებელს ან სხვა თანამდებობის პირს; ქ) ხელს აწერს გამგეობის მიერ მომზადებულ მშენებლობის ნებართვებს; გამგებლის მიერ მომზადებული წინადადებების შესაბამისად აძლევს მას თანხმობას იმ სამუშაოთა განხორციელების თაობაზე, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას; ღ) საკრებულოში განსახილველად წარადგენს გამგებლის მიერ მომზადებულ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, აგრეთვე ამ იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ყ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; შ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით თვითმმართველი ერთეულის სახელით დებს შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს; საკრებულოსთან ათანხმებს ისეთი გარიგებების დადებას, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს; ჩ) ხელს აწერს საკრებულოს და თვითმმართველი ერთეულის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს; ც) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლებამოსილებას ანიჭებს გამგებელს, განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით საკრებულოს თავმჯდომარისათვის მინიჭებული სხვადასხვა უფლებამოსილებები; ძ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით. 3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას საკრებულოს თავმჯდომარის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომლის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით). მუხლი 8🔗. გამგებელი 1. გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარისათვის გათვალისწინებული ფუნქციების ხელშეწყობისა და გამგეობის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით უძღვება გამგეობის საქმიანობას. 2. გამგებელს, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და მუნციპალიტეტის საკრებულოს დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე. 3. გამგებელი, ამ მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე: ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს: ა.ა) გამგეობის, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს; ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას და შესაბამის თანამდებობრივ სარგოებს; ა.გ) წინადადებებს გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ; ა.დ) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს; ა.ე) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით; ა.ვ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს; ა.ზ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს; ა.თ) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს; ა.ი) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.კ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ლ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებებს თანხმობის მიცემის თაობაზე იმ სამუშაოთა განხორციელებასთან მიმართებით, რომელიც უკავშირდება მშენებლობებსა და საზოგადოებრივი სივრცის გამოყენებას, თუ ამ სამუშაოთა განხორციელება არ მოითხოვს მშენებლობის ნებართვის გაცემას; ა.მ) წინადადებებს და სამართლებრივი აქტების პროექტებს თვითმმართველი ერთეულის ქონების მართვასთან და განკარგვასთან დაკავშირებით; ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს; ა.ჟ) გამგეობის საჯარო მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს; ა.რ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის; ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას; გ) თანამდებობრივად არის მუნიციპალიტეტის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი; დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით კოორდირებულად მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიციირების მიზნით წარუდგენს მას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტებს; ე) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას; ვ) საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს სხვადასხვა უფლებამოსილებებს; ზ) ისმენს გამგეობის საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს მათ საქმიანობას; თ) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად; ი) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას და ამ მიზნით: ი.ა) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა საჯარო მოსამსახურეებს; ი.ბ) დებს შრომით ხელშეკრულებებს გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან; ი.გ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ი.დ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებას; ი.ე) იწვევს და ხელმძღვანელობს თათბირებს; ი.ვ) ხელს აწერს ფინანსურ და ამ დებულებით, აგრეთვე საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა დოკუმენტებს; ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას; ი.ზ) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს ბრძანებებს; კ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სახელით დადებული ადმინისტრაციული გარიგებების შესრულებას; ლ) ვალდებულია „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს გადაწყვეტილება და გამოსცეს შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი: ლ.ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ლ.ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; ლ.გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ; ლ.დ) დამრღვევის მიერ დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში საურავის დაკისრების შესახებ; ლ.ე) საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული, აღდგენილი, რეკონსტრუირებული ან/და დამონტაჟებული შენობა-ნაგებობის მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის შესახებ; ლ.ვ) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ; ლ.ზ) „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი” საქართველოს კანონით და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. მ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. გამგებელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარისა და საკრებულოს წინაშე. 5. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე. 6. საკრებულოს წევრს ეკრძალება გამგებლის საქმიანობაში ჩარევა პერსონალურ საკითხებზე გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 9🔗. გამგებლის მოადგილეები 1. გამგებელს ჰყავს ოთხი მოადგილე, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ დებულებით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. გამგებლის მოადგილეები გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში. 3. გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. მუხლი 10🔗. გამგეობის სტრუქტურული აგებულება 1. გამგეობა შედგება გამგეობის ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, სტრუქტურული ერთეულების  და ტერიტორიული ორგანოებისაგან. 2. სტრუქტურული ერთეულები იქმნება (უქმდება) და მათი დასახელებები განისაზღვრება ამ დებულებით. სტრუქტურული ერთეულის ფუნქციები და სტრუქტურა განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის  დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. სტრუქტურული ერთეულის დებულების პროექტს შეიმუშავებს გამგებელი. 3. სტრუქტურული ერთეული, მის  ფუნქციურ დანიშნულებათა მიხედვით შეიძლება დაიყოს ქვედანაყოფებად – განყოფილებებად. 4. ტერიტორიული ორგანოები იქმნება ამ დებულებით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში.  ტერიტორიული ორგანოს ფუნქციები განისაზღვრება ტერიტორიული ორგანოს დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. მუხლი 11🔗. სტრუტურული ერთეულის ხელმძღვენელი 1. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოსამსახურე), რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის  საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის  საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3. სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლება-მოვალეობებს, გამგებლის დავალებით, ახორციელებს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის  ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 12🔗. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი 1. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – რწმუნებული (ტექსტში შემდგომ– რწმუნებული) არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოსამსახურე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში. 3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით: ა) წარმართავს ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად: ა.ბ) ანაწილებს დავალებებს ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას; აფასებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ; ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ; ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას; ა.ე) უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს საჯარო მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს საჯარო მოსამსახურეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან; გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების მიმდინარეობის შესახებ; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ; ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას; ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას; ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს; თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას; ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს; კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას; ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში; მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე; ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას; ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ; პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში; ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურის და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს; რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში; ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს; ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში: ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ; ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ; დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ; ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან; ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ; თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. 5. რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო. 6. რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 7. ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 8. რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. თავი III სტრუქტურული ერთეულები და ტერიტორიული ორგანოები მუხლი 13🔗. სტრუქტურული ერთეულები 1. სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს, ასევე გამგებლის დავალებებს. 2. სტრუქტურული ერთეულებია: ა) ადმინისტრაციული სამსახური; ბ) პრესსამსახური; გ) იურიდიული სამსახური; დ) საფინანსო სამსახური; ე) სახელმწიფო შესყიდვების სამსახური; ვ) ეკონომიკის და ქონების მართვისა სამსახური; ზ) არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური; თ) არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური; ი) ადგილობრივ მოსაკრებელთა სამსახური; კ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური; ლ) კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური; მ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; ნ) სახანძრო დაცვის და სამაშველო სამსახური; ო) მატერიალურ-ტექნიკური სამსახური. 3. სტრუქტურული ერთეულების სტრუქტურა და უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი დებულებებით, რომელთა პროექტებს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მათ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით. მუხლი 14🔗. სტრუქტურული ერთეულების  ძირითადი ფუნქციები 1. ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს: სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფას. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმისწარმოების განყოფილება; ბ) საინფორმაციო განყოფილება; გ) კადრების განყოფილება. 2. პრესსამსახური უზრუნველყოფს: გამგეობის საჯარო მოსამსახურეების  საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, გამგეობის საჯარო მოსამსახურეების ხელშეწყობას საზოგადოებასთან ურთიერთობაში, პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების ჩატარებას. 3. იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს: გამგეობის სამართლებრივი მომსახურებას, გამგეობის ინტერესების სამართლებრივი დაცვას ყველა ინსტანციის სასამართლოში აგრეთვე სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, სამსახურში შემოსული განცხადებების, წერილებისა და მომართვების განხილვას, გამგებლის, სტრუქტურული ერთეულის  და ტერიტორიული ორგანოების იურიდიულ კონსულტირებას და სამართლებრივი დასკვნების მომზადებას, გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ ექსპერტიზასა და მათ ვიზირებას. 4. საფინანსო სამსახური უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას და საბიუჯეტო სახსრების მართვას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას, აგრეთვე გამგეობაში და ტერიტორიულ ორგანოებში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას. საფინანსო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება; ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება. 5. სახელმწიფო შესყიდვების სამსახური უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტის ერთიანი სახელმწიფო შეაყიდვების პოლიტიკის განხორციელებას, აღნიშნული შესყიდვების განხორციელების ორგანიზებას და მასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას. 6. ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახური უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრას და განხორციელებას, სტრატეგიული განვითარების პროექტის შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვასა და ეფექტურ გამოყენებას. ეკონომიკის და ქონების მართვის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ეკონომიკის განყოფილება; ბ) ქონების მართვის განყოფილება. 7. არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახური უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტის სივრცითი ტერიტორიული დაგეგმვასა ქალაქთმშენებლობის, კეთილმოწყობის, ინფრასტრუქტურის განვითარების დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას. არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითრების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) არქიტექტურის განყოფილება; ბ) ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება. 8. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს: მშენებარე შენობა-ნაგებობების, წარმოებული სამშენებლო ნაკეთობების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფას, მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის შესაბამისობაზე ზედამხედველობას, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” 51​3, 53​3, 55-ე, 55​2, 150-ე მუხლებით და „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. 9. ადგილობრივ მოსაკრებელთა სამსახური უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას, დასუფთავებეის მოსაკრებლის გადამხდელებთან დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადებას, საქართველოს კანონი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 146​1 მუხლით და ამავე კანონის 148-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას. ა) ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება; ბ) ზედამხედველობის განყოფილება. 10. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური უზრუნველყოფს: ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის  მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, აგრეთვე შესაბამის სფეროში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელებას. 11. კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტის  ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფას. კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) კულტურის განყოფილება; ბ) ტურიზმის განყოფილება; გ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება. 12. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის საკითხებში მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებული უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველყოფა. სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სამხედრო აღრიცხვის განყოფილება; ბ) გაწვევის და სამობილიზაციო განყოფილება. 13. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური უზრუნველყოფს: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების განხორციელებას. სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სახანძრო დაცვის განყოფილება; ბ) სამაშველო განყოფილება. 14. მატერიალურ-ტექნიკური სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სამეურნეო განყოფილება; ბ) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება; 15. სტრუქტურულ ერთეულში, მისი დებულების შესაბამისად, შეიძლება შეიქმნას განყოფილებები. მუხლი 15🔗. ტერიტორიული ორგანოები 1. ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით. 2. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია: ა) ქ. მცხეთის ტერიტორიული ორგანო: ქ. მცხეთა, სოფ. მუხათგვერდი, სოფ. კარსანი; ბ) ნავდარაანთკარის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ნავდარაანთკარი, სოფ. არაშენდა,  სოფ. კოტორაანთკარი, სოფ. ჭილაანთკარი; გ) ბიწმენდის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ბიწმენდი, სოფ. ჯიღაურა; დ) ზაქაროს ტერიტორიული ორგანო: სოფ. ზაქარო, სოფ. ბურიანი; ე) გალავანის ტერიტორიული ორგანო: სოფ. გალავანი, სოფ. წინამძღვრიანთკარი; ვ) ლისის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ლისი, სოფ. წოდორეთი, სოფ. ბევრეთი, სოფ. ტაბარუკი, სოფ. ლელობი, სოფ. ძალაანთხევი; ზ) მსხალდიდის ტერიტორიული ორგანო: სოფ. მსახლდიდი, სოფ. მუხათწყარო; თ) ნატახტრის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ნატახტარი, სოფ. ახალუბანი; ი) მისაქციელის ტერიტორიული ორგანო: სოფ. მისაქციელი; კ) ნავაზის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ნავაზი; ლ) აღდგომლიანთკარის ტერიტორიული ორგანო: სოფ. აღდგომლიანთკარი, სოფ. ფრეზეთი, სოფ. უფურეთი, სოფ. ახალდაბა; მ) მუხრანის ტერიტორიული ორგანო: სოფ. მუხრანი, სოფ. პატარა ქანდა; ნ) ძველი ქანდის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ძველი ქანდა; ო) ნიჩბისის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ქვემო ნიჩბისი, სოფ. ახალი ნიჩბისი, სოფ. ზემო ნიჩბისი, სოფ. სასხორი; პ) საგურამოს ტერიტორიული ორგანო: სოფ. საგურამო, სოფ. ახალსოფელი, სოფ. შანკევანი, სოფ. წიწამური; ჟ) ქსნის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ქსანი; რ) ციხისძირის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ციხისძირი; ს) ქსოვრისის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ქსოვრისი, სოფ. ვარდისუბანი; ტ) ვაზიანის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ვაზიანი; უ) ცხვარიჭამიის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ცხვარიჭამია, სოფ. თეზამი, სოფ. კევლიანი, სოფ. მშრალხევი, სოფ. ლელუბანი, სოფ. მამკოდა; ფ) ძეგვის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ძეგვი, სოფ. სათოვლე, სოფ. ხეკორძი; ქ) წეროვნის ტერიტორიული ორგანო: სოფ. წეროვანი; ღ) ჩარდახის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ჩარდახი, სოფ. გოროვანი, სოფ. სხალტბა; ყ) წილკნის ტერიტორიული ორგანო: სოფ. წილკანი; სოფ. ერედა; შ) ძალისის ტერიტორიული ორგანო: სოფ. ძალისი. 3. ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით. თავი IV გამგეობის საჯარო მოსამსახურეები მუხლი 16🔗. გამგეობის საჯარო მოსამსახურეები 1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით. 2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით. 3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და ტერიტორიული ორგანოს დებულებით, გამგეობის შინაგანაწესით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით. თავი V გამგეობის საქმიანობის ორგანიზება, გამგეობის სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება მუხლი 17🔗. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება 1. გამგეობის საქმიანობის ორგანიზება და ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“-თ, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებითა და კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული (გამოცემული) საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით. 2. გამგეობის შინაგანაწესი, გამგებლის წინადადებების საფუძველზე, მტკიცდება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 18🔗. სამართლებრივი აქტებისა და ოფიციალური დოკუმენტების მომზადება და ვიზირება 1. გამგეობაში მომზადებული ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტების პროექტები უნდა შეესაბამებოდეს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონს, საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციულ კოდექსის" და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს. 2. გამგეობაში მომზადებული სამართლებრივი აქტები ვიზირებული უნდა იქნეს პროექტის ავტორისა და გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსის მიერ. სამართლებრივი აქტის პროექტი, გარდა პირად საკითხებთან დაკავშირებული პროექტებისა, აგრეთვე, უნდა იქნეს ვიზირებული გამგეობის იმ სამსახურის ხელმძღვანელის მიერ, რომლის კომპეტენციათა სფეროსაც შეეხება ეს პროექტი, აგრეთვე – გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მიერ, თუ პროექტით გათვალისწინებული საკითხები შეეხება ფინანსურ დოკუმენტაციას ანდა გამგეობის მიერ გასაწევ ხარჯებს. 3. გამგებლის დავალებით, გამგეობაში მომზადებული პროექტი უნდა იქნეს ვიზირებული გამგებლის მოადგილის (შესაბამისი კურატორი გამგებლის მოადგილის) მიერ. 4. კანონითა და დებულებით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებით საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარსადგენ პროექტს, რომელიც მომზადებულ იქნა გამგეობაში, საკრებულოს თავმჯდომარესთან წარადგენს გამგებელი. თავი VI დასკვნითი დებულებები მუხლი 19🔗. გამგეობის რეორგანიზაცია გამგეობის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.