მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2013
ძალის დაკარგვა 12.02.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №5
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.153.016145
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2013
matsne.gov.ge 977 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2013 მიღება
12.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია იორდანიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №5 2013 წლის 4 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 13 აგვისტოს №27 დადგენილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული  სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“   (სსმ, 010250.020.35.153.000487., 26.08.2010) მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (ტექსტში შემდგომ – სტრუქტურული ერთეულ(ებ)ი) და ტერიტორიული ორგანოების (ტექსტში შემდგომ - ტერიტორიული ორგანო(ები)) დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საკადრო საკითხთა უზრუნველყოფას. 1.2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 1.3. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 1.4. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 1.5. სამსახურის სრული სახელწოდებაა ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური”. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 2.1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. 2.2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2.2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საქმის წარმოების განყოფილება; ბ) საინფორმაციო განყოფილება; ბ) კადრების განყოფილება; მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 3.1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. 3.2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 3.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი 4.1. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. 4.2. სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; 4.3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4.4. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 5🔗. საქმისწარმოების განყოფილების კომპეტენცია 5.1. საქმისწარმოებისა განყოფილება უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით საქმისწარმოებას. 5.2. განყოფილება თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 5.3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. 5.4. საქმისწარმოების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგეობის კორესპონდენციის მიღებასა და ადრესატებისათვის გადაგზავნას; ბ) გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს; გ) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას; დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; ე) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას, შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას; ვ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის; ზ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას; თ) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას; ი) გასული დოკუმენტების გაგზავნას; კ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად; ლ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; მ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ც) ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვას; ჭ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით,  მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 6🔗. საინფორმაციო განყოფილების კომპეტენცია 6.1. საინფორმაციო განყოფილება უზრუნველყოფს სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების დადგენილი წესით კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. 6.2. განყოფილება თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 6.3. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. 6.4. საინფორმაციო განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგებლის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას; ბ) გამართულ კომუნიკაციას სტრუქტურულ ერთეულებს შორის, გამგებლის კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; გ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას; დ) გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას; ე) მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსებას; ვ) გამგებლის სამართლებრივი აქტების გამოქვეყნებას; ზ) საჯარო ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობების გამოქვეყნებას; თ) გამგეობის საქმიანობის ანგარიშის გამოქვეყნებას; ი) მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას; კ) სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებას; ლ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 7🔗. კადრების განყოფილების კომპეტენცია 7.1. განყოფილება თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 7.2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. 7.3. კადრების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოებას; სოციალური საკითხების გადაწყვეტას და საპენსიო საბუთების გაფორმებას წელთა ნამსახურობის მიხედვით; ბ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; გ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა სამუშაოზე მიღების, სამსახურებრივი გადაადგილების, გადაყვანის, გათავისუფლების, უფლებამოსილებათა შეჩერების, შვებულებაში გასვლის და მივლინების დოკუმენტურ გაფორმებას; დ) გამგეობის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების შემუშავებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; ე)  გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; ვ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა დისციპლინური გადაცდომის შესახებ საკითხების განხილვას და დისციპლინური ზომის გამოყენების თაობაზე შესაბამისი წინადადებების მომზადებას; ზ) გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭებისა და კანონით დადგენილი დანამატების განსაზღვრის საკითხების მომზადებას; თ) საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის კონკურსისა და ატესტაციის ჩატარებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომის ოქმების წარმოებას და მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას; ი) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.