მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2013
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016147
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2013
matsne.gov.ge 551 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია იორდანიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №7 2013 წლის 4 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის  საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. 1.2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 1.3. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 1.4. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 1.3. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური სამსახური“. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 2.1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. 2.2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილებსი საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2.2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სამეურნეო განყოფილება; ბ) მატერიალურ-ტექნიკური განყოფილება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 3.1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. 3.2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 3.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი  4.1. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. 4.2. სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციბის შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს. 4.3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4.4. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 5🔗. სამეურნეო განყოფილების კომპეტენცია 5.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. 5.2. განყოფილება უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სარგებლობაში და საკუთრებაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, დალაგება-დასუფთავებას და დაცვას; ბ) საოფისე ავეჯის მოვლა-პატრონობას და რემონტს; გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოებისათვის საოფისე მასალების განაწილება; დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა გამგეობის, სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების ინვენტარის სარგებლობის წესების დაცვას; ე) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 6🔗. მატერიალურ-ტექნიკური განყოფილების კომპეტენცია 6.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. 6.2. განყოფილება უზრუნველყოფს: ბ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის გამართულ ფუნქციონირებას; გ) კომპიუტერების და სხვა საოფისე ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურებას; ვ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას; თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 7🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.