მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება ძალადაკარგული ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.02.2013
ძალის დაკარგვა 02.02.2018
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №9
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016149
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2013
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია იორდანიშვილი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 02.02.2018
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №9
2013 წლის 4 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №8 დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებას და საბიუჯეტო სახსრების მართვას, აკონტროლებს ფინანსური რესურსების რაციონალურ და ეფექტურ გამოყენებას, აგრეთვე გამგეობაში და ტერიტორიულ ორგანოებში მომზადებული საფინანსო დოკუმენტების ვიზირებას.
1.2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
1.3. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
1.4. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
1.5. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო და ადგილობრივ მოსაკრებელთა სამსახური“.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
2.1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან.
2.2. სამასხურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2.2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება;
ბ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებამოსილება
3.1 სამსახურს უფლება აქვს:
ა) სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები; საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები;
ბ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 4🔗.
სამსახურის უფროსი
4.1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.
4.2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
4.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
4.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 5🔗.
სამსახურის განყოფილების უფროსი
5.1. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.
5.2. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციბის შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
5.3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
5.4. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 6🔗.
ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილების კომპეტენცია
6.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეხუთე მუხლის შესაბამისად.
6.2. ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის პროექტის მომზადებას; ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად შესაბამისი მითითებების, წერილების, ინსტრუქციების, მიღებულ მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადებას;
ბ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების ფინანსური მაჩვენებლების პროგნოზირების, ნაერთი ხარჯთაღრიცხვებისა და ხარჯთაღრიცხვების პროექტების ანალიზის ჩატარებას; საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებასა და მათ დაზუსტებას;
გ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენის, სამუშაოების ორგანიზებას; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და გამგეობის სხვა სამსახურებთან და ტერიტორიულ ორგანოებთან კოორდინაციას, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას და განსახილველად წარდგენას. მონაწილეობას თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვაში;
დ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალებისა და თვეების მიხედვით;
ე) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზებას, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიღებისათვის წინადადების მომზადებას;
ვ) მიზნობრივი და სარეზერვო ფონდების შექმნის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ზ) ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ნორმატიული აქტების შესწავლას, მათ დაყვანას შესრულებამდე და შესრულებაზე მეთოდურ დახმარებას;
თ) მოქალაქეებისაგან შემოსული წერილების, განცხადებების განხილვას, შესაბამისი დასკვნებისა და წერილების მომზადებას;
ი) ადგილობრივი ბიუჯეტის საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლებისა და ხარჯვითი ნაწილის წლიური პროგნოზების შედგენას, დეფიციტის მოსალოდნელ ოდენობას, მისი დაფარვის შესაძლო წყაროების დადგენას;
კ) ადგილობრივი ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ სისტემატური ინფორმაციის მიღებას;
ლ) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილებასთან ერთად ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიურ ანგარიშების მომზადებას;
მ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
6.3. განყოფილება პასუხისმგებელია წლიური ბიუჯეტის, ასევე ადგილობრივ ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატების პროექტების მომზადებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა კოორდინაციაზე, ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალებისა და თვეების მიხედვით განწერაზე.
6.4. განყოფილებას უფლება აქვს მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა-შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებებისა და საწარმოებების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოითხოვოს საჭირო ინფორმაცია
მუხლი 7🔗.
საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილების კომპეტენცია
7.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეხუთე მუხლის შესაბამისად.
7.2. საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშგების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ბიუჯეტის შემოსულობათა ოპერატიულ აღრიცხვა-ანგარიშებს და უშუალო კონტროლს ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე გადასახდელების ნაწილში;
ბ) ბიუჯეტის დაგეგმვის განყოფილებასთან ერთად ამზადებს ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე და წლიურ ანგარიშებს;
გ) ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უშუალო აღსრულებასთან დაკავშირებულ სამუშაოთა კოორდინაციას და პასუხისმგებელია მასზე;
დ) ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო ორგანიზაციების პირველადი ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოებას და კორდინაციას;
ე) დაწესებულ ვადებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველი თვის, კვარტალური და წლიური ანგარიშების წარდგენას;
ვ) ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების შესახებ მომსახურე საბანკო დაწესებულებებიდან ინფორმაციის სისტემატურ (ყოველდღიურ) მიღებას და აღრიცხავს ბიუჯეტის შემოსულობებისა და ხარჯებს (გადასახდელებს);
ზ) ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების დაფინანსებას.
თ) ადგილობრივი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეკონომიურად ხარჯვაზე კონტროლის განხორციელებას;
ი) ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზებას და ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების უზრუნველსაყოფად წინადადებების მომზადებას;
კ) ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვას და ანალიზს;
ლ) წილობრივი მონაწილეობით შეწმნილი საწარმოებიდან კუთვნილი დივიდენდების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით, თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ბალანსებისა და ანგარიშების კონტროლს და ანალიზს;
მ) მოქალაქეებისაგან შემოსული წერილების და განცხადებებისა განხილვასა და შესაბამისი დასკვნების და წერილების მომზადებას;
ნ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის გაანალიზებას, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და გადასახდელებში ეკონომიის მიღებისათვის წინადადების მომზადებას;
ო) ფისკალურ საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ნორმატიული აქტების შესწავლას, მათ დაყვანას შესრულებამდე და შესრულებაზე მეთოდურ დახმარებას;
პ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულება
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.