მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივ მოსაკრებელთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.02.2013
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016153
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2013
matsne.gov.ge 677 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია იორდანიშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივ მოსაკრებელთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მცხეთის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №13 2013 წლის 4 თებერვალი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივ მოსაკრებელთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივ მოსაკრებელთა სამსახურის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივ მოსაკრებელთა სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ - გამგეობა) ადგილობრივ მოსაკრებელთა სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის ამოღებას, დასუფთავებეის მოსაკრებლის გადამხდელებთან დასუფთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით ხელშეკრულების დადებას, საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 146​1 მუხლით და ამავე კანონის 148-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას. 1.2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 1.3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგეობას. 1.4. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს. 1.5. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 1.6. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადგილობრივ მოსაკრებელთა სამსახური“. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 2.1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან. 2.2. სამასხურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2.2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილება; ბ) ზედამხედველობის განყოფილება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 3.1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი. 3.2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; 3.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 3.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი 4.1. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. 4.2. სამსახურის განყოფილების უფროსი: ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციბის შესრულებაზე; ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის; დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; 4.3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 4.4. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე. მუხლი 5🔗. ადგილობრივ მოსაკრებელთა განყოფილების კომპეტენცია 5.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. 5.2.  განყოფილება უზრუნველყოფს:                   ა) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა აღრიცხვას; ბ) დებიტორული დავალიანების მქონე დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა ინფორმირებას; გ) დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა მიერ დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის მონიტორინგს; დ) დასუთავების მოსაკრებელთან დაკავშირებით დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთან ხელშეკრულებების დადებას; ე) ყოველთვიურად დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრების მომზადებასა და დარიგებას  მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის   გადამხდელთათვის; ვ)  დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთან ურთიერთშედარების აქტების შედგენას; ზ) დროებით შეჩერებული  ან დახურული  ობიექტების დაფიქსირებას შესაბამისი  აქტით; თ) წერილებისა და დოკუმენტაციის მომზადებას; ი) ხელშეკრულებით განსაზღვრული ანგარიშწორების პირობების ინსპექტირებას (დასუფთავების მოსაკრებლის გადამხდელთა მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება); კ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით  და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 6🔗. ზედამხედველობის განყოფილების კომპეტენცია 6.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად. 6.2.  განყოფილება უზრუნველყოფს:       ა) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 146​1 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; ბ) საქართველოს კანონის „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“ 148 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნაწილში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენას, აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას და სხვა შესაბამისი ღონისძიებების გატარებას; გ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამსახურის რეორგანიზაცია სამსახურის რეორგანიზაცია  ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.