მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.02.2013
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №14
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია იორდანიშვილი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2013 წლის 4 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 2 ივლისის №30 დადგენილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ 010260020.35.153.016114 09.07.212) და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 14 ნოემბრის №119 დადგენილება ,,მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის
დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1.1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (ტექსტში შემდგომ – გამგეობა) კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) წარმოადგენს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტურიზმისა და საკურორტო საქმიანობის განვითარებას და მასთან დაკავშირებული საკითხების დარეგულირებას, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფას.
1.2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „კულტურის შესახებ” საქართველოს კანონით, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, „სპორტის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოში მოქმედი სხვა კანონებით, კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით;
1.3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სამსახური წარმოადგენს გამგეობას;
1.4. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
1.5. სამსახური ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ და გამგებლის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
1.6. სამსახურის სრული სახელწოდებაა „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლებისა, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური”.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
2.1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან.
2.2. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან
2.2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კულტურის განყოფილება;
ბ) ტურიზმის განყოფილება;
გ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
3.1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.
3.2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
3.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის განყოფილების უფროსი
4.1. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.
4.2. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
4.3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4.4. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 5🔗.
კულტურის განყოფილების კომპეტენცია
5.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად.
5.2. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი კულტურის ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადებას და თანაავტორობას აღნიშნული სფეროების არასამეწარმეო იურიდიული პირების სამსახურებთან ერთად;
ბ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავებას მუნიციპალიტეტში არსებული კულტურის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
გ) კულტურულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვას;
დ) კულტურის მუნიციპალური პროგრამების განხორციელების კოორდინაციას;
ე) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
5.2. განყოფილებას უფლება აქვს განახორციელოს:
ა) განყოფილების კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები;
ბ) მუნიციპალიტეტში არსებული ისტორიისა და კულტურის ძეგლების მონიტორინგი;
გ) ახლად გამოვლენილი ძეგლების ფიქსაცია და ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს;
დ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
მუხლი 6🔗.
ტურიზმის განყოფილების კომპეტენცია
6.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად.
6.2. ტურიზმის განყოფილების საქმიანობის ძირითადი სფეროა ტურიზმი, კურორტები და რეკრიაციები.
6.3. განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ტურიზმის და საკურორტო სფეროში პრიორიტეტების, განვითარების პროგრამებისა და პროექტების შესახებ წინადადებებისა და სტრატეგიის შემუშავებას;
ბ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას და შეგროვებას;
გ) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში სტატისტიკური ინფორმაციის მოპოვებას და შეგროვებას;
დ) ტურისტული პოტენციალის შესახებ სარეკლამო-საინფორმაციო მასალების მომზადებასა და გამოცემას;
ე) ტურისტთა მოზიდვის მიზნით საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობის მიღებას;
ვ) ახალი ტურისტული ადგილების შექმნისთვის რეკომენდაციების მომზადებას და შეთავაზებას. მრავალფეროვანი ტურისტული პროგრამების შექმნას და შეთავაზებას;
ზ) უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისთვის საჭირო ინფორმაციის მოპოვებას, საინფორმაციო ბაზის შექმნას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: ტურისტული ინფრასტრუქტურა, ტურისტული ადგილები, ტურისტული პროგრამები, ტრანსპორტი, ბუნების ძეგლები და დაცული ტერიტორიები (ეროვნული პარკები, ნაკრძალები, აღკვეთილები და სხვა) არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლები, კულტურული ღონისძიებანი, ფესტივალები, სახალხო დღესასწაულები და სხვა;
თ) ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
ი) ტურიზმისა და საკურორტო სფეროში დასაქმებულ კერძო მეწარმეთათვის სარეკლამო პროდუქციის გავრცელებაში ხელის შეწყობას;
კ) მოსახლეობის დასაქმების მიზნით მათ ჩართვას ტურისტულ ბიზნესში, ტრენინგების ჩატარებას, კონსულტაციების გაწევას;
ლ) ტურიზმისათვის კვალიფიციური კადრების მომზადებას (სასწავლო პროგრამის შემუშავება, ტრენინგების ჩატარება);
მ) დაინტერესებული პირებისათვის ყველა ინფორმაციის მიწოდებას;
ნ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 7🔗.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების კომპეტენცია
7.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად.
7.2. განყოფილების საქმიანობა მოიცავს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროებს და თავისი ამოცანების შესასრულებლად, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ახორციელებს შემდეგ საქმიანობას:
ა) სპორტის სფეროში:
ა.ა) იცავს სპორტის და სპორტის სახეობების ტრადიციების შენარჩუნებას, დაცვას და განვითარებას; კოორდინაციას უწევს და ხელმძღვანელობს სპორტში არსებული პრობლემების მოგვარებასა და შეიმუშავებს სპორტის განვითარების ძირითად მიმართულებებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;
ა.ბ) ხელს უწყობს სპორტის სფეროში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სპორტული ორგანიზაციებისა და საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამისი ორგანიზაცია-დაწესებულებების ურთიერთთანამშრომლობას;
ა.გ) ხელს უწყობს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის დარგის არასამთავრებო ორგანოების ფორმირებას;
ა.დ) აგროვებს და აანალიზებს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სფეროსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, კოორდინაციას უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პროპაგანდას, უზრუნველყოფს მეთოდური, სასწავლო და პოპულარული სპორტული ლიტერატურის გავრცელებას;
ა.ე) ხელს უწყობს, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალისტთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სხვა;
ა.ვ) მონაწილეობს სპორტთან დაკავშირებული კანონპროექტების მომზადებაში და თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნებს;
ა.ზ) კონტროლს უწევს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარებისათვის საჭირო სპორტული ნაგებობების ტექნიკური ნორმების და ნორმატივების დაცვას, კონტროლს უწევს სახელმწიფო სპორტულ ნაგებობათა მიზნობრივი გამოყენების ეფექტურობას;
ა.თ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების პროექტების მომზადებას;
ა.ი) ახორციელებს წინადადებებსა და კონცეფციებს დაქვემდებარებული სასპორტო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად;
ა.კ) კოორდინაციას უწევს სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების მომზადებას და მის განხორციელებას;
ა.ლ) ახორციელებს სპორტულ ღონისძიებათა ორგანიზებას, მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩატარებას;
ა.მ) ახორციელებს ეროვნული სპოტული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფას, სპორტის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობას;
ა.ნ) ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს;
ბ) ახალგაზრდობის სფეროში
ბ.ა) კოორდინაციას უწევს ბავშვთა და ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განხორციელებას;
ბ.ბ) ამზადებს წინადადებებს ბავშვთა და ახალგაზრდობის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომში განვითარების საკითხებზე;
ბ.გ) ხელს უწყობს ავადმყოფი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმას;
ბ.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ახალგაზრდებს შორის დამნაშავეობის, ნარკომანიის, ალკოჰოლიზმის, პროსტიტუციის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით ამზადებს შესაბამის პროგრამებსა და წინადადებებს;
ბ.ე) ხელს უწყობს მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებას და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას;
ბ.ვ) მონაწილეობს და ეხმარება საინიციატივო ჯგუფებს მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზებაში;
ბ.ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკას ახალგაზრდობის საქმეთა სფეროში;
ბ.თ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელებას.
მუხლი 8🔗.
დასკვნითი დებულება
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.