მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 04.02.2013
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №16
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.153.016156
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 12/02/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.02.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ილია იორდანიშვილი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 08.10.2010
დოკუმენტის ტექსტი
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2013 წლის 4 თებერვალი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილება „მცხეთის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსს,010260020.35.153.016071, 17.08.2011)
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავემცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია იორდანიშვილი
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის დებულება
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულება
1.1 ეს დებულება განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის (ტექსტში შემდგომ – სამსახური) სამართლებრივ-ეკონომიკურ და სოციალურ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს.
1.2. სამსახური წარმოადგენს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების განხორციელებას.
1.3. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ’’, საქართველოს კანონები „საჯარო სამსახურის შესახებ’’, „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ’’, საქართველოს მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, ეს დებულება და სხვა.
1.4. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით.
1.5. სამსახურის დაფინანსების წყაროა მცხეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.
1.6. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ. მცხეთა, ღვინჯილიას ქ. №7.
მუხლი 2🔗.
სამსახურის სტრუქტურა
2.1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სტრუქტურული ერთეულების – განყოფილებებისაგან.
2.2. სამასხურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების საჯარო მოსამსახურეებისაგან.
2.2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) სახანძრო დაცვის განყოფილება;
ბ) სამაშველო განყოფილება.
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფროსი
3.1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი.
3.2. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შორის;
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; საჯარო მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, საჯარო მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს მზადყოფნას ხანძრის ჩასაქრობად და საავარიო სამუშაოების ჩასატარებლად;
თ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორცილებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამათლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3.3. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
3.4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სამსახურის სხვა საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 4🔗.
სამსახურის განყოფილების უფროსი
4.1. სამსახურის განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი.
4.2. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ განყოფილების მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს ფუნქციებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა შორის;
დ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
4.3. სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
4.4. სამსახურის განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის დავალებით, სამსახურის განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ამავე განყოფილების ერთ-ერთი საჯარო მოსამსახურე.
მუხლი 5🔗.
სახანძრო დაცვის განყოფილების კომპეტენცია
5.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად.
5.2. სახანძრო დაცვის განყოფილების ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) შესაბამისი საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელება მცხეთის მუნიციპალიტეტის საზღვრებში;
ბ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრების, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სხვა სახანძრო სალიკვიდაციო სამუშაოებში;
გ) ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების ორგანიზება;
დ) სახანძრო ძალებისა და საშუალებების მართვის ერთიანი სისტემების შექმნა;
ე) სხვადასხვა სახეობის სამსახურებთან ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზება და ჩატარება;
ვ) სახანძრო ძალებისა და საშუალებების აღრიცხვა და კონტროლი;
ზ) ხანძრების ჩაქრობისა და საავარიო გადაუდებელი სამუშაოების ჩატარებისათვის სახანძრო ძალებისა და საშუალებების გამოყენება;
თ) სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების ორგანიზება და განხორციელება;
ი) გამოძახების მიღების და რეგისტრაციის, აგრეთვე საინფორმაციო სისტემების მუშაუნარიანობის უზრუნველყოფა.
კ) დიდი ხანძრების, აგრეთვე ავარიების, კატასტროფების და სხვა საგანგებო სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში სახანძრო დაცვის მორიგეობიდან თავისუფალი პირადი შემადგენლობის ჩაბმის ორგანიზება;
ლ) ხანძრის, ავარიების, კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და სახანძრო სიტუაციის შემთხვევაში სხვა სახანძრო ძალებისა და საშუალებების ჩაბმა;
მ) სახელმწიფო და ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების შესრულებაში მონაწილეობა;
ნ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
მუხლი 6🔗.
სამაშველო განყოფილების კომპეტენცია
6.1. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულების მეოთხე მუხლის შესაბამისად.
6.2. სამაშველო განყოფილების ფუნქციებს წარმოადგენს:
ა) სრულყოს თანამშრომელთა ფიზიკური, თეორიული, სპეციალური და ფსიქოლოგიური მომზადება; მზად იყოს საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩასატარებლად.
ბ) აღმოუჩინოს დახმარება განსაცდელში მყოფ ადამიანებს;
გ) განახორციელოს დაზარალებულთა მოძიება, მიიღოს ზომები მათ გადასარჩენად, აღმოუჩინოს მათ პირველადი და სხვა სახის დახმარება;
დ) საგანგებო სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ჩატარებისას დაიცვას სამაშველო სამუშაოების ჩატარების ტექნოლოგია, შეასრულოს რეაგირების ძალების ხელმძღვანელობის ბრძანებები;
ე) მოსახლეობას განუმარტოს უსაფრთხოების მოთხოვნები საგანგებო სიტუაციის თავიდან აცილების მიზნით და მისი წარმოშობის შემთხვევაში აუცილებელი მოქმედების თანმიმდევრობის შესახებ;
ვ) მიიღოს მონაწილეობა ხანძარსაწინააღდეგო სამუშაოებში;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობა მიიღოს მეზობელ მუნიციპალიტეტებში სამაშველო საქმიანობაში;
თ) საცხოვრებელი სახლების ხანძრების ლიკვიდაციის დროს მონაწილეობა მიიღოს მატერიალურ ფასეულობათა გადარჩენაში.
ი) დაიცვას უსაფრთოების წესები სამუშაოების შესრულებისას;
კ) საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით და გამგებლის დავალებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
6.3. სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას იქ მომუშავე პირები სარგებლობენ დადგენილი ფორმის ტანსაცმლით, რომელიც მათ ეძლევათ უფასოდ, ნორმის ფარგლებში.
6.4. აკრძალულია სახანძრო და სამაშველო ტექნიკის, ტექნიკური შეიარაღების არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
მუხლი 7🔗.
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა
7.1. სამსახურის დაფინანსება და მათი მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა ხორციელდება მცხეთის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
7.2. სამსახურის ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ასევე მათი პირადი შემადგენლობის სოციალური დაცვის გარანტიებისა და კომპენტენციების შესრულებისთვის საჭირო დაფინანსებას, კანონით დადგენილი წესით, ახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტი.
მუხლი 8🔗.
სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის ქონება
სამსახური თავისი საჭიროების და კომპეტენციის შესრულებისთვის იყენებს მცხეთის მუნიცპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებას.
მუხლი 9🔗.
დასკვნითი დებულება
სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.