ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სარფი - სარფ", „კარწახი - ჩილდირ/აკტაშ" და „ახალციხე - პოსოფი/თურქგოზუ" სახმელეთო პორტალებზე მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის გადაადგილების პროცედურებისა და სამუშაო საათების შეთანხმების და თანამშრომლობის შესახებ

მიღების თარიღი 24.05.2011
ძალაში შესვლა 28.01.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობის სახელით     ჯამბულ ებანოიძე შემოსავლების სამსახური უფროსი-საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე
ნომერი №18/165
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/02/2013
matsne.gov.ge 1,606 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.05.2011 მიღება
28.01.2013 ძალაში შესვლა

დოკუმენტის ტექსტი

ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სარფი - სარფ", „კარწახი - ჩილდირ/აკტაშ" და „ახალციხე - პოსოფი/თურქგოზუ" სახმელეთო პორტალებზე მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის გადაადგილების პროცედურებისა და სამუშაო საათების შეთანხმების და თანამშრომლობის შესახებ ოქმი საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის „სარფი - სარფ", „კარწახი - ჩილდირ/აკტაშ" და „ახალციხე - პოსოფი/თურქგოზუ" სახმელეთო პორტალებზე მგზავრების, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების და საქონლის გადაადგილების პროცედურებისა და სამუშაო საათების შეთანხმების და თანამშრომლობის შესახებ საქართველოს მთავრობა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში “მხარეებად” წოდებულნი); როგორც, „სარფი - სარფ”, „კარწახი - ჩილდირ/აკტაშ” და „ახალციხე -  პოსოფი/თურქგოზუ” სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების ერთობლივი გამოყენების შესახებ" საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის შეთანხმების მონაწილე მხარეები (შემდგომში "შეთანხმება"); ამ შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად; სურთ რა, გაამარტივონ სახმელეთო საზღვრისა და ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურები და თავიდან აიცილონ ნებისმიერი სახის დუბლირება; „სარფი - სარფ”, „კარწახი - ჩილდირ/აკტაშ” და „ახალციხე - პოსოფი/თურქგოზუ” სახმელეთო პორტალების (შემდგომში „პორტალებად" წოდებულნი) ერთობლივი გამოყენების უზრუნველყოფის შესახებ გადაწყვეტილების საფუძველზე; შეთანხმდნენ შემდეგზე: მუხლი 1🔗 განმარტებები „ზოგადი დეკლარაცია” – ერთ-ერთი მხარის ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შეტანა/გატანისას ან შეტანა/გატანამდე, პირის მიერ უფლებამოსილი ორგანოსთვის, დადგენილი ფორმისა და პროცედურების გათვალისწინებით, წარდგენილი მონაცემები ან დოკუმენტი; „სამუშაო საათები” – დროის მონაკვეთი, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურები იმ პორტალებზე, რომლებზეც ვრცელდება აღნიშნული ოქმი; “ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურა” – შესაბამისი  პირისა  და უფლებამოსილ ორგანოს  მიერ, ხელშემკვრელი მხარის ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის მარეგულირებელი კანონმდებლობის გათვალისწინებით, განხორციელებული ყველა პროცედურა; „შესვლის პროცედურა” – ეკონომიკურ ტერიტორიაზე მგზავრების შესვლასთან, საქონლის ან სატრანსპორტო საშუალების შეტანასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურა, სადაც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით ხორციელდება ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურა, რომელიც არეგულირებს შესაბამისი მხარის ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის შეტანას ან მგზავრების შესვლას; გარდა იმ საქონლისა, რომლის შეტანა ეკონომიკურ ტერიტორიაზე აკრძალულია ან იქნება აკრძალული შესვლის ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით, კონვენციებით ან ადმინისტრაციული შეთანხმებებით, რომლის მონაწილესაც ეს ქვეყანა წარმოადგენს; გარდა იმ საქონლისა, რომლის ეკონომიკურ ტერიტორიაზე შეტანა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული პორტალებიდან; „გასვლის პროცედურა” – ეკონომიკური ტერიტორიიდან მგზავრების გასვლასთან, საქონლის, ან სატრანსპორტო საშუალების გატანასთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცედურა, სადაც შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით ხორციელდება ეკონომიკურ საზღვრის გადაკვეთის პროცედურა, რომელიც არეგულირებს შესაბამისი მხარის ეკონომიკურ ტერიტორიიდან საქონლის გატანას ან მგზავრების გასვლას; გარდა იმ საქონლისა, რომლის გატანა ეკონომიკურ ტერიტორიიდან აკრძალულია ან იქნება აკრძალული გასვლის ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ან ხელშეკრულებით, კონვენციებით ან ადმინისტრაციული შეთანხმებებით, რომლის მონაწილესაც ეს ქვეყანა წარმოადგენს; გარდა იმ საქონლისა, რომლის ეკონომიკური ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ გარკვეული პორტალებიდან; „მონაცემთა ელექტრონულად გაცვლა” – შეტყობინებების შეთანხმებული სტანდარტების შესაბამისად სტრუქტურული მონაცემების  კომპიუტერულ სისტემებს შორის ელექტრონული გადაცემა; „პირადი მონაცემები” – იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი ფიზიკური ან იურიდიული პირის თაობაზე სრული ინფორმაცია; „სახელმწიფო კონტროლის ზონა” – მხარეთა უფლებამოსილი ადმინისტრაციების ზედამხედველობის, კონტროლის, კომპეტენციისა და პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი ეკონომიკური ტერიტორიის განსაზღვრული ნაწილი, რომელიც ფიზიკურად გამოყოფილია ან ითვლება, რომ ფიზიკურად გამოყოფილია მიმდებარე ტერიტორიისაგან. სახელმწიფო კონტროლის ზონა მოიცავს პორტალების ტერიტორიას. მუხლი 2🔗 პროცედურები სახელმწიფო კონტროლის ზონაში ერთობლივი მართვის სახელმწიფო კონტროლის ზონაში ამ ოქმის საფუძველზე გატარებული პროცედურები შესრულებული უნდა იქნეს მომდევნო მუხლებით განსაზღვრული თანმიმდევრობით და შესაბამისობაში უნდა იყოს მე-6 მუხლის დებულებებთან. მუხლი 3🔗 პროცედურები გასვლის ქვეყანაში ქვეყნის დატოვებისას საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების სანომრე ნიშნების თაობაზე მონაცემები უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ შეიტანება სისტემაში ამ სატრანსპორტო საშუალების გასვლის ქვეყნის სახელმწიფო კონტროლის ზონაში შესვლისას. საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და, არსებობის შემთხვევაში, მგზავრების მიერ გასვლის პროცედურა ხორციელდება სისტემის მეშვეობით, და, საჭიროების შემთხვევაში, აისახება მათ პასპორტებში. საპასპორტო პროცედურები გატარებულ იქნეს შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტის შესაბამისად შედგენილი ოქმის დებულებათა გათვალისწინებით. a) კომერციული და პირადი მოხმარებისთვის გამოყენებული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების;       b) კომერციული საქონლის;       c) მგზავრების მიერ შემოტანილი საქონლის; ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურა, მათ შორის, ქვეყნიდან გასვლის შესახებ ზოგადი დეკლარაცია ან/და სხვა დოკუმენტი ან ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ქვეყნიდან გატანას, უნდა დასრულდეს მონაცემთა შეტანის პროცედურების გათვალისწინებით. 4. ზემოხსენებული პროცედურების დასრულებისას მონაცემები გადაეგზავნება შესვლის ქვეყანას. შესვლის ქვეყანაში გადასაგზავნი მონაცემები განსაზღვრულია შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში აღნიშნულ ოქმით. მუხლი 4🔗 პროცედურები შესვლის ქვეყანაში საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებისა და, არსებობის შემთხვევაში, მგზავრების მიერ გასვლის პროცედურა, ხორციელდება გასვლის ქვეყნის მიერ გადმოგზავნილ პასპორტის მონაცემთა შესაბამისად, შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (a) ქვეპუნქტით განსაზღვრული ოქმის ფარგლებში. სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის შესახებ გასვლის ქვეყანაში მომზადებული ინფორმაცია, სისტემის მეშვეობით, ელექტრონული საშუალებებით გადაეგზავნება შესვლის ქვეყნის უფლებამოსილ ადმინისტრაციას. ამასთან, წარედგინება კომერციული საქონლის გადამზიდავი საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე მონაცემები. TIR, ATA, CPD – წიგნაკის წარდგენის შემთხვევაში, ეს დოკუმენტი განიხილება, როგორც ზოგადი დეკლარაცია. ზოგად დეკლარაციაში შემავალი მონაცემები განისაზღვრება შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში აღნიშნულ ოქმით. იმ შემთხვევაში, თუ არ იქნა წარდგენილი TIR, ATA, CPD – კარნეტი, მე-2 პუნქტში განსაზღვრული ზოგადი დეკლარაცია მიიღება საფუძვლად და, შესაბამისად, სატრანზიტო/ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურები ინიციიებული იქნება შესვლის ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ფარგლებში. კომერციული საქონლისა და მგზავრების მიერ შემოტანილი საქონლის დეკლარაციასთან დაკავშირებული შემოწმების პროცედურები შესრულდება შესვლის ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთანავე, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებები ან საქონელი შემოწმების გარეშე ექვემდებარება გასვლის ქვეყანაში დაბრუნებას შემდეგ შემთხვევებში: არანაირი პროცედურა არ ხორციელდება და საავტომობილო სატრანსპოტო საშუალება/საქონელი ბრუნდება გასვლის ქვეყანაში იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაციის გაგზავნა ვერ მოხდა ელექტრონულად; თუ დეკლარაციაში მითითებულია არასრული ინფორმაცია; და გარეგნული შემოწმებისას გამოვლინდა საქონლის ამოღების ან შეცვლის ისეთი ნიშნები, როგორიცაა დაზიანებული ლუქი ან სატვირთო განყოფილების საფარი ქსოვილი, ან კონტეინერზე, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებაზე ზემოქმედების დამადასტურებელი სხვა ნიშნები; საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებები/საქონელი ექვემდებარება გასვლის ქვეყანაში დაბრუნებას, თუ სახელმწიფო კონტროლი გამოავლენს დეკლარაციაში მითითებულ მონაცემებთან შედარებით ნაკლებ ან ზედმეტ რაოდენობას; ან ამგვარი საქონელი შეტანილია მხარეებს შორის გაცვლილ ჩამონათვალში, რომელთა ექსპორტი აკრძალულია შეთანხმების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის (b) ქვეპუნქტით; იმ შემთხვევაში, როცა შესვლის ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის მიხედვით ამგვარი ქმედება არ შეიცავს დანაშაულს ან სამართალდარღვევას; შესვლის ქვეყანა ახორციელებს აუცილებელ დევნას, თუ სახელმწიფო კონტროლისას დადასტურდა, რომ დეკლარირებულ რაოდენობასთან შედარებით აღმოჩენილი ზედმეტი რაოდენობის საქონელი დამალული ან შენახულია საავტომობილო სატრანსპორტო საშუალების ან კონტეინერის დალუქულ ნაწილებში ან ისეთ ადგილებში, რომელიც ითვლება სამალავად. შემოწმების შედეგები, შეთანხმების მე-3 მუხლის დებულებათა შესაბამისად, ელექტრონული საშუალებებით გადაეგზავნება გასვლის ქვეყანას. საჭიროების შემთხვევაში, საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებები შესვლის ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივი კანონის შესაბამისად შეიძლება დაექვემდებარონ რენტგენით სკანირებას. გასვლის ქვეყანა დაასრულებს დეკლარაციას შემოწმების შედეგების საფუძველზე. აუცილებელი პროცედურების დასრულების შესახებ ელექტრონული საშუალებით დადასტურების საფუძველზე, შესვლის ქვეყნის უფლებამოსილი პირი ნებას რთავს საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებებსა და მგზავრებს, დატოვონ სახელმწიფო კონტროლის ზონა. მუხლი 5🔗 სხვა პროცედურები შესვლის ქვეყანაში  a)  მგზავრების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება ხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის  ორგანიზაციის  მიერ  გათვალისწინებულ  შემთხვევებში ეპიდემიური დაავადების  გავრცელების  საშიშროების  არსებობისას. სხვა შემთხვევაში მგზავრების ჯანმრთელობის შემოწმება ხორციელდება აუცილებლობისას.  სადეზინფექციო სამუშაოები ხორციელდება მხოლოდ კომერციული საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ, რომლითაც გადაიზიდება მცენარეები, ცოცხალი ცხოველები, მცენარეული და ცხოველური პროდუქტი,  ინფექციური და ეპიდემიური დაავადებების საშიშროების გათვალისწინებით; და არ გამოიყენება ადამიანების გადაყვანისთვის განკუთვნილი და სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ; ნებისმიერი პროცედურა, რომელიც მოიცავს ინფექციური და ეპიდემიური დაავადებების გავრცელების რისკის არსებობისას საზღვრის დაკეტვასა და კარანტინის გამოცხადებას, იზღუდება ეპიდემიის ხანგრძლივობით; სადეზინფექციო საფასური გამოიანგარიშება იმგვარად, რომ მისი ოდენობა არ აღემატებოდეს ხარჯებს; მიღებული შემოსავალი გამოიყენება მხოლოდ სადეზინფექციო სამუშაოების მიზნებისათვის; აუცილებელი ზომები მიიღება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს, რომ სადეზინფექციო სამუშაოებმა არ შეაფერხოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე პროცედურები და სამუშაო პროცესი და არ გამოიწვიოს საზღვარზე რიგის წარმოქმნა. ხელშემკვრელ სახელმწიფოში სურსათის, მცენარეული და ცხოველური პროდუქტის შეტანა ნებადართულია მხოლოდ უფლებამოსილი პერსონალის მიერ გატარებული მაკონტროლებელი პროცედურების საფუძველზე. შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით, მხარეები საავტომობილო სატრანსპორტო საშუალებების მიმართ გამოიყენებენ რადიოაქტიურ დეტექტორებს. მუხლი 6🔗 ტექნიკური მომსახურება ის პროცედურები, რომლებიც არ რეგულირდება ამ ოქმით, შესრულდება მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად. პორტალების ერთობლივი გამოყენების ფარგლებში გათვალისწინებული ყველა პროცედურა ხორციელდება შეთანხმების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის (b) ქვეპუნქტში აღნიშნული ოქმის შესაბამისად შემუშავებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით.         იმ შემთხვევაში, თუ ნებისმიერი მიზეზის გამო, პროგრამული უზრუნველყოფა არ ფუნქციონირებს ერთ საათზე მეტი; ან მოსალოდნელია, რომ შეფერხება არ გამოსწორდება ერთი საათის განმავლობაში; პროცედურები შესრულებული უნდა იქნას მექანიკურად და მონაცემები სისტემაში შეყვანილი უნდა იქნეს მოგვიანებით.                        იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარის პროგრამული უზრუნველყოფა არ ფუნქციონირებს ექვს საათზე მეტი, მოიწვევა მეორე მხარესთან შეხვედრა და პრობლემის მოსაგვარებლად მიიღება ერთობლივი ზომები. მოთხოვნის შემთხვევაში, მხარეები ერთმანეთს უწევენ ადმინისტრაციულ და ტექნიკურ დახმარებას. მუხლი 7🔗 მოლაპარაკებების გამართვა და დავების გადაჭრა ერთობლივი კომიტეტის მიერ შექმნილი ქვეკომიტეტი იკრიბება რეგულარულად, კვარტალში ერთხელ. გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში ქვეკომიტეტი, ერთ-ერთი მხარის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მოიწვევა ერთი დღის განმავლობაში. ქვეკომიტეტის ანგარიშები გადაიგზავნება ორივე მხარის კომპეტენტურ უწყებებში. ქვეკომიტეტი მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის გათვალისწინებით, გადაჭრის წარმოქმნილ დავებს. შეუთანხმებელი საკითხები განსახილველად გადაეცემა ერთობლივ კომიტეტს. წინამდებარე ოქმის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის დებულებათა განხორციელების შედეგები გადაეცემა გასვლის ქვეყანას როგორც დაუყოვნებლივ, ისე მოთხოვნის საფუძველზე. მუხლი 8🔗 ზოგადი დებულებები მხარეებმა ურთიერთნდობით, დროულად და საფუძვლიანად უნდა უზრუნველყონ პორტალებზე გამოყენებული ტექნიკური საშუალებების ყოველდღიური შემოწმება და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება, და აცნობონ ერთმანეთს ამგვარი შემოწმებებისა და სამუშაოების ჩატარების შემდეგ. უნდობლობის შემთხვევაში, ერთი მხარე წარუდგენს მეორე მხარეს ტექნიკური საშუალებების შემოწმებისა და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების შესახებ მოთხოვნას. ამგვარი მოთხოვნის წარდგენისას, მოთხოვნის მიმღები მხარე ვალდებულია შეასრულოს ტექნიკური საშუალებების შემოწმებისა და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურების სამუშაოები და აცნობოს მეორე მხარეს შედეგები. მუხლი 9🔗 სამუშაო საათები საერთოდ, ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის პროცედურები ხორციელდება 24-საათიან რეჟიმში. „ჩილდირ/აკტაშ – კარწახი” და „პოსოფი/თურქგოზუ – ახალციხე" სახმელეთო პორტალებზე კომერციული საქონლის მიმართ სამუშაო საათები განისაზღვრება  ერთობლივი კომიტეტის მიერ და მხედველობაში მიიღება უქმე დღეები, ადგილობრივი დრო და ცვლების შეცვლა. მუხლი 10🔗 რეგიონალური კავშირის პუნქტები და თანამშრომლობა ამ ოქმის ძალაში შესვლიდან ერთი თვის განმავლობაში მხარეები გაცვლიან ამ ოქმით გათვალისწინებულ პორტალებზე უფლებამოსილი წარმომადგენლების პირად მონაცემებს, თანამდებობის დასახელებასა და საკონტაქტო ინფორმაციას, და ერთი თვის განმავლობაში აცნობებენ ერთმანეთს შესაბამისი ცვლილებების შესახებ. ამ ოქმის ძალაში შესვლიდან სამი თვის განმავლობაში მხარეები ცვლიან ინფორმაციას მათ სახელმწიფოში არსებული ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ამ ოქმით გათვალისწინებულ პორტალებზე არსებული პრაქტიკის შესახებ; და ერთი თვის განმავლობაში აცნობებენ ერთმანეთს ნებისმიერი ცვლილებების შესახებ. მუხლი 11🔗 ოქმის ძალაში შესვლა წინამდებარე ოქმი ძალაში შევა იმავე დღეს, როდესაც მიღებული იქნება ბოლო წერილობითი შეტყობინება, რომლითაც ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს დიპლომატიური არხებით აცნობებენ, რომ დასრულებულია წინამდებარე დოკუმენტის ძალაში შესასვლელად საჭირო ყველა აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურა. წინამდებარე ოქმი ძალაშია შეთანხმების ძალაში ყოფნის ვადაში. თითოეულ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ ოქმის მოქმედება ნებისმიერ დროს, მეორე მხარისათვის ოქმის შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების საშუალებით გაკეთებული წერილობითი შეტყობინების საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში, ოქმი მოქმედებას წყვეტს შეტყობინების მიღების დღიდან სამი (3) თვის შემდეგ. ოქმის შეწყვეტა ზეგავლენას არ ახდენს მიმდინარე ან განხორციელებულ საქმიანობასა და პროექტებზე. ხელშემკვრელ მხარეთა წერილობითი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე,  ოქმში შეიძლება ნებისმიერ დროს შეტანილ იქნეს ცვლილებები. აღნიშნული ცვლილებები ძალაში შევა ამ მუხლის პირველი (1) პარაგრაფით განსაზღვრული სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად. ოქმი დადებულია ქვემოთ ხელმომწერთა შორის, რომელთაც გააჩნიათ სრული უფლებამოსილება თავიანთი მთავრობებისაგან. შედგენილია 2011 წლის 24 მაისს ორ დედნად, თითოეული ქართულ, თურქულ და ინგლისურ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტიკურია. წინამდებარე ოქმის დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.    საქართველოს მთავრობის სახელით ჯამბულ ებანოიძე შემოსავლების სამსახური უფროსი-საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე თურქეთის რესპუბლიკის მთავრობის სახელით ზია ალთუნიალდიზ თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი