„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებილებათა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №17, ივლისი, 1996) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-14 მუხლის მე-4, მე-15 მუხლის მე-6, 29-ე მუხლის მე-2, 32-ე მუხლის მე-3, 35-ე მუხლის მე-2, 36-ე მუხლის პირველ, მე-3, მე-4 და მე-5 და 37-ე მუხლის პირველ პუნქტებში სიტყვები „მმართველობის ადგილობრივი” და „მმართველობის ადგილობრივ” შეიცვალოს სიტყვებით “ადგილობრივი თვითმართველობის (მმართველობის)”.
2. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტიდან ამოღებულ იქნეს „ვ” ქვეპუნქტი, ხოლო მე-5 პუნქტიდან _ „ზ” ქვეპუნქტი.
3. 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის პირველ წინადადებას სიტყვის „რესპუბლიკების” შემდეგ დაემატოს სიტყვა “რესპუბლიკურ”.
4. 38-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.
„1. 2002 წლის 1 იანვრიდან 2003 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო ბიუჯეტში ჩასარიცხი საავტომობილო ბენზინის აქციზის თანხების 70 პროცენტი მიიმართოს ცენტრალურ ბიუჯეტში, ხოლო 30 პროცენტი სახელმწიფო საგზაო ფონდში.”.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე.
თბილისი,
2002 წლის 18 იანვარი.
№1256-რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.01.2002.
- როდის იქნა მიღებული „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 18.01.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1256. სარეგისტრაციო კოდი — 190.020.000.05.001.001.026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №1256, 18.01.2002, სარეგისტრაციო კოდი 190.020.000.05.001.001.026 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1840/