საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
მიღების თარიღი 06.02.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი
ნომერი №63
სარეგისტრაციო კოდი 040030000.08.002.016746
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/02/2013
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.02.2013 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი | საქართველოს პრეზიდენტი |
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრის ლიკვიდაციის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №63
2013 წლის 6 თებერვალი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრის
ლიკვიდაციის შესახებ
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 და მე-17 მუხლებისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად:
1.
ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).
2.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ 2013 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს ცენტრის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.
3.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა თემის განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 1 ივლისის N366 ბრძანებულება.
4.
ეს ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
5.
ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს 2013 წლის 1 აპრილიდან.საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ სააკაშვილი